კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაფრისმხედველები

ანუ „უკუღმაა, მარა მასეა“

თუმცა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 35 პროცენტს აქვს ინტერნეტთან წვდომა (თანაც, მათგან ყველა ვერ ახერხებს, მაშინ მისწვდეს ინტერნეტს, როცა მოესურვება), ამ ბოლო დროს პრეზიდენტი მოსახლეობასთან კომუნიკაციის დასამყარებლად სოციალურ ქსელს ერთობ ხშირად იყენებს. ასე მოხდა გასულ კვირასაც, როდესაც ბ-ნმა სააკაშვილმა ახალი მთავრობის მიერ პირად ცხოვრებაში ჩარევის ფაქტები, სწორედაც რომ, „ფეისბუქის“ მეშვეობით დაგმო.

რაოდენ საოცარიც უნდა იყოს („საოცარიც“ – თვალთვალ-მოსმენას შეჩვეული საქართველოს მოქალაქისთვის), პირველმა პირმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სამართლებრივ საფუძვლებზეც ისაუბრა (ვითომ, აქამდე არ ახსოვდა?!). კერძოდ, ბრძანა: „ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა, კონსტიტუციით აღიარებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, პირადი პრობლემებით შანტაჟი და სპეკულირება 1990-იანი წლების დასაწყისის ყაჩაღური, რუსული, ოლიგარქიული, კაპიტალიზმის მეთოდებს უფრო ჰგავს და არა 21-ე საუკუნის დემოკრატიული, ევროპული მთავრობის მოქმედებას (გამოდის, რომ, ბოლო 9 წელია, 90-იან წლებში ვყოფილვართ?!)“.

ხოლო, რაკი პრეზიდენტი შიშობს, რომ „ეს საქციელი (პირად ცხოვრებაში ჩარევა) უკვე ახალი მთავრობის მოქმედების ტენდენციად იქცა“, სასტიკად გმობს ამ ფაქტს. მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობას „თავკონტროლის გაწევისკენ მოუწოდებს“ (მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს ჩემ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებო).

ამის პარალელურად, IRI-მა თებერვალში 1 500 რესპონდენტი გამოკითხა და აღმოჩნდა, რომ მათი 30 პროცენტი ყოფილი ხელისუფლების ყველა წევრის დაპატიმრების მომხრეა, 51 პროცენტი ზოგიერთის დაჭერაზეც თანახმაა, 12 პროცენტი ამ საქმეს ეწინააღმდეგება, ხოლო 7-მა არც კი იცის, რას ელის.

თუ გავიხსენებთ, რომ ამავე IRI-ს მიერ არჩევნებამდე ჩატარებულ კვლევებში ყოფილი ხელისუფლების მხარდაჭერა ჭარბობდა, ზედაც დავამატებთ, რომ იმ კვლევებში რესპონდენტთა თითქმის მეოთხედი საკუთარ პასუხს არ ამხელდა (შიში ოხერია!), სავარაუდოდ, პრეზიდენტი ამაოდ შიშობს: ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტად, ვიდრე ყოფილები, პირად ცხოვრებაში ჩარევას ვეღარავინ შეძლებს (თუ მთლად ჰებელსი არ გაცოცხლდება ან ჩვენებური სოსელო). 

скачать dle 11.3