კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ წყდება საკითხი, როდესაც მოხდა პირის უკანონო დაკავება და ამ უკანონო დაკავების შედეგად ადამიანმა დიდი ოდენობით მატერიალური ზარალი განიცადა?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ ამ შემთხვევაში ბრალდებულს უფლება აქვს, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ოჯახური ძალადობის ფაქტის დადგენისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ჩაითვლება თუ არა ოჯახის წევრად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამ კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე. შესაბამისად არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად.

კითხვა: მაინტერესებს, კონკრეტულად რა ქმედებების განხორციელება ჩაითვლება პირის მიმართ ეკონომიკურ ძალადობად და ზოგადად რას ნიშნავს ეკონომიკური ძალადობა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ეკონომიკურ ძალადობად ითვლება ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე, თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ შეუძლია არასრულწლოვანს, დაიცვას თავი მის  მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის შემთხვევაში?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასრულწლოვანს, 14 წლის ასაკიდან, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია, ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. იმ შემთხვევაში კი, თუ  არსებობს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალი, სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე მშობლისგან (ან მშობლებისაგან) არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ იმ მოქმედებათა ჩამონათვალი, რა შემთხვევაშიც მოქალაქე ვალდებულია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

პასუხი: გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე; საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებსა და საჩივრებზე; მეზღვაურის წიგნაკისა და ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისთვის; საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისთვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა; საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ორდინარული ვიზის გაცემისთვის;  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების გამოთხოვისთვის; დოკუმენტების ლეგალიზაციისთვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოში შედგენილი დოკუმენტების ლეგალიზაციისა.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევებში ექვემდებარება დაბრუნებას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა და რა პროცედურებია საჭირო სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებისთვის?

პასუხი: გაცნობებთ, რომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება; აგრეთვე, როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისთვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად. რაც შეეხება დაბრუნებას, სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან. თანხა გაიცემა ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ ხდება სასამართლოში ტერიტორიული განსჯადობის საკითხების გარკვევა სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი იმალება, როგორ ხდება მის მიმართ ბრალის წაყენება და, შეიძლება თუ არა, მიმალვამ ხელი შეუშალოს ბრალის წარდგენის პროცედურას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის ადვოკატს, რაც ითვლება ბრალის წაყენებად.

კითხვა: მაინტერესებს შეიძლება, თუ არა, ბრალდებულს შეეზღუდოს დუმილის უფლება და მოხდეს მისი დავალდებულება, მისცეს ჩვენება კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ან დუმილი მიჩნეულ იქნეს კონკრეტული ფაქტზე თანხმობად?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ არ შეიძლება, ბრალდებულს შეეზღუდოს დუმილის უფლება. ბრალდებულს შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

კითხვა: მაინტერესებს, პირის დაკავებისას არის თუ არა სავალდებულო, დაკავებულ ადამიანს  ჩაუტარდეს სამედიცინო შემოწმება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ დაკავებისას, მოთხოვნის შემთხვევაში, ბრალდებულს უფლება აქვს, შესაბამის დაწესებულებაში მიყვანისთანავე, ჩაუტარდეს უფასო სამედიცინო შემოწმება.

скачать dle 11.3