კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* იაჰვე, თავდაპირველად, უდაბნოს სულად ან დემონად ითვლებოდა. მოგვიანებით კი, ომის ღმერთი გახდა და ლომისა და ხარის სახით გამოისახებოდა.

* არქიტექტორი ბერძნულად მთავარ მშენებელს ნიშნავს.

* ძვირფასი ქვებიდან მეზღვაურთა თილისმად აკვამარინი ითვლებოდა.

* ჯონ ლენონი სამხატვრო კოლეჯში სწავლობდა, თუმცა არ დაუმთავრებია. რინგო სთარს კი სრული სასკოლო განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული.

* „ფრთიანი სიტყვა“ – პირველად ეს ტერმინი ჰომეროსმა გამოიყენა მწყობრი, მჭევრმეტყველური ლაპარაკის გამოსახატავად. 1874 წელს კი ეს გამოთქმა გეორგ ბიურმანმა თავისი წიგნის სათაურად აირჩია.

* ალოგეი ჰქვია მთვარის ორბიტის დედამიწიდან ყველაზე დაშორებულ წერტილს.

* რომაულ კალენდარში თებერვალი ეძღვნებოდა გარდაცვლილ წინაპრებს და სხვა თვეებისგან განსხვავებით, აუცილებლად წყვილი დღეებისგან შედგებოდა.

* თავდაპირველად, ფარაონი ერქვა სასახლეს, სადაც ეგვიპტის მმართველი ცხოვრობდა.

* მანეკენი ჰოლანდიური სიტყვაა და ადამიანს ნიშნავს.

* მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ჟანდარმებს ეძახდნენ მძიმედ აღჭურვილ ფრანგ რაინდებს, რომლებიც ევროპის საუკეთესო მხედრებად მიიჩნეოდნენ.

* ნინძას საიდუმლო ორგანიზაციის წევრებს კუნძულ ხონსიუზე ბავშვობიდან ასწავლიან „უხილავად ქცევის ხელოვნებას“.

* თავდაპირველად, რუსეთში კატორღას ეძახდნენ ნიჩბიან ხომალდებს, რომლებზეც მენიჩბეებად დამნაშავეები ჰყავდათ.

* სკაუტების ახალგაზრდული მოძრაობა 1908 წლიდან იღებს სათავეს ინგლის-ბურების ომის მონაწილე გენერალ ბადენ პაუელის ინიციატივით.

* კომანდოსი – ასე დაერქვა მეორე მსოფლიო ომის დროს დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბებულ სადესანტო და დასაზვერი  ოპერაციების ჩამტარებელ სპეციალურ რაზმებს.

* აცეტონი ლათინური სიტყვაა და ძმარს ნიშნავს.

* 1669 წელს ჰამბურგელმა ქიმიკოსმა ბრანდტმა, რომელიც ცდილობდა, ეპოვა ფილოსოფიური ქვა, პირველმა მიიღო ფოსფორი.

* ლათინური სიტყვიდან „ფირმა“ – „ხელმოწერა“ ერქვა შუა საუკუნეების ვაჭრების მიერ დაწერილ წერილს მეგობრებისადმი თხოვნით, გადაეხადათ ფული კრედიტორისთვის.

скачать dle 11.3