კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედალამაზიშვილების ოჯახში პატარა ელენიკო გაჩნდა

 10 მარტს დავით გაგუას კლინიკაში ნინი დედალამაზიშვილს ულამაზესი გოგონა – ელენიკო შეეძინა, რომლის დაბადებასაც დედალამაზიშვილების მთელი ოჯახი სულმოუთქმელად ელოდა. ნინის გადაწყვეტილი ჰქონდა ფიზიოლოგიური მშობიარობა და ამისთვის ექიმი დავით გაგუაც მომზადებული იყო, თუმცა, მდგომარეობა გართულდა და უკვე დაწყებულ მშობიარობაზე სასწრაფო საკეისრო კვეთის ჩატარება გადაწყდა. 

ნინი დედალამაზიშვილი: „საშინლად ვინერვიულე, მაგრამ, კოტიკო დამიდგა გვერდში, დამამშვიდა და, მივხვდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა. თან, სასწაული ექიმი მყავდა, გამაგიჟა, შემიყვარდა. ყველას ვურჩევ, რომ დავით გაგუასთან მივიდეს სამშობიაროდ“. 

საკეისრო კვეთას ნინის მეუღლე, კოტიკო ყიფიანი დაესწრო, რადგან, ასეთ დროს, ახალშობილს მამას აწვენენ გულზე. 

ნინი: „მამა მშვიდად იყო, მაგრამ, აი, გარეთ თურმე დიდი ამბავი ყოფილა, პანიკაში იყვნენ გიგი და მარინა, საშინლად უნერვიულიათ. ბებიაქალები მე მსაყვედურობდნენ – გარეთ ნამდვილი მიტინგია, რა ამბავიაო“ (იცინის). 

 პატარასთვის სახელი მამიკომ შეარჩია, რომელიც დედასაც ძალიან მოსწონს. სახლში მისულ დედა-შვილს სიურპრიზად დახვდა უკვე მოწყობილი ოთახი. პატარამ უამრავი საჩუქარი მიიღო. 

ნინი: „არ ვიცი, ამის გარეშე აქამდე რას ვაკეთებდი და, საერთოდ, რითი ვიყავი დაკავებული. ერთი კვირისაა და ჩემი ცხოვრება უკვე შეცვალა“. 

скачать dle 11.3