კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

ტრასაზე მანქანა მოდის. გადასახვევიდან მეორე  მანქანა გამოვარდა და შუა გზაზე გაიჩხირა. იქიდან ტიპები გადმოხტნენ და მძღოლს ეუბნებიან:

– აბა‚ ჩქარა‚ გადმოდი‚ მანქანა ჩვენია! ფული რაც გაქვს – ისიც ჩვენია... ძვირფასეულობა...

– თქვენ ვინ ხართ?

– სპორტსმენები‚ – კუნთებზე დაიხედეს ტიპებმა.

– ჰოდა! – დააძრო ტიპმა პისტოლეტი.

– აბა‚ სპორტსმენებო‚ სტარტზე! ყურადღება!..

***

მეტეორიტის მცხოვრებნი შეშინებული აკვირდებოდნენ ჩელიაბინსკის მცხოვრებლებს...

***

ვაფასებ კატებს... წავიყვანე კატა ქალაქგარეთ‚ ნაგავსაყრელზე ამ ზამთარში და დავტოვე იქ ყოველგვარი საარსებო პირობების გარეშე. ის სახლში დაბრუნდა... არც უყვირია‚ არც დამმუქრებია‚ პოლიციაშიც არ შეუტანია საჩივარი... ჩემი სიდედრივით კი არ არის.

***

– გოგონი‚ მე შემიძლია‚ გასწავლო სიყვარულის ხელოვნება...

– და რამდენი დროის დახარჯვას აპირებთ ჩემს განათლებაზე?!

***

იმისთვის‚ რომ მამაკაცებმა არ დაინახონ თქვენი სახე‚ არ არის აუცილებელი, ჩადრი დაიხუროთ‚ მინიკაბა გაცილებით ეფექტურია.

***

გადავწყვიტე‚ დიეტაზე დავჯდე. მირჩიეს‚ ხშირად ვჭამო და ცოტ-ცოტა... პირველ პუნქტს უკვე ვასრულებ.

***

– ამდენ ხანს სად ხარ? ყველა შენ გელოდებით...

– ა‚ უკვე მოვედი‚ მალე შემოვალ...

– კი მაგრამ‚ სახლის ტელეფონზე გირეკავ?

***

წვანან პალატაში სამი მამაკაცი‚ ორი – ინფარქტით‚ ერთი – ინსულტით. გაიცნეს ერთმანეთი‚ დაინტერესდნენ – თითოეული როგორ მოხვდა საავადმყოფოში.

– მე მცირე ბიზნესი მქონდა... საგადასახადო შემოვიდა და...

– მე სახელმწიფო დაწესებულებაში ვმუშაობდი და საფინანსო შემომივიდა...

– მე მესაფლავედ ვმუშაობდი...

– მერე?!

– ერთ დღესაც ვხედავ‚ მოაქვთ შავი კუბო‚ „ლაკირებული“‚ ასვენია შიგ მიცვალებული უცხოური ოტ კუტიურიეს შავ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი‚ ჰალსტუხიანი‚ ყველა თითზე მსხვილი ოქროებით‚ კისერზეც... მაგარი საათი... კუბოს მისნაირები მოჰყვებიან. დავასაფლავეთ... ჩამყვა გულში – ერთი დღე ვიფიქრე‚ ორი‚ მესამე დღეს ვეღარ მოვითმინე‚ შუაღამისას მივედი და ამოვთხარე. ავხადე კუბოს თავი და იქიდან მიცვალებული ღიმილით მეუბნება:

– საკონტროლო დამარხვა!

***

– მიხო‚ შენი კლეჩატი საროჩკა მიტუას მივეცი...

– რათა‚ დაბადების დღე ჰქონდა?

– არა‚ კაცო... ხო თქვი‚ არ მამწონსო და...

– მე დედაშენიც არ მამწონს‚ მიდი და მიეცი.

***

მიდის სასამართლო პროცესი. ეკითხებიან ქირურგს‚ რომელმაც დამლაგებელი გააუპატიურა:

– როგორ იკადრეთ‚ ასეთმა პატივსაცემმა პიროვნებამ?

– რა ვიცი... მივდიოდი საწყლად‚ მძიმე ავადმყოფი მყავდა‚ სამი დღე-ღამე გადაბმულად მომიწია ღამისთევა. ხელები სისხლში მქონდა‚ დავინახე წაკუზული... ვეღარ მოვითმინე და... თან‚ წინააღმდეგობაც არ გაუწევია.

– ქალბატონო‚ ახლა თქვენ გვიამბეთ, რა მოხდა...

– მე დავალაგე პირველი სართული‚ მოვწმინდე იატაკი... მერე მეორე სართული... მესამეზე ამოვედი‚ ვწმენდ იატაკს‚ დავიხარე‚ ტილო უნდა გავწურო და ამ დროს უკნიდან ისე...

– ვერ გაიქეცით?

– როგორ‚ მოწმენდილზე?

***

– ბავშვებო‚ არ დაგავიწყდეთ მშობლების გაფრთხილება‚ რომ ამ კვირაში ფული გაქვთ მოსატანი...

– ისევ 5 ლარი?

– თქვენ მშობლებს 5 უთხარით‚ მე სამი მომიტანეთ... მშობლები თუ იკითხავენ‚ არ გაგყიდით‚ 5-ს ვეტყვი.

***

ცოლი: საძინებელში ხომ არ შევსულიყავით?

ქმარი: არა.

ცოლი: გშია?

ქმარი: კი.

ცოლი: მერე‚ კავშირს მათ შორის ვერ ამჩნევ?

***

– მამი‚ დღეს დირექტორთან შემიყვანეს და იცი‚ რა მკითხა? დედისერთა ხარო?

– კი‚ დედისერთა ხარ. მერე რა?

– მადლობა ღმერთსო.

***

აფთიაქში ახალგაზრდა შევიდა‚ დგას და ფიქრობს. 

– ხომ არ დაგეხმაროთ‚ – ღიმილით მიმართა აფთიაქარმა‚ – რომელი პრეზერვატივი გნებავთ?

– არა‚ უკვე გვიანაა‚ პამპერსი 3 თვემდე.

***

სადარბაზოს წინ‚ გრძელ სკამზე ორი ბებო ზის.

– მაყვალ‚ გახსოვს‚ ქალო‚ რა გოგოები ვიყავით‚ განსაკუთრებით – მე...

– და ახლა‚ რა ბებრები ვართ‚ საშინლები... განსაკუთრებით – შენა.

***

მდიდარი მამის შვილმა გადაწყვიტა‚ რომ უკვე დიდია და უნდა დაქორწინდეს... სხვათა შორის‚ აქციონერთა შეკრებაზე შეარჩია ლამაზი გოგონა‚ გაიცნო და აუხსნა კიდეც‚ რომ ისინი ერთმანეთს ძალიან შეეფერებიან‚ უთხრა, რომ ის უბრალო ადამიანი არ არის‚ რომ მომავალში 65 მილიონი დოლარის მფლობელი იქნება. გოგონა დაინტერესდა და სავიზიტო ბარათიც გამოართვა.

ორი თვის შემდეგ კი მისი დედინაცვალი გახდა.

ფინანსურ დაგეგმარებაში ქალები უკეთ ერკვევიან.

***

მიხომ შეამჩნია‚ რომ გოგოს მუცელი მოუმრგვალდა და მის შეყვარებულს‚ ზაქრუას ეუბნება:

– ჰა‚ ბოლოს და ბოლოს გამაგებინე‚ ირთამ ჩემ მაყვალას ცოლად თუ არა?

– გამოდის‚ რომ არჩევანიცა მქონია.

скачать dle 11.3