კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდნენ ვალერი მელაძე და თამარ გვერდწითელი დემოგრაფიული ფონდის სამეურვეო საბჭოში და რატომ ვერ უჩენს ოჯახს ბევრი შვილის ყოლის სურვილს კეთილდღეობა

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ჩვენი 15 წლამდე მოსახლეობის რაოდენობა 758 200-ია, მათგან ვაჟი 399 600-ია, გოგონა – 358 600. ფაქტობრივი მონაცემებით კი, 15 წლამდე მოზარდების რაოდენობა 739 200-ია, ვაჟი 384 900-ია, გოგონა – 354 300. შედარებისთვის, მაგალითად, 1970 წელს საქართველოში 15 წლამდე ასაკის მოსახლეობა თითქმის მილიონ-ნახევარი იყო: ვაჟი – 718 600, გოგონა – 692 300. კლება 1993 წლიდან დაიწყო, თუმცა, მაგალითად, 1994 წელს 15 წლამდე მოსახლეობის ოდენობა მილიონ 49 700-ს შეადგენდა, 1995 წელს – 995 100-ს. 2011-ში კი 15 წლამდე მოსახლეობის რეალური რაოდენობა 739 200 იყო. ეს ციფრებიც მოწმობს, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარება კატასტროფულია. ამიტომაც დემოგრაფიული ფონდი შეიქმნა, რომლის მიზანიც ამ ვითარების გამოსწორებაა. რა დემოგრაფიული პრობლემები აქვს ქვეყანას, როგორ შეიძლება მათი მოგვარება და რა როლის შესრულება მოუწევს დემოგრაფიულ ფონდს ამ პროცესში, – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძისგან შევეცდებით.    

– როგორ წარმოგიდგენიათ დემოგრაფიული ფონდის მუშაობა და თუ ეთანხმებით მის ძირითად კონცეფციას?

– როგორც დემოგრაფი, მივესალმები ყველა ახალ კონცეფციას. პატრიარქის მხარდაჭერის შედეგია ამ ფონდის დაფუძნება. ეს ჩვენ დიდი ხანია, გვინდოდა. იცით, რომ მანამდე დემოგრაფიული საზოგადოება არსებობდა, რომელიც საქართველოს მწერალთა კავშირის წიაღში წარმოიშვა და ძალიან ბევრი რამ გააკეთა. თუნდაც, ის, რომ „გმირი დედის“ წოდება შეიცვალა „ქართლის დედის“ წოდებით, თუმცა, რადგან არანაირი დებულება არ არსებობს, მკვდარი ნორმაა. ასევე, დავაწესეთ დედის დღეც, მაგრამ სულ სხვანაირ პროექტი იყო შეტანილი. დედის დღე უნდა ყოფილიყო გაზაფხულის პირველი უქმე დღე 6 მარტის ჩათვლით. ამ დღეს ყველა იმუშავებდა და შემოსული თანხა გადაირიცხებოდა დემოგრაფიულ ფონდში. ეს იყო კეთილშობილური იდეა, მაგრამ ძალიან არეული დრო იყო, აღარ გავართულეთ სიტუაცია და…

– დარჩა 3 მარტი ქეიფის დღედ?

– დიახ. ამის შემდეგ დაარსდა დემოგრაფიული საზოგადოება, ძირითადად, ენთუზიაზმზე ვმუშაობდით და მე არ მინდა, იგივე ბედი გაიზიაროს ამ დემოგრაფიულმა ფონდმაც.

– კერძო ფულით იქმნება ფონდი?

– დიახ, ეს არის კერძო ფონდი, რომელსაც გამოცდილი ბიზნესმენები და მოღვაწეები უდგანან სათავეში. როგორც პრეზენტაციებზე ამიხსნეს, ფონდის დამფუძნებლები არიან პარლამენტის წევრები, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები, მანანა კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, თამარ ჩიბურდანიძე და დემოგრაფი ანზორ თოთაძე. შეიქმნა სამეურვეო საბჭო, რომელშიც შედიან თამარ გვერდწითელი, ვალერი მელაძე, ლევან ვასაძე და ალბათ, აქაური ბიზნესმენებიც გაწევრიანდებიან.

– ფონდის მიზანი რა არის? მატერიალურად დაეხმარებიან მრავალშვილიან ოჯახებს?

– კონცეფცია ასეთია: მესამე ბავშვის გაჩენა ოჯახისთვის შემოსავლის შემცირების წყარო კი არ უნდა იყოს, არამედ –  გაზრდის. ამიტომ, როგორც ითქვა, 200 ლარს მისცემენ ყოველთვიურად მესამე ბავშვისთვის. ითქვა, რომ 16 წლამდე, თუმცა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის მიდგომა.

– მთელი ამხელა ფონდის მიზანია, რომ 200-200 ლარი გაიცეს მესამე შვილზე? 

– ალბათ, ასე იქნება. მიზანია, მომრავლდეს სამშვილიანი ოჯახები. ეს კეთილშობილური იდეაა, რადგან მესამე და მეტი ბავშვის წილი დაბადებულთა მთელ რაოდენობაში 33-35 პროცენტი უნდა იყოს, რომ გაფართოებული აღწარმოების დონე გვქონდეს. პატრიარქის ხელშეწყობით ეს მაჩვენებელი 10-დან 15-პროცენტამდე ავიდა და ჩვენ მარტივი აღწარმოების დონეს მივუახლოვდით. 5-10 პროცენტითაც რომ გავზარდოთ ეს მაჩვენებელი, საქართველოსთვის ძალიან დიდი პროგრესი იქნება, რომ დეპოპულაცია ავიცილოთ თავიდან. 

– გაეროს სავალალო პროგნოზი რომ ავიცილოთ თავიდან?

– გაეროზე სავალალო პროგნოზი ჩვენ გავაკეთეთ. გაეროს პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონს 2025 წელს ჩამოსცილდება, რადგან გაერო ანგარიშობს ოფიციალური მონაცემებით. ჩვენ კი ვანგარიშობთ ფაქტობრივი მოსახლეობით. დემოგრაფ გია წულაძის პროგნოზით, 2003 წელს აღინიშნა საქართველოში 3 მილიონ 995 ათასი ფაქტობრივი მოსახლე. ეს 700 ათასით ნაკლები იყო ოფიციალურ მონაცემებზე. ეს 700 000 იძლევა სხვაობას გაეროსა და ჩვენს მონაცემებს შორის და ჩვენი პროგნოზი უფრო ცუდ პერსპექტივას გვაჩვენებს, ვიდრე გაეროს პროგნოზი, მაგრამ ჩვენ არავინ გვიჯერებს, რადგან შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს.

– რამდენად ეფექტიანი იქნება ფულადი დახმარება? 

– ფონდს კეთილშობილური მიზნები აქვს. სიამოვნებით ვიმუშავებ, თუ დააფინანსებენ გამოკვლევებს, რომელთა საფუძველზეც დავასკვნით, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. თორემ კახეთის მაგალითზე ვნახეთ, რომ ნასეტყვარის ანაზღაურებისთვის მოიკლეს თავი, მომავალ წელს როგორ მოვიყვანოთ მოსავალიო და კომპენსაციის თანხით იყიდეს მანქანები.

მე მეშინია, არ დავუბრუნდეთ საბჭოთა ოჯახს, ანუ მომხმარებლურ ოჯახს. ჩვენ კურსი უნდა ავიღოთ მწარმოებლური ოჯახის რეაბილიტაციისკენ. რას ნიშნავს ეს? ოჯახი შემოსულ ფულს თავიდან ბოლომდე მოიხმარს და აღარ ფიქრობს არც მეორე და არც მესამე შვილზე. საერთოდ, მთელი რიგი გამოკვლევები, მაგალითად, ამერიკელი დემოგრაფის, კოულის გამოკვლევები ადასტურებს, რომ შემოსავლის ზრდა არ უწყობს ხელს შობადობის ამაღლებას, პირიქით, ზრდის ოჯახის პასუხისმგებლობას. ანუ ოჯახი ზრუნავს, მეტი განათლება მისცეს შვილს, ამიტომ მას ურჩევნია, ჰყავდეს ერთი ლომი, ვიდრე ხუთი კურდღელი. ამან, თავის დროზე, საქართველოში შემოიტანა ბავშვის დეფიციტი: ერთი შვილი ჰყავდათ, ბებიას ის დაჰყავდა ცურვაზე, მამას –  ინგლისურზე, დედას –  რუსულზე და ასე შემდეგ. უნდოდათ, რომ ბავშვი ყოველმხრივ განვითარებული ყოფილიყო. ეს პროცესი ძალიან ასინქრონულად მიდიოდა და ბავშვი არაფერს სწავლობდა. ამდენად, ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ. ამიტომ აქ თავისი სიტყვა სახელმწიფოსაც ეკუთვნის, თუმცა ეს ფონდი არ არის სახელმწიფო.

– დემოგრაფიული თვალსაზრისით, რა პრობლემები გვაქვს საქართველოში?  

– ჩვენ საქართველოში ორი პრობლემა გვაქვს: ერთი, შობადობის ძალიან დაბალი დონე და დეპოპულაცია საქართველოს ყველა რაიონში, სამხრეთ საქართველოს გარდა, მაგრამ სამხრეთ საქართველოში, ქვემო ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში, აჭარის გარდა, მაღალია ჩვილთა მოკვდაობა დედათა მოკვდაობის თანდართვით. ფონდმა, მე თუ მკითხავთ, ამ კუთხითაც უნდა იმუშაოს და ჩვილთა მოკვდაობა შეამციროს აზერბაიჯანულ და სომხურ ოჯახებში. 

– უფასო მშობიარობის სახელმწიფო პროგრამა ამ პრობლემას მოაგვარებს?

– ალბათ. კურსი უნდა ავიღოთ დეპოპულაციის მქონე რაიონებისკენ, განსაკუთრებით, ყურადღება მისაქცევია მთიანი რაიონები. ამ თემაზე დისერტაცია 1982 წელს დავიცავი, რაც მაშინ ვთქვი, ის ღონისძიებები არ გატარებულა და დღესაც იგივეა გასაკეთებელი. როგორც გითხარით, ხელი უნდა შევუწყოთ მწარმოებლური ოჯახის შექმნას. როდესაც ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ტურისტს მომსახურება ხომ უნდა?! ჩემი აზრით, სამშვილიან ოჯახს უნდა დავეხმაროთ სახლის სასტუმროს მოწყობაში, მეღორეობის, მეცხოველეობის განვითარებაში. იქვე გადამამუშავებელი მრეწველობის დარგებია განსავითარებელი, ანუ კერძო მეურნეობების განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი.

– რომ თვითონ იშოვოს ის 200 თუ მეტი ლარი?

– დიახ, თორემ სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ჰომოსოვეტიკუს ოჯახებს, რომლებიც ხელგაშვერილები იყვნენ და სახელმწიფოსგან იღებდნენ დახმარებას. ეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჩვენ კი მწარმოებლური ოჯახები უნდა შევქმნათ, რომ ოჯახი ეკონომიკურად გაძლიერდეს. თუ ბავშვების მოთხოვნილება არ აქვს ოჯახს, მესამე შვილს არ იყოლიებს. ამ კუთხით, სამუშაო უნდა ჩაატარონ სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის, სკოლებში. არ მიწყენს ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანი, თუ ბილბორდებიდან მის სურათს ჩამოვხსნით და პატრიარქის სურათს გავაკრავთ, როდესაც ჩვილს ნათლავენ. გინახავთ ბილბორდზე პატრიარქის სურათი, როდესაც ბავშვს ნათლავს?! ანუ წინა მთავრობის პოლიტიკა არ იყო დემოგრაფია. ბევრმა არც იცის რეგიონებში, რომ პატრიარქი ნათლავს მესამე და შემდეგ ბავშვებს. როდესაც ჩვენ, დემოგრაფები შევხვდით პატრიარქს, გამოსვლისას ვუთხარი პატრიარქს, ერთადერთი პიროვნება, ვის მოწოდებასაც გაჰყვება ერი, თქვენ ბრძანდებით და კიდევ ერთი მძიმე ჯვარი უნდა აიღოთ, თქვენ უნდა მოუწოდოთ მესამე ბავშვის ყოლისკენ. ჩემდა გასაოცრად პატრიარქმა თქვა, მე მოვნათლავ მესამე და მეოთხე ბავშვებს. იმის თქმა მინდა, რომ მივაწოდეთ პრობლემა და მოინახა გამოსავალი. დღეს მესამე ბავშვის პრობლემა გვაქვს, მაგრამ მალე მეორე ბავშვი გაგვიხდება პრობლემა, თუ შობადობის სტრუქტურას გადავხედავთ. შესაბამისად, ჩემი აზრით, დემოგრაფიულმა ფონდმა უნდა იმუშაოს პირველი და მეორე შვილის სტიმულირებაზე და მწარმოებლური ოჯახისკენ უნდა აიღოს კურსი.

– კახეთის გამოცდილების გათვალისწინებით, ხომ არ აჯობებდა, რომ ფულის ნაცვლად პამპერსებზე, ბავშვის საკვებზე გადანაწილებულიყო ეს თანხა?

– 2000 თუ 2001 წელს თბილისის საკრებულოში შევიტანე პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ნოემბრიდან აპრილამდე ჩვილბავშვიანი ოჯახებისთვის 30-30 ლარის დარიგებას პამპერსებისთვის, რადგან სწორედ იმ პერიოდში იყო ყველაზე მაღალი ჩვილთა მოკვდაობა. მთელი დღის ნამუშევარი დედა ღამით ვეღარ იღვიძებდა, ბავშვს ვერ უცვლიდა და ის ავად ხდებოდა, ამიტომ ჩვილთა სიკვდილიანობა მაღალი იყო. ლადო კახაძე გახლდათ მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე, მაგრამ ეს პროექტი არ დაამტკიცეს. იმიტომ რომ არ იყო პოლიტიკური ნება. ახლა, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება გამოჩნდა.

– ჩვენ ვისაუბრეთ სოფლად მცხოვრები ოჯახების დემოგრაფიული მხარდაჭერის მიმართულებებზე, ქალაქებში?

– აქ ყველაზე დიდი პრობლემაა უბინაობა. ვერ ქორწინდებიან, რადგან არ აქვთ საბინაო პირობები. მესმის, რომ ბინათმშენებლობა კერძო ბიზნესია, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია, გამოუყოს მიწის ნაკვეთი ფონდს, ფონდმა კი ხელშეკრულება გააფორმოს სამშენებლო კომპანიასთან. თითო აშენებული სახლიდან ორი-ორი ბინა რომ გამოყონ ახალგაზრდა ოჯახებისთვის, ამ პრობლემას თანდათან მოაგვარებდა. იმის თქმა მინდა, რომ დემოგარფიულ ფონდს მხარი უნდა აუბან მშენებლებმა, კერძო სტრუქტურებმა. არის კიდევ ერთი საკითხი: გარეუბნებში არის ავტოფარეხები, ზოგი 20-50 კვადრატული მეტრი. მისი მდგრადობა უნდა შეისწავლონ სპეციალისტებმა და დართონ ნება დასაქორწინებელ წყვილებს, იმ ავტოფარეხზე დააშენონ, ან ავტოფარეხის ადგილას აიშენონ სახლი. იცით, რომ ბენდუქიძე დიდი დიღმის ბოლოს აშენებს ეგრეთ წოდებულ სტუდენტურ კამპუსებს, 16 კვადრატულ მეტრია პირველი სართული, იმდენივე –  მეორე. არის 64 კვადრატულმეტრიანებიც. თუ მან მოიფიქრა და შენ, ქალაქის მერიამ დაუმტკიცე, სხვა ოჯახებსაც მიეცი ამის საშუალება?! თუ, მაინცდამაინც, ბენდუქიძეს უნდა გადაუხადონ 26 000 დოლარი, რომ ისეთი კამპუსი აუშენოს?! აი, ამ საკითხსაც დავაყენებ დემოგრაფიული ფონდის წინაშე.

ჩვენ ვდგავართ სიღატაკის პრობლემის წინაშე. გასული საუკუნის 90-იან წლებში ოჯახმა მეტ-ნაკლებად დაძლია ეს სიღარიბე, ანუ მიდის ოჯახის ტრანსფორმაციაც. ესეც შესასწავლია. იმით არ მოგვარდება პრობლემა, რომ მესამე ბავშვზე 200 ლარს მივცემ და ამიტომ იყოლიებს. იქნებ ის ბავშვი, როდესაც გაიზრდება, ქურდი გამოვიდეს და არ გამოადგეს ქვეყანას? ანუ მთელ ამ პროცესს თავიდან ბოლომდე სჭირდება სახელმწიფოს ყურადღება. უნდა განვსაზღვროთ მცირეშვილიანი, საშუალოშვილიანი და მრავალშვილიანი ოჯახები. მრავალშვილიანი ოჯახისკენ კურსის აღება დიდი შეცდომა იქნება, იმიტომ რომ ძალიან რთულია, უმჯობესია, საშუალოშვილიან ოჯახებზე ვიმუშაოთ.

 სწორი სტრატეგია აქვს ფონდს, რომ კურსი აიღო იმ რაიონებზე, სადაც დეპოპულაციაა, შობადობა აღემატება მოკვდაობას. მაგალითად, რაჭაში დემოგრაფიული დაბერება 30 პროცენტამდეა ასული. სამხრეთ საქართველოში კი უნდა შევამციროთ ჩვილთა მოკვდაობა.

– ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მგონია მარტოხელა დედების პრობლემა. თუ არავინ მოიყვანა ცოლად, რა ქნას ქალმა? ხომ შეიძლება, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულად დაეხმაროს მარტოხელა დედებს, თუნდაც, დემოგრაფიული მოტივით?  

– ეს რთული თემაა და ადამიანის უფლებებს ეხება. ჯერ ერთი, უნდა განისაზღვროს ქვეყანაში დედის სტატუსი, შესაბამისად,  მარტოხელა დედის სტატუსი. ჩვენთან განქორწინებულსაც მარტოხელა დედას უწოდებენ, არადა, ეს ასე არ არის. ასევე, ჯვრისწერა უნდა გაუთანაბრდეს სამოქალაქო ქორწინებას. მაგალითად, 2006 წელს ბავშვების 53 პროცენტი ქორწინების გარეშე იყო დაბადებული. თუმცა ამდენი მარტოხელა დედა არ გვყოლია, უბრალოდ ჯვარი ჰქონდათ მხოლოდ მშობლებს დაწერილი, თორემ მარტოხელა დედების რაოდენობა 5-7 პროცენტამდე იყო. ჩვენთან არსებობს ქალთა გათხოვების პრობლემა. ეს ქალის ემანსიპაციამ მოიტანა: ქალი უცხოეთში იღებს განათლებას, ჩამოდის, იწყობს კარიერას, აქვს კარგი სამსახური, ბინა, მანქანა, შემდეგ ახსენდება ქმარი, გადის საქორწინო ბაზარზე, მაგრამ ისეთი ქმარი, როგორიც მოსწონს, აღარ არის. შემდეგ ან ვიღაცის ოჯახის დანგრევის ხარჯზე ქმნის ოჯახს, ან ვერ ქმნის. ეს უკვე მორალური საკითხია. ჩავატარეთ გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 67 პროცენტი ამართლებს, რომ ქალმა, რომელიც 35 წლისაა და ვერ გათხოვდა, იყოლიოს შვილი, მაგრამ ამას ეკლესია გმობს.

მეორე მხრივ, მრავალცოლიანობა საქართველოში ბოლო დრომდე იყო, როდესაც კაცს არ ჰყავდა ვაჟი, მახშვის თანხმობით მოჰყავდა მეორე ცოლი. ამასთან, ჩვენ ძალიან ბევრი გასათხოვარი გვყავს მთიან რაიონებში, იქ ტრადიციებს უფრო მისდევენ და შეიძლება, თავში ჩაგარტყას ქალმა, რომ უთხრა, ქორწინების გარეშე გააჩინე შვილიო. თუმცა, თუ ვინმემ გადაწყვიტა, გახდეს მარტოხელა დედა, სახელმწიფომ მას ხელი უნდა შეუწყოს.

скачать dle 11.3