კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აკეთებს დიდ ფულს ფატუნა ბუშიჰედის შრომით და ვინ არიან მისი ექსკლუზიური მოდელების მომხმარებლები

დიზაინერ ფატუნა ბუშიჰედის შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაში ბევრი სიახლეა. ფატუნა ორი თვის წინ მესამე შვილის, ანდრიანას დედა გახდა. მას ასევე, ჰყავს 16 წლის სანდრო და 6 წლის ქელი. რაც შეეხება მის დიზაინერულ მოღვაწეობას, ამერიკის გარდა, მისით ბრიტანეთშიც დაინტერესდნენ, ხოლო საფრანგეთიდან მალე ახალ სტატუსს ელოდება. მოკლედ, ყველა ამ სიახლის შესახებ, ჩვენი რესპონდენტის საუბრიდან შეიტყობთ.

– ძალიან ბევრი სიახლე გაქვს. მოდი, დავიწყოთ იმ წარმატებული ჩვენებით, რომელიც ფატუნა ბუშიჰედისა და „კარტიეს“ ერთობლივი პროექტი იყო.

– ძვირფასი სამკაულების კომპანია „კარტიე“, რომელიც უკვე ასობით წელს ითვლის, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია. მას შესთავაზეს ჩემი კოლექცია, ანუ „კარტიეს“ სამკაულები და ჩემი სამოსი. გაკეთდა სარეკლამო რგოლი, რომელიც „სი-ენ-ენმა“ გადაიღო. ეს ძალიან დიდი სიამოვნება, სიურპრიზი და ყველაფერი ერთად იყო ჩემთვის. სანამ რეალურად, საკუთარი თვალით არ დავინახე, ეს ყველაფერი, მართლა არ მჯეროდა. გადაღება ბრიტანეთში, ლონდონში ჩატარდა. „კარტიეს“ ბრენდ-მენეჯერმა, მარკოს პაულეტიმ, თავისივე სურვილით ჩემი მენეჯმენტიც საკუთარ თავზე აიღო. მოკლედ ბრიტანელები ძალიან დაინტერესებული არიან და ახალი კოლექციაც იქ შეიქმნება.

– ამერიკელები რომ არიან ფატუნა ბუშიჰედით დაინტერესებული, უკვე ვიცით, მაგრამ ბრიტანელებთან კონტაქტი როგორ შედგა?

– სანამ ლოს-ანჟელესში ჩვენებას გავმართავდი, მოწვევა მქონდა კანის ფესტივალზე და ლონდონის „ფეშენ-ვიქზე“, რაზეც უარი ვთქვი. 

– ამ წინადადებაზე, ალბათ, ბევრი დიზაინერი არ იტყოდა უარს და რა იყო ამის მიზეზი?

– ლოს-ანჟელესში კონტრაქტი მქონდა გაფორმებული, მივფრინავდი და ახალი კოლექციის გაკეთების დრო, ფაქტობრივად, აღარ მქონდა, თან ფეხმძიმედ ვიყავი. ამიტომ, ორივეს კატეგორიული უარი ვუთხარი. იქიდან კი წერილი მივიღე, სადაც ეწერა, კარგი იქნებოდა, ჩვენი ურთიერთობა გაგვეგრძელებინა, როცა თავისუფალი იქნებითო. შემდეგ თვითონ შევედი მათთან უფრო ღრმა კონტაქტში, რადგან დამაინტერესა, კონკრეტულად რა სურდათ ჩემგან. როგორც აღმოჩნდა, მათ ჩემი ბრენდის მენეჯმენტის გაკეთება უნდოდათ, რის შემდეგაც, ფატუნა ბუშიჰედის ნაცვლად, ბრენდს მხოლოდ „ფატუნა“ ერქმეოდა. მოკლედ, ჩემი დიზაინით უნდა გაკეთებულიყო კოლექცია, ხოლო შესრულებას ბრიტანელები აიღებდნენ საკუთარ თავზე. ასევე, ზუსტად ვიცი, რომ ექსკლუზიური კაბების გარდა, ძალიან მალე ბერლინის ერთ-ერთ ძალიან ცნობილ მოლში შევა ჩემი სამოსი. ამ ეტაპზე ყველა დეტალი გვარდება, რომელიც უკვე ფინალისკენ მიდის. მაისის ბოლოს კი, ლონდონიდან, ჩემი კოლექციის ნაწილი ბერლინში გადავა. ძალიან ბევრი სიახლე ხდება ერთად. ბრიტანეთში შეიქმნება კოლექცია, რომელიც პრეტაპორტული ხაზის იქნება და სერიულ სახეს მიიღებს. ძალიან მალე საფრანგეთი მომანიჭებს ოტ კუტიურიეს სახელს, რომელიც მაღალი მოდის შემქმნელს ნიშნავს, ერთადერთია მსოფლიოში და ხელით იქმნება. მოდელი ექსკლუზიურია და საკმაოდ რთული შესაქმნელია. ასე რომ, ვემზადები, მალე მომანიჭონ ეს სტატუსი. თუმცა, სტატუსის დარღვევაც ძალიან მალე შეიძლება მოხდეს, თუ თვითონ დიზაინერმა კონტრაქტში არსებული რომელიმე პირობა არ შეცვალა. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა მოექცე ყველას, ყველაფერს და უპირველესად, საკუთარ თავს. როცა მართლა გულით მუშაობ და ბევრს შრომობ, ყველაფერი გიფასდება. არანაირი თანხები არ გეყოფა იმისთვის, ვინმეს თავი მოაწონო. თავის მოწონება მხოლოდ შრომით არის შესაძლებელი და საკუთარი ხაზით, რომელიც მხოლოდ შენია და არა სხვისი. ცხოვრებაში თავს არასდროს ვაკადრებ, რომ ჩემს კოლექციაში სხვა დიზაინერის რაღაც დეტალი გამოვიყენო, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სირცხვილია. 

– ძირითადად, რაზეა მოთხოვნა შენი კოლექციიდან?

– ძირითადად, საღამოს კაბებზე იყო მოთხოვნა, რადგან ნიუ-იორკში, მაიამიში და სხვა შტატებში ძალიან ბევრი მსახიობია, ასევე, მათი პროდიუსერები, მწერლები, მხატვრები და ბევრი ცნობილი ადამიანია დაინტერესებული ჩემი ექსკლუზიური მოდელებით. ძალიან მიხარია, რომ ბევრს მოსწონს ჩემი სამოსი, რომელსაც, რაც მთავარია, ბევრი ირგებს. ყველა, ვინც შეხედავს, ფიქრობს, რომ სპეციალურად მისთვისაა შექმნილი, რაც ძალიან დიდი კომპლიმენტია. თუმცა, რეალურად, ყველა კაბა ჩემზეა მორგებული, ანუ ყველაში საკუთარ თავს ვხედავ. 

– შენი შრომა ორმაგად დასაფასებელია იმ მხრივაც, რომ, როცა ახალ კოლექციას ქმნიდი ფეხმძიმედ იყავი და მესამე შვილს ელოდებოდი. 

– ორსულად ვიყავი, მაგრამ წამით არ მოვდუნებულვარ. ვაკეთებდი აქსესუარებს, ვქმნიდი ახალ მოდელებს. 7 თვის ორსული ვიყავი 5 დღით ლოს-ანჟელესში გავფრინდი და კოლექცია წავიღე. მიუხედავად იმისა, რომ 17-მდე დამხმარე მყავს, როგორც წესი, ჩემი კოლექციის დაუთოებას მაინც ვერავის ვანდობ. 7 თვის ფეხმძიმემ, აბსოლუტურად ყველა კაბა, სანამ გავფრინდებოდი, ჩავალაგე და რომ ჩავედით, 25-ივე კაბა მე დავაუთოე. ამერიკიდან რომ ჩამოვფრინდი, 4 დღეში, დღე-ნახევრით ლონდონში გავფრინდი. გეფიცები, იმ დაღლილობას ახლაც ვგრძნობ. როცა სრულყოფილი ადამიანი ხარ და იცი, რას ნიშნავს საქმისადმი დამოკიდებულება, არც ფეხმძიმობა შეგიშლის ხელს და არც სხვა რამ. არ მესმის, რომ ამბობენ, ორსულად არის და არ შეუძლიაო. რას ნიშნავს, არ შეუძლია! ფეხმძიმედ ვარ თუ არა, ყოველთვის მაქვს ჩემი მეუღლისთვის დილით – საუზმე, შუა დღეს – სადილი და საღამოს – ვახშამი. ყოველთვის მოწესრიგებული მაქვს სახლი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მაგარი გოგო ვარ, არამედ ყველა ქალს შეუძლია ეს და განსაკუთრებული არაფერია ამაში. 

– საქართველოში რატომ არ ჩანს ფატუნა ბუშიჰედი?

– ლოს-ანჟელესში რომ ვიყავი, ჩემი კაბები ბილბორდებზე, ჟურნალის ყდებზე იყო დაბეჭდილი. იქ შრომა გიფასდება, საქართველოში კი არა. ამიტომაც, აქ არასდროს არაფერს ვაკეთებ. გული მწყდება, რომ ჩვენ ერთმანეთის გატანა და დაფასება არ ვიცით. ძალიან ბევრი დრო გვჭირდება, რომ საქართველოში მოდა ჩამოყალიბდეს და ჩვენებებზე იმის გამო არ მიდიოდნენ, საკუთარი თავი რომ წარმოაჩინონ. ეს ბიზნესი უნდა იყოს, რისი წყალობითაც შემოსავალიც ექნებათ ახალი კოლექციის გასაკეთებლად. დღეს რა ხდება? აკეთებენ კოლექციებს და შემდეგ რა? მიაქვთ სახლში. რეალიზაცია უნდა მოხდეს, მარტო „ფეშენ-ვიქის“ ჩატარება არ არის საკმარისი. უცხოეთში სულ სხვაგვარად არის ყველაფერი. როცა ამერიკაში ჩვენებაზე მივდივარ არც ტრანსპორტირებაში ვიხდი ფულს, არც სასტუმროში, არც კვებაში. მათ ურჩევნიათ 35-40 ათასი დოლარი დახარჯონ ჩემზე და სამაგიეროდ გაცილებით მეტი თანხა გააკეთონ ამით. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, მათ იციან, ჩემით უფრო მეტ ფულს აკეთებენ. ბოლოს და ბოლოს ჩემი ერთი კაბა 18 000 დოლარად გაყიდეს. სტიმულს გაძლევს მათი შენდამი დამოკიდებულება, უზრუნველყოფილი ხარ ყველაფრით და თავს ნამდვილ ვარსკვლავად გრძნობ. 

– ყველაზე ძვირად რამდენად გაიყიდა შენი კაბა?

– ჩემი ერთ-ერთი საქორწინო კაბა 18 000 დოლარად გაიყიდა, ხოლო მთლიანი კოლექცია გალერიამ შეისყიდა. მართალია, 18 000 დოლარი მთლიანად ჩემი არ იყო, თუმცა როცა შენი მოდელი ამ ფასად იყიდება, ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ისინი ფულს ხარისხსა და ექსკლუზიურობაში იხდიან. მე კაბებს იმ ქალბატონებისთვის ვქმნი, ტელევიზიით რომ ჩანან, გამოდიან პოდიუმებზე და ასე შემდეგ. ანუ, ეს ყველასთვის არის. ყველასთვის ალბათ ის ხაზი იქნება, რომელიც პრეტაპორტულია. თუმცა, ისიც არ იქნება იაფიანი. მე არასდროს არ დავაგდებ ჩემი შრომის ფასს. იაფად გაყიდვას, მირჩევნია, საერთოდ არ გაიყიდოს. დიზაინერმა ხაზი ყოველთვის უნდა შეინარჩუნოს. ძალიან დიდი შრომაა, მაგრამ, როცა პრეტენზია გაქვს, მაღალი დონის დიზაინერი იყო, თავი არ უნდა დაზოგო. 

– მაისში კანში მიემგზავრები. რა ხდება იქ?

– 16-ში ჩემი ჩვენება იქნება, მერე კი კანის ფესტივალი იხსნება. ჩვენება ჩატარდება ლაზერულ სანაპიროზე, სადაც სერიოზული პოდიუმი მოეწყობა. ჩვენებას მე გავხსნი და დავხურავ. წარდგენილი ვიქნებით სამი დიზაინერი – ერთი საფრანგეთიდან, მეორე ამერიკიდან და მე. 

– ქელი (ფატუნას ქალიშვილი) შენი სიმბოლო გახდა.

– სხვათა შორის, ქელი უკვე სამჯერ გამოვიდა ლოს-ანჟელესში ჩემი კოლექციის ჩვენებაზე, ახლა კი ემზადება კანისთვის. ანდრიანას წაყვანაც მინდოდა, მაგრამ ჯერ, მაინც პატარაა იმისთვის, რომ პოდიუმზე გამოვიდეს. 

– ანდრიანა ჯერ მხოლოდ 2 თვისაა, რომელმაც მუცლადყოფნის პერიოდში შენთან ერთად, როგორც უკვე აღნიშნე, ბევრი იშრომა ახალ კოლექციაზე. 

– ჩემს პატარას, მგონი, უფრო სიკეთე ჰქვია, სახელი გადავარქვი და ანდრიანა დავარქვით. ძალიან კეთილი გოგოა და ოჯახის ყველა წევრს გვაგიჟებს. 

скачать dle 11.3