კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლეიბორისტული რჩევები

ანუ, გასაძღობები

მართალია, პარტიის ნაღებმა მისი რიგები დატოვა, მაგრამ, ამის მიუხედავადაც, ლეიბორისტები აქტიურ ღვწას (ჩვეულებისამებრ და ძირითადად – ენაკვიმატობის მიმართულებით) კვლავაც არ წყვეტენ (ან კი რად უნდა შეწყვიტონ?!).

რაკი არ წყვეტენ, პარტიის პოლიტიკურ მდივან ბ-ნ გუგავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ოცნება საკუთარ მთავრობას აუსრულა. 

მომყავს ციტატა ძირძველი ლეიბორისტის გამოსვლიდან: „მინისტრებსა და ბიუროკრატიას პრემიები ხელფასის სახით ოფიციალურად დაუკანონა, რის შედეგადაც გაღატაკებული ქვეყნის მინისტრის ხელფასი, წლიურად 82 000 ლარს შეადგენს.“

თემა აქტუალურია, შენიშვნა – მისაღები, ოღონდ, კონტექსტიც გასათვალისწინებელი. მოგეხსენებათ, წინა მოწვევის პარლამენტს ლეიბორისტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა, ხელფასებსაც იღებდნენ, ზედაც – პრემიებსაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ზემოხსენებული ბ-ნი გუგავა – ბინის ქირის ფულსაც (პარლამენტის წევრს ეს უფლება კანონით აქვს).

როგორც უნდა იყოს, ბ-ნი გუგავა პრემიერ-მინისტრს არც რჩევას ამადლის (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „როგორც საკუთარი თანხებით აფინანსებდა სააკაშვილის ხელისუფლებას ვარდების რევოლუციის შემდეგ, დღესაც საკუთარ უსაქმურ მინისტრებს ფული საკუთარი ჯიბიდან გადაუხადოს, ხოლო საბიუჯეტო სახსრები გაჭირვებულ მოსახლეობას მოახმაროს.“

თუ გავიხსენებთ, რომ, როცა თავადაც იღებდნენ ქართველი ლეიბორისტები ჩინოვნიკ-პოლიტიკოსთა მაღალ-მაღალ ხელფასებსა და პრემიებს და ამას არ აპროტესტებდნენ (ყოველ შემთხვევაში, დედის რძესავით ირგებდნენ), იბადება რიტორიკული ეჭვი: რეალური მოტივია „ვერ გავძეხი“ თუ, მაინც, „გაჭირვებული მოსახლეობა“?! 

скачать dle 11.3