კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტრაგედია „გმირით“

ანუ, „ყველაფერი იყიდება“

ისე მოხდა, რომ გასული კვირის გმირი (ბუნებრივია, „გმირი“ – პირობითად, შესაძლოა, იმ კონტექსტშიც, უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო) ბ-ნი ბენდუქიძე იყო (ეჭვი მაქვს, არც ამ კვირას დათმობს პირველობას), რომელიც შეწუხებულია მისი, როგორც ახალი საქართველოს განმანათლებლის, შევიწროებით. კერძოდ, საქმე ეხება აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეწყვეტას, ოღონდ, იმ დრომდე, სანამ უმაღლესი სასწავლებელი შემოწმების შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს გამოასწორებს.

მეორე მხრივ, ბ-ნი ბენდუქიძის, რომელსაც არაერთი მაღალ-მაღალი თანამდებობა აქვს მოვლილი, ანგარიშზეა „საქართველოს შრომის კოდექსი“, რომლის ძალითაც ჩვენ, ვისაც გაგვიმართლა და დასაქმებულები ვბრძანდებით, ზუსტად ისეთივე უფლებები გვაქვს, როგორიც მონებს ჰქონდათ შუა საუკუნეებში (ბ-ნი ბენდუქიძის სხვა ნოვაციებზე აღარ შევჩერდები, არც იმაზე, ყველაფერი რომ იყიდება).

ერთი სიტყვით, განათლების სამინისტროსა და კახა ბენდუქიძის გუნდის დაპირისპირება გრძელდება: უკან არც ერთი მხარე არ იხევს (მიუხედავად ასინქრონული წონითი კატეგორიებისა). ამ საქმეში თვით პოეტი ყუბანეიშვილიც ჩაერთო, რამეთუ, დარწმუნებულია, რომ იქ, ზემოთ, „კახა ბენდუქიძე ვერ აიტანეს“. სხვათა შორის, მეტად საინტერესო მოტივსაც ასახელებს: „იმიტომ ვერ იტანენ, რომ პერსონაჟია, ვაკეში დაიბადა, პროფესორის შვილია, „მაიკაშიც“ უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მარგველაშვილი კოსტუმში (ბუნებრივია, ეს უკვე გემოვნების საქმეა, მაგრამ, რას გაუგებ პოეტი კაცის ფანტაზიას?!).“

თავის მხრივ, ბ-ნმა ბენდუქიძემ ბ-ნი მარგველაშვილი სატელევიზიო დებატებში გამოიწვია, ოღონდ, ამ უკანასკნელმა შეთავაზებაზე წიხლი უკრა და სავსებით (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის) ობიექტური მიზეზით: ყველამ ვიცით, რომ ნომერ პირველ განმანათლებელ-რეფორმატორად წარმოჩენილი ბ-ნი ბენდუქიძე ბილწსიტყვაობის დიდი მოტრფიალეა და უაპელაციოდ აყენებს თანამოსაუბრეებს შეურაცხყოფას.

ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა, თუკი ბ-ნი ბენდუქიძე სარკის წინ დაჯდებოდა და ორეულს გემრიელად (ჩვეულ სტილში) შეაგინებდა: მშვენიერი დებატი გამოუვიდოდა!

ამასობაში კი სოციუმთან ურთიერთობასაც ისწავლიდა და, თუ ვერ ისწავლიდა, სარკეში მაინც ჩაიხედავდა.

скачать dle 11.3