კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ბიზნესით დაიწყო კარიერა დავით იაკობაშვილმა და რა აკავშირებს მას საქართველოს ყოფილ ელჩთან ამერიკის შეერთებულ შტატებში – თემურ იაკობაშვილთან

დავით იაკობაშვილის სახელმა ბოლო პერიოდში არაერთ სკანდალურ საქმეში გაიჟღერა, იქნებოდა ეს ნავთობკომპანია „გალფის” წილების გაზრდის თუ კაზინო „აჭარასთან” დაკავშირებული ამბები. იაკობაშვილი რუსეთის ბიზნესსამყაროში ოდიოზურ ფიგურად ითვლება და მის სახელთან რამდენიმე წარმატებული პროექტი ასოცირდება, მაგალითად, კომპანია „ვიმ ბილ დანი,” რომელიც 2011 წელს მან ამერიკულ „პეპსიკოს” მიჰყიდა.

დავით იაკობაშვილი დაიბადა 1957 წლის 2 მარტს, საქართველოში, ქართველი ებრაელების ოჯახში. მამამისი, მიხეილ იაკობაშვილი, ეგრეთ წოდებული „ცეხავიკი” იყო და ედუარდ შევარდნაძის „ცეკას“ მდივნად მუშაობის დროს ჩეჩნეთში გადაიხვეწა. დავით იაკობაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით. 1980-იანი წლების დასაწყისში იაკობაშვილი „მეტრომშენში” და არასამთავრობო დაცვაში მუშაობდა, დაკავებული იყო რადიოტექნიკის შეკეთებითა და ავტომაგნიტოლების მონტაჟით. პარალელურად, „პერესტროიკის” პერიოდში ის ბიზნესით დაინტერესდა და ღორების გაყიდვა დაიწყო; ასევე, აწყობდა სამოგზაურო ტურებს უცხოელებისთვის. 1988 წელს მან მოსკოვში გახსნა სილამაზის სალონი „ჟენშენი,” რომელიც „ჩისტიე პრუდიზე” მდებარეობდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ბიზნესპარტნიორთან, გაბრიელ იუშვაევთან ერთად, რომლის ნათესავზეც მოგვიანებით დავითი დაქორწინდა, მან დააარსა „ტრინიტი-მოტორსი”, რომელიც ამერიკიდან ჩამოყვანილი ავტომობილების, გაყიდვაზე იყო ორიენტირებული. ცნობისთვის გაბრიელ იუშვაევი, რომლის კაპიტალი 1,2 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული, 1980-1989 წლებში სასჯელს იხდიდა ყაჩაღობისთვის, თუმცა, გავრცელებული ვერსიის თანახმად, ის საბჭოთა კავშირში გამეფებული ანტისემიტიზმის მსხვერპლი იყო და გამოგონილი ბრალდებით იყო გასამართლებული.

1992 წლიდან დავით იაკობაშვილი გასართობი ცენტრის – „მეტელიცას” და კაზინო „ჩერის” თანამფლობელია. იმავე 1992 წელს, იუშაევთან ერთად, მან დააფუძნა კომპანია „ვიმ ბილ დანი”. იაკობაშვილმა და იუშვაევმა ფული დააბანდეს სერგეი პლასტინინისა და მიხაილ დუბინინის პროექტში – „ლიანოზოვის რძის კომბინატში წვენების ჩამოსხმა”. ასე შეიქმნა კომპანია „ვიმ ბილ დანი”, რომელიც რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ითვლება რძის პროდუქტებისა და წვენების წარმოებაში. 2011 წელს დავით იაკობაშვილმა თავისი აქციები ამერიკულ კომპანია „პეპსიკოს” მიჰყიდა 600 მილიონ დოლარად და იმავე წელს შექმნა კორპორაცია „ბიოენერგია” (ცენტრალურ რუსეთში ტორფის გადამამუშავებელი კომპანია). ასევე, იაკობაშვილი მთლიანად ჩამოშორდა რძის პროდუქტების ბიზნესს და ნავთობზე გადაერთო. ამჟამად ის ფლობს კომპანია „პეტროკას ენერჯი გრუპის” აქციათა საკონტროლო პაკეტს; კომპანია ნავთობტრეიდინგით არის დაკავებული ყაზახეთსა და საქართველოში. მის საკუთრებაშია ფოთის ნავთობტერმინალი. მხოლოდ 2012 წელს კომპანიამ საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით 7,5 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები გადაზიდა. თავად იაკობაშვილი „პეტროკას ენერჯი გრუპის” შეძენას ბოლო წლებში თავის ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ პროექტს უწოდებს. საინტერესოა, რომ დავით იაკობაშვილი ყალმუხეთის რესპუბლიკაშია ჩაწერილი – მას პირადად კირსან ილუმჟინოვმა სთხოვა ამის შესახებ და 2012 წელს მან, დეკლარაციის თანახმად, ყალმუხეთის ბიუჯეტში, როგორც ფიზიკურმა პირმა, 2,4 მილიარდი რუბლი გადაიხადა გადასახადების სახით, ეს თანხა კი ყალმუხეთის რესპუბლიკის მცხოვრებთა საერთო სახელმწიფო გადასახადების ტოლი გამოდგა. მსხვილი ბიზნესმენების მხრიდან მსგავსი ქმედება რუსეთში აპრობირებული მეთოდი ყოფილა. მაგალითად, რომან აბრამოვიჩი გადასახადებს ჩუკოტკაზე იხდიდა, მიხაილ პროხოროვი – კრასნოიარსკის მხარეში, სულეიმან ქერიმოვი – დაღესტნის რესპუბლიკაში, ხოლო იაკობაშვილის ყოფილი პარტნიორი „ვიმ ბილ დანში” სერგეი პლასტინინი – არხანგელსკის ოლქში.

რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად, იაკობაშვილი შვედეთის მოქალაქეც გახლავთ. 1980-იან წლებში იგი შვედეთში სამუშაოდ იყო ჩასული, უვლიდა მძიმე ავადმყოფებს, გადმოჰყავდა ავტომობილები გასაყიდად. შვედეთში იაკობაშვილმა გაიცნო სამშენებლო კომპანიის მფლობელი – ბილ ლიდვალი, რომელმაც, გავრცელებული ვერსიის თანახმად, მას თავისი უნიკალური მექანიკური მუსიკალური საკრავების კოლექცია აჩვენა, რის შემდეგაც იგი ანტიკვარული ნივთების კოლექციონირებით დაავადდა. მოგვიანებით ლიდვალმა იაკობაშვილს მიჰყიდა თავისი კოლექცია, რომელიც ბიზნესმენმა კიდევ უფრო გაამდიდრა და დღეს დავით იაკობაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კერძო კოლექციის მფლობელია, რომელშიც 400-მდე უნიკალური ნივთია თავმოყრილი. იგი ფლობს ორ უნიკალურ, მცირე ზომის ფრანგულ მექანიკურ ორღანს, რომელთა მფლობელები ფრანგი მონარქები – ლუი მეჩვიდმეტე და ლუი მეთვრამეტე იყვნენ. იგი, ასევე, ფლობს არღნების უნიკალურ კოლექციას, მათ შორის, მეთვრამეტე საუკუნის იტალიელი არღნის ოსტატის – ბაჩი გალუპოს ინსტრუმენტებს და მეცხრამეტე საუკუნის თბილისში მცხოვრები მეარღნე ქიტესოვის არღნებს. იაკობაშვილის საკუთრებაშია ადოლფ ჰიტლერის ნაქონი სიმფონია. დავით იაკობაშვილი, ასევე, გატაცებულია მოტოციკლებით, კარტინგით, ცურვითა და დაივინგით. იგი არის რუსეთის ებრაელთა კონგრესის პრეზიდიუმის წევრი და ევრაზიის ებრაელთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი. დავით იაკობაშვილის მეუღლე, შვილთან ერთად, საფრანგეთში ცხოვრობს. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი დავით იაკობაშვილის ნათესავია. ბოლო მონაცემებით, დავით იაკობაშვილის პირადი კაპიტალი 950 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

скачать dle 11.3