კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წიგნი, გამთბარი მესხეთის სიყვარულით

 

უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა პროფესორ ამირან მექვაბიშვილის ნაშრომები, რომლებიც აქტუალური პრობლემების მეცნიერული კვლევა-ძიების სიღრმით გამოირჩევა. ამჯერად კი საზოგადოებამ მიიღო განსხვავებული შინაარსის მქონე საყურადღებო ნაშრომი, რომელიც მემუარულ ჟანრს განეკუთვნება. წიგნი – „ოცი წელი მესხეთში“ – დაწერილია მესხეთის დიდი სიყვარულით. დარწმუნებული ვართ, მესხეთში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის ის ძვირფასი რელიკვია გახდება, რადგან, მასში აისახა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის უნიკალური მონაკვეთი, სამი რაიონის – ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით. გამოკვეთილია იდეოლოგიურ სფეროში არსებული ვითარება, ეროვნული დღესასწაულების დაუვიწყარი წუთების განცდა, საქართველოს ამ ისტორიული მხარის განვითარების შთამბეჭდავი ეპიზოდები. წიგნის ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი, მისი ამაღლება და, ზოგადად, ცხოვრება, თავისი ავ-კარგით.

წიგნი წარმოადგენს მცირე მოგონებებს ავტორის მესხეთში მუშაობის დაუვიწყარი დღეების. ესაა სამახსოვრო ეპიზოდები თუ იუმორისტული თვალით დანახული სიტუაციები. ავტორი გვიამბობს საინტერესო ადამიანების შეხვედრებისა და ურთიერთობების შესახებ.

ყველაზე მნიშვნელოვნად კი მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ ბატონი ამირანი თავად არის ადამიანი, რომელსაც ათეული წლების შემდეგაც კი იხსენებენ მესხეთში როგორც კოლორიტულ პიროვნებას. ამ შესანიშნავი გარეგნობისა და მაღალი ზნეობრივი თვისებებით შემკულ ადამიანზე, შეიძლება ითქვას, სიცოცხლეშივე ქმნიდნენ ლეგენდებს... შრომისმოყვარეობისა და ულევი ენერგიის წყალობით მესხეთის ყოველ კუთხე-კუნჭულს თავისი კვალი დაამჩნია, სანაცვლოდ კი ხალხის დიდი მადლიერება მოიპოვა.

წიგნს ენციკლოპედიური ღირებულება გააჩნია. ავტორი შეეცადა, საარქივო მასალების შესწავლა-გაანალიზებასთან ერთად, გამოეყენებინა მეხსიერების წიაღში არსებული ცოცხალი მოგონებები და საკუთარი თვალით ნანახი ფაქტები, რაც უდავოდ დიდ ინტერესს იწვევს მკითხველში.

წიგნში ორიგინალურადაა წარმოდგენილი ადამიანებთან თანადგომის, სიკეთისა და რწმენის განმტკიცების უამრავი მაგალითი. 

ვუსურვოთ წიგნის ავტორს ახალ-ახალი წარმატებები.

ლიანა ხმალაძე, მარეხ დათიაშვილი, ზაალ ცინაძე

 

скачать dle 11.3