კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეს უფლება, მოვითხოვო და გავეცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებს? 

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს, მიიღოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლი და გაეცნოს მას, გარდა დეკლარაციაში ასახული პირადი ნომრისა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართისა, ტელეფონის ნომრისა და დეკლარაციის საიდუმლო გრაფისა. უფრო მეტიც, არ შეიძლება, დაწესდეს ან შეიქმნას რაიმე დაბრკოლება დეკლარაციის ასლის მისაღებად.

კითხვა: მაინტერესებს, რამდენად გამართლებულია და კანონი უკრძალავს თუ არა პირს, იმსახუროს იმ სახელმწიფო სტრუქტურაში, სადაც უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა უჭირავს მის ახლო ნათესავს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა.

კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, ითვლება თუ არა რეზერვისტად წასული პირი სამხედრო მოსამსახურედ და ვრცელდება თუ არა მასზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის დაწესებული აკრძალვები?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სამხედრო მოსამსახურედ ითვლება კურსანტი-მსმენელი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი, საკონტრაქტო, პროფესიული და კადრის სამხედრო მოსამსახურე, აგრეთვე, რეზერვისტი სამხედრო შეკრებაზე ყოფნისას. შესაბამისად, სამხედრო შეკრებაზე მყოფ რეზერვისტზე  სრულად ვრცელდება სამხედრო მოსამსახურეებისთვის დაწესებული შეზღუდვები.

კითხვა: მაინტერესებს, ზოგადად რა სახის ქმედება ითვლება ნარკოტიკული საშუალების გასაღებად და კონკრეტულად ნარკოტიკული ნივთიერების ჩუქება ითვლება თუ არა გასაღებად?

 პასუხი: გაცნობებთ, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებაა  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა; შესაბამისად, ნარკოტიკული ნივთიერების ჩუქება ჩაითვლება გასაღებად.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რა და რა სახის ქმედებები ითვლება ოჯახში ძალადობად და დაწესებულია თუ არა ამგვარი ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. აღნიშნული ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 80-დან 150 საათამდე, ხოლო, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორი ან მეტი პირის მიმართ და პირთა ჯგუფის მიერ ან არაერთგზის – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 100-დან 200 საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით, ვადით 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1 წლამდე.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სახის ქმედება ითვლება ნარკოტიკების უკანონო მოხმარებად და რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ნარკოტიკის მოხმარება კანონიერად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, ზოგადად, კანონიერად მოხმარება   ნიშნავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექიმის დანიშნულებით მოხმარებას, ხოლო, უკანონო მოხმარებად ჩაითვლება სიებში შეტანილი, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება. შესაბამისად, თუ პირი ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს ექიმის დანიშნულებით, ამგვარი ქმედება კანონიერია, ხოლო ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკის მოხმარება უკანონო ქმედებას წარმოადგენს.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, ზოგადად რას ნიშნავს კანონში მითითებული ნარკოტიკული საშუალება და რა სახის ნივთიერებები ითვლება ნარკოტიკულ საშუალებებად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც, გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე, შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიაში.

კითხვა:  მაინტერესებს, რა არის ზოგადად შეგებებული სარჩელი, რა შემთხვევებში აღიძვრება ის და სად შემიძლია შეგებებული სარჩელის ფორმის ნახვა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ მოპასუხეს უფლება აქვს, მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისთვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე, აღძრას მოსარჩელის მიმართ  სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად, რასაც შეგებებული სარჩელი ეწოდება. შეგებებული სარჩელისთვის ცალკე ფორმა არ არსებობს. შეგებებული სარჩელი არის იგივე სარჩელი და გამოიყენება სარჩელის ფორმა.

скачать dle 11.3