კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (53)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

სტანდარტების მოყვარული

ანუ, ვინ ენდობა „სკოტლანდ იარდს“

მას შემდეგ, რაც სამშობლოში დაბრუნდა, „რეალ ტივის“ შემოქმედი ბ-ნი დონაძე ჟურნალისტებს ჟურნალისტებზე ხვდება. შეხვედრის მიზეზი უცვლელია – მისი მონაწილეობის ხარისხი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში.

სულ ბოლოს დიდუბის რაიონის პოლიციის ყოფილ უფროსთან (ბ-ნ ფირცხალავასთან) დუეტში  საზოგადოებას აუწყა, რომ საპატრულო პოლიციიდან ის პატრულ-ინსპექტორი დაითხოვეს, რომელიც რობაქიძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა. მეტიც, გულდაწყვეტილია, რომ შესაბამის ორგანოებს ჯერაც არ დაუკითხავთ  პატრულის  ის თანამშრომლები, რომლებიც ბ-ნი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში მოჩანან (სხვათა შორის, კვლავაც უცნობია, ვინ გადასცა ეს ვიდეომასალა ბ-ნ ფირცხალავას).

ასეა თუ ისე, გურამ დონაძე საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად თვით ინგლისის საელჩოსაც კი აწუხებს, ვინაიდან, მხოლოდ „სკოტლანდ იარდის“ ექსპერტებს ენდობა. მომყავს ციტატა: „ვაპირებ, მივმართო ინგლისის საელჩოს. მათ ვთხოვო ასეთი რამ, ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ მასალას ჩაუტარდეს „სკოტლანდ იარდის“ მეშვეობით ექსპერტიზა. მე, შეიძლება, პირდაპირ ვთქვა, რომ საქართველოში უკვე იმდენი ექსპერტი და სპეციალისტი გამოჩნდა ამ მასალის, რომ არ ვენდობი და ყველა სათავისოდ ირგებს ამ ტრაგედიას (არ ენდობა და, მოკალი, თუ გინდა!).“

ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ინგლისის საელჩო და არც ის, მოცდება თუ არა „სკოტლანდ იარდი“ ამ კონკრეტული ვიდეომასალის ექსპერტიზაზე, თუმცა, ისიც სათქმელია, ამ ექსპერტიზის მომთხოვნები თავად თუ იქცეოდნენ „სკოტლანდ იარდის“ სტანდარტების შესაბამისად?! 

P. S. ლონდონის პოლიციის შეფი თანამდებობიდან გადადგა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გავრცელდა კადრი, რომელზეც პოლიციელი ანტიგლობალისტთა აქციის გაქცეულ მონაწილეს მისდევდა (მხოლოდ მისდევდა). ჩაითვალა, რომ, რაკი პროტესტანტი მირბოდა, პოლიციელის გაკიდება ამ უკანასკნელის მიერ უფლებამოსილების გადამეტება იყო.

скачать dle 11.3