კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უმალავდნენ ნინი გოგიჩაიშვილს ხეზე გაკრულ განცხადებებს და რა საკითხშია არაადეკვატური ნანუკა გოგიჩაიშვილი

ორივე ლამაზია, ენერგიული, ხალისიანი... მათ გვერდით კაცი ნამდვილად არ მოიწყენს. ერთმანეთს გარეგნობით არ ჰგვანან, თუმცა‚ ხასიათში ბევრი საერთო თვისება აქვთ. ისინი გოგიჩაიშვილების მხიარული, თბილი ოჯახის ყველაზე უმცროსი და ლამაზი წევრები – ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები არიან. 

ნანუკა: ნინი ძალიან ძლიერი ადამიანია, დამოუკიდებელი, მიზანდასახული, ბავშვობიდან ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს. ისეთი ხასიათი აქვს, რომ, მგონია‚ იურისტი უნდა იყოს. ისეთია‚ საკუთარ თავს ყველგან რომ გაიტანს. ბებიაჩემი ამბობდა: ხეზე რაც არის გაკრული (ანუ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადღაც ტარდება რამე ოლიმპიადა ან კონკურსი), ჩამოხსენით, რომ არ ნახოს, ხეები გადაუმალეთ ბავშვსო, რადგან ყველა კონკურსში იღებს მონაწილეობას. ჩვენ სახლში ვსხედვართ და, უცებ, ვიგებთ: ნინიმ გუშინ „ოსკარი“ აიღო. უი, მართლა? ახალი კაბა იმიტომ შეიკერა? სულ სწავლობს და თავის გზას თვითონ იკვალავს. ყველამ იცის‚ ჩვენი მშობლები როგორი დაკავებულები არიან და ეს ყველაფერს თავისით აკეთებს, ხან პირველ ადგილს იღებს, მიდის, მოდის... მშობლებისგან ვიცი, რომ ნინის ბავშვობაში ძალიან ვუყვარდი. ყოველთვის ჩემზე უფროსი მგონია, ყველა სიტუაციას სწორად უდგება და თავისზე უფროსს ისე დაარიგებს, რომ ის აუცილებლად მიიღებს. 

ნინი: მშობლები სულ დაკავებულები არიან. ყველანაირად გვიწყობენ ხელს, მაგრამ, ის, რომ ცნობილი სახეები არიან, ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია. ნანუკა‚ ასე თუ ისე‚ თავის საქმეში წარმატებულია და, რაც აქვს‚ ყველაფერი თავისით გააკეთა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მშობლების მადლიერი ვარ, რომ ასეთები გავიზარდეთ; რომ ვარდისფერი სათვალეებით არ ვუყურებთ არაფერს და ყველანაირი წინააღმდეგობისთვის მზად ვართ. 

ნანუკა: ნინი მთელი ცხოვრება სწავლა-განათლებაშია, თუმცა‚ გართობასაც ასწრებდა და, საერთოდ‚ ყველაფერს. როცა ინტერვიუში მასზე ვსაუბრობდი, ნინი ყველას ეგონა სათვალეებიანი გოგო, რომელიც თავს არ სწევს მაღლა, დღის შუქზე არ გამოდის, მზის ალერგია აქვს. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ არის ასეთი – შეუძლია‚ კაბაც ჩაიცვას, ღამითაც გაერთოს. უბრალოდ‚ არსად არ ჩანდა აქამდე, რადგან, ერჩივნა‚ ესწავლა, თავისი სამსახური ჰქონოდა.

ნინი: ადრეულ ასაკში დავიწყე სამი ენის სწავლა. როცა რაღაცის კეთებას ვიწყებ, მინდა, ბოლომდე სრულფასოვნად მივიყვანო. რადგან ენებს ვსწავლობდი, დაკავებული ვიყავი, სამოდელო სააგენტოებს ყურადღებას არ ვაქცევდი.

ნანუკა: არადა‚ ყველა სააგენტოსგან მქონდა შემოთავაზება: ნინი წამოიყვანეო, აქ მოიყვანეო, მაგრამ, უარს ამბობდა.

– ნინი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გერმანიაშიც ცხოვრობდი.

ნინი: გერმანიაში გავხდი 16 წლის. 4 თვე ვსწავლობდი კოლეჯში. მერე ჩამოვედი, გამოცდები ჩავაბარე და მოვხვდი იქ‚ სადაც მინდოდა, ანუ „ჯიპაში“ ვსწავლობ სოციოლოგიაზე. საერთოდ‚ ჩემს ცხოვრებაში რა ხდება, ოჯახში ამას ბოლო ეტაპზე იგებენ. მაგრამ‚ სად დავდივარ, ვინ არიან ჩემი მეგობრები – ამის შესახებ ყოველთვის საქმის კურსში არიან. უბრალოდ‚ როცა სერიოზულ გადაწყვეტილებას ვიღებ, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდები, რომ გამოვა, წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი.

ნანუკა: ამაში ვგავართ ერთმანეთს. ჩემი მეგობრები ამბობენ ხოლმე: ალბათ‚ ისე გათხოვდები, რომ სულ ბოლოს დარეკავ: ჩამოდით, დღეს გავთხოვდი და მივდივართო. 

– ნინი, შენც ასე აპირებ გათხოვებას?

ნინი: გათხოვებაზე ფიქრი ჩემთვის ჯერ ადრეა, წინ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. ვერ წარმომიდგენია‚ ამდენი წელი ერთ ადამიანთან როგორ უნდა ვიცხოვრო, მიუხედავად იმისა, რომ სახლში ამის კარგი მაგალითი მაქვს დედისა და მამის სახით. თან‚ მინდა, უცხოეთში ჩავაბარო მაგისტრატურაში.

ნანუკა: მე ჩემი თავი გასათხოვრად იმდენად პატარა მგონია, რომ, ვფიქრობ‚ ჯერ ნინი უნდა გათხოვდეს. ბებიისა და ბაბუის სიყვარულის ისტორია ყველას აქვს მოსმენილი, ისევე‚ როგორც დედისა და მამის. მაგრამ, რეალურად, მე ხომ უკეთ ვიცი ეს ყველაფერი: 24 საათის განმავლობაში ერთმანეთს რომ შესციცინებენ თვალებში, ერთი წამი არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე. რა თქმა უნდა‚ მეც იგივე მინდა, მაგრამ ასეთ საკითხებში იმდენად არაადეკვატური ვარ, შეიძლება‚ უცებ: ააა! – და გადავწყვიტო რაღაც.

– არასდროს გამიგია, ნანუკა გოგიჩაიშვილი შეყვარებულიაო.

– მინდა, ერთადერთი გამორჩეული ადამიანი იყოს და, როცა დავრწმუნდები, რომ ეს ადამიანი მიყვარს, მერე ყველგან ვიტყვი. 15 წლიდან ინტერვიუებს ვაძლევ და ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის იყვნენ ბიჭები, რომლებიც ძალიან კარგად მექცეოდნენ, ჩემ მიმართ გამოხატავდნენ გრძნობებს, მაგრამ‚ მინდა, იყოს ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ექნება განსაკუთრებული ყურადღება, სტატუსი, მასზე მოხდება აფიშირება... მიდებ-მოდებები არ შემიძლია. 

– ნანუკა, ნინიც ისეთივე მხიარული და ჟრიამულის მოყვარულია, როგორც თქვენი ოჯახის დანარჩენი წევრები?

ნინი: ძალიან კარგად ვეწყობით ერთმანეთს, ვაბალანსებთ და ყველგან კარგად ვერთობით. მაგრამ, როცა რაღაცას ვყვებით!.. – ღმერთო ჩემო... არავის არაფერი ესმის. შეიძლება, ძალიან დიდხანს ვილაპარაკოთ იმაზე‚ თუ როგორი გემრიელია ბამბის ნაყინი.

ნანუკა: თან‚ ხომ იცი, სხვის თვალში ეს როგორი საინტერესოა. იმდენად ჩართულები ვართ, გვეკითხებიან: რა, რამე მოხდა? სულ ვამბობ ხოლმე: ნინი, რომ გათხოვდება, მის ქმარს უნდა ერქვას მამუკა – ეს სახელი კარგად ეწყობა ნანუკას. 

ნინი: იცი, როგორი ეჭვიანია? ვინმე რომ დამირეკავს, მაშინვე მეკითხება: ვინ გირეკავს? ერთად რომ დავდივართ, ვინმე რაღაცას თუ იტყვის, ეს რომ გადმოდგება და მიცავს, ამაზე ძალიან ვხალისობ. 

ნანუკა: ნინის მიმართ ცოტა ეგოისტური მომენტები მაქვს. ვერ ვიტან, ვიღაც რომ ეპრანჭება‚ თან‚ ისე, რომ ვერ შეატყოს და ვითომ ემეგობრება. ჩემს ცხოვრებაშიც ზუსტად ასე ხდებოდა – ყველა ჩემი მეგობარი იყო. გავა ერთი-ორი წელი და მერე‚ უცბად‚ ყველა მისი მეგობარი ვარდებით ხელში დაადგება თავზე. 

ნინი: ნანუკა ჩემზე ბევრად ემოციურია, რეაქციებს არასდროს მალავს. ყველა ემოცია ეტყობა სახეზე. რაღაც თუ არ მოსწონს – მორჩა და, მერე მე ვარ სიტუაციის გამსწორებელი: არა, ხალხო, კარგ ხასიათზეა ნანუკა! 

– როგორი უნდა იყოს ბიჭი, თქვენ  რომ მოგეწონოთ? 

– მინდა‚ ბიჭებმა ცოტა იწვალონ, ამიტომ, ყველა კარტს არ გავხსნი, რადგან, ისე კარგად ვიცნობ ნანუკას, შემიძლია‚ მე ავურჩიო ვინმე. აუცილებლად უნდა იყოს განათლებული, ჩამოყალიბებული, ჭკვიანი, გაზრდილი, უაზროდ რომ არ იეჭვიანებს, პირიქით‚ დაგარიგებს; გარეგნობას დიდ ყურადღებას არ აქცევს და, ყველაზე მთავარი: ბიჭი ძალიან თავდაჯერებული უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ნანუკა წარმატებულია, ჯერ ის უნდა იყოს და მერე უნდა მოჰყვებოდეს ნანუკა. ნანუკას უყვარს სიურპრიზების გაკეთება, ოღონდ, ისე, რომ მისი ნაჩუქარი ერთი ფურცელიც კი, ძვირფას მანქანას უნდა გერჩივნოს. 

ნანუკა: ალბათ‚ ხასიათი უნდა ჰქონდეს სიურპრიზებით სავსე. მე არ ვმეორდები არც მეგობრებთან ურთიერთობაში და არც არავისთან, ყოველდღე სხვადასხვანაირი ვარ და, ალბათ, ბიჭისგანაც ამას ველი. 

ნინი: ერთია, როცა ადამიანს იცნობ და იცი, ამა თუ იმ საკითხზე როგორი რეაქცია აქვს, მაგრამ, მეორეა – როდესაც მისგან ყოველდღე ახალს ელოდები. ნანუკას სჭირდება თავისი ბიჭი-ვარიანტი.

ნანუკა: ნინის ყველაფერი უნდა ასპროცენტიანი. რა თქმა უნდა‚ ბიჭი განათლებული უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში – შეჭამს, რადგან, ვინც მას გაესაუბრება თუნდაც ორი წუთით, მიხვდება, რომ სხვასთან აქვს საქმე. გარეგნული ფაქტორიც ბევრს ნიშნავს მისთვის. შეიძლება‚ ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მომენტი: სად, როგორ ოჯახში იზრდება. მგონია, რომ ფეხბურთელი შეეფერება, თან‚ ისე უყვარს....

ნინი: ფეხბურთს რომ ვუყურებ‚ ჩვეულებრივი მამაკაცი ვხდები. ისე, როდესაც ბიჭებთან ურთიერთობას ეხება საქმე, ძირითადად, დამკვირვებლის როლი მაქვს, თუმცა‚ ჩემს აზრს არასდროს ვახვევ თავზე. მიმაჩნია, რომ ყველა საქციელს აქვს თავისი ახსნა, უბრალოდ‚ საქმე ისაა, მიიღებ ამას თუ არა. ნანუკა ისეთი ემოციურია, შეიძლება, უცებ გაბრაზდეს და, ამიტომაც‚ მე ბიჭების დამცველი გამოვდივარ. 

ნანუკა: ფილმივით ვიწყობ ხოლმე ცხოვრებას, ბუდესავით ვიკეთებ, რომ, რაც ჩემია‚ ჩემთან იყოს. მინდა‚ მართლა ერთადერთი ადამიანი იყოს, გამორჩეული. შეიძლება, ოჯახი არ შევქმნათ, მაგრამ, სერიოზულად იყოს საქმე. უკვე მინდა‚ ვინმემ მომაწონოს თავი. ჩელენტანოს ფილმებზე ვგიჟდები, მაგალითად‚ „ჭირვეულის მორჯულებაში“ როგორც არის – ყველა ქალი იხიბლება, როცა მამაკაცი თავის პოზიციებს იცავს და აზრს აფიქსირებს.

скачать dle 11.3