კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 8 დეკემბერს, დილით. მინდა უცხოეთში გამგზავრება. იქნებ, მირჩიოთ, რომელი ქვეყანა ჯობია ჩემთვის და, ასევე, მაინტერესებს, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის მშვიდი და ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრება?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა თხის რქის, მორიელის, ლომის, სასწორის, მერწყულის ან ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. უცხოეთის ქვეყნებიდან  კი კარგია: მექსიკა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, საბერძნეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, მაკედონია, ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდავეთი, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1987 წლის 1 დეკემბერს. უნდა უცხოეთში წასვლა და იქ სწავლა და მუშაობა. ასტროლოგიური კუთხით რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები?

პასუხი: უცხოეთი მისთვის დიდი წარმატებების მომტანი არ არის, თუმცა, იქ წასვლა და ძალების მოსინჯვა, ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, სინგაპური, მალაიზია.

კითხვა: დავიბადე 1975 წლის 29 მაისს. ასტროლოგიურად რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია სწორედ უცხოეთს უკავშირდება. ამიტომ, იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა თქვენთვის აუცილებელია. ქვეყნებიდან კი ასტროლოგიურად მისაღებია: ინგლისი, ავსტრალია, დანია, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, საფრანგეთის სამხრეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი და პორტუგალია.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2000 წლის 21 იანვარს. მომავალში რომელ სფეროში მიაღწევს სასურველ შედეგს?

პასუხი: მისთვის კარგია და მისაღები: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, ავიაციის ბიზნესი, მთარგმნელობითი საქმე, იურისპრუდენცია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პოლიტიკა, სამართლებრივი ორგანოები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა და პედაგოგიკა.

კითხვა: ჩემი და დაიბადა 1997 წლის 23 აგვისტოს. რა საქმიანობას უნდა მოჰკიდოს ხელი, რომ სამომავლოდ წარმატებებს მიაღწიოს?

პასუხი: მისთვის წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, აუდიო-მობილური და ვიდეოსისტემების ბიზნესი, სოციოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, ავიაციის ბიზნესი, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო სფერო, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა. 

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 19 სექტემბერს. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელ პროფესიაში ვცადო ბედი, რომ ცხოვრებაში მეტ წარმატებას მივაღწიო?

პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, სპორტის ფართო სპექტრი, მენეჯერული სამუშაო, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, პედაგოგიკა და იურისპრუდენცია.

скачать dle 11.3