კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დახუთულ-დაწყვილებული

„ნაბიჯი – წინ, ორი ნაბიჯი – უკან“

რამდენიმე წლის წინათ თბილისის ათი რაიონი დახუთდა (დაწყვილდა), ანუ – გამსხვილდა, იმ მოტივით, რომ მართვაც გამარტივდებოდა და თანხაც ნაკლები დაიხარჯებოდა ადმინისტრაციული აპარატის შენახვაზე. ყოველ შემთხვევაში, ასე ახსნა იმჟამინდელი დაწყვილება თბილისის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ.

მართალია, დღესაც იგივე ხელმძღვანელობა ჰყავს თბილისს (თბილისისი მერიის სახით), მაგრამ, ეს ხუთი ისევ უნდა გაათდეს (სავარაუდოდ, ოკუპანტის პრინციპით: „სან ტანცუეტ, სამ პოიოტ“ ან, სულაც, სოციალისტურ-კომუნისტურით: ჩვენ ვქმნით პრობლემებს, რომ შემდეგ წარმატებით დავძლიოთ ისინი).

ასე, მაგალითად, გასულ კვირას დედაქალქის თავკაცმა, ბ-ნმა უგულავამ, დაათვალიერა რა ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები, ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ რაიონის ახალი გამგებელიც (თორნიკე ხუციშვილი) წარუდგინა. 

სამგორის რაიონისგან ისნის დაშორება შემდეგნაირად ახსნა: „ისნის რაიონს სხვა სპეციფიკა აქვს. მასში შედის როგორც კერძო, ისე კორპუსული ტიპის დასახლებებიც (განსხვავებული სპეციფიკაა, ქვას გახეთქავს!)“.

ერთი სიტყვით,  ბ-ნი უგულავა იმედოვნებს, რომ ეს დაშორება მოსახლეობას პრობლემების ეფექტიან მოგვარებაში დაეხმარება და, ბუნებრივია, ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, მართლაც დაეხმარება თუ არა. არ გვაქვს, რადგან, რამდენიმე წლის წინათ ათის დახუთებაშიც ამ მოტივით გვარწმუნებდნენ.

ხოლო, თუ მოვლენათა ლოგიკას გადავხედავთ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვგულისხმობ დედაქალაქის მესვეურთა ლოგიკას), არც ის არის გამორიცხული, ხანი გამოხდეს და ათი ისევ ხუთად იქცეს (თუ, რა თქმა უნდა, დედაქალაქის ამ კონკრეტულ მესვეურებს სკამი ქვემოდან არ გაუძვრათ), ანუ, ვმოძრაობთ (ჩვენ რა, თბილისის ხელმძღვანელობაა ამოძრავებული) ლენინის უკვდავი მოწოდებით: „ნაბიჯი – წინ, ორი ნაბიჯი – უკან“!

скачать dle 11.3