კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა „ნატახტარის ლიმონათი” 10-თვიანი მუშაობის შედეგად მომხმარებლისთვის გაცილებით მიმზიდველი და კომფორტული

თორნიკე შენგელია (კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი): მას შემდეგ, რაც 2006 წლის დასაწყისში „ნატახტარის ლიმონათი“ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, მისი დიზაინი დღემდე არ იყო შეცვლილი. ცვლილება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ კომპანია განვითარებაზეა ორიენტირებული. ყველაფერი განპირობებულია ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნით. მომხმარებლის მოთხოვნა კი დიზაინის შეცვლა იყო, რის შემდეგაც ჩვენი პროდუქცია უფრო მიმზიდველი და კომფორტული გახდებოდა. ჩვენ ყველაფერი გავითვალისწინეთ და თითქმის 10-თვიანი მუშაობის შემდეგ შედეგი წარმოვადგინეთ. ჩვენი აზრით, ახალი ბოთლი საკმაოდ მოხერხებულია და, გარდა ამისა, უფრო მიმზიდველადაც გამოიყურება. შეიცვალა ლოგო. აღვნიშნავ იმასაც, რომ ბოთლი ექსკლუზიურია. დიზაინზე ევროპული დიზაინ-სააგენტო მუშაობდა. ზუსტ თანხას ვერ დავასახელებ, მაგრამ, რებრენდინგი საკმაოდ ძვირი დაჯდა. ბოთლის მწარმოებელი და დიზაინ-სააგენტო ერთად მუშაობდნენ. ეტიკეტის ცვლილებაც უცხოეთშია გაკეთებული. შესაბამისად, ამან ჩვენს წარმოებაში გარკვეული ინვესტიციის განხორციელება გამოიწვია. ჯამში საკმაოდ სოლიდური თანხა დაგროვდა. ვფიქრობ, გაყიდვები ისე გაიზრდება, ჩადებულ თანხას კომპანია მალე ამოიღებს. ჩვენი გაყიდვების 40 პროცენტი უკვე ექსპორტზე გადის. რეალიზაციაში ჩვენს ლიმონათს ახალი დიზაინით რამდენიმე დღეში გავუშვებთ, ხოლო ექსპორტზე – დაახლოებით თვე-ნახევარში. შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ შეფუთვა, სითხე კი დარჩა იგივე – ყველასთვის საყვარელი სასმელი. 

ჩვენს ლიმონათს გარკვეული ელჩის ფუნქციაც აკისრია მსოფლიოს უკვე 20 ქვეყანაში – ის არა მხოლოდ ჩვენს კომპანიას, არამედ, ჩვენს ქვეყანასაც წარადგენს. ჩვენი ლიმონათიდან გამომდინარე, მსოფლიოს 20 ქვეყანაში ხალხს წარმოდგენა აქვს ქართული პროდუქციის ხარისხზე. 

ნინო სურმავა (საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): ძალიან ოპტიმისტური განწყობა გვაქვს. 10-თვიანი მუშაობის შემდეგ გაზაფხულს სიახლით შევხვდით. ძალიან დაძაბული რეჟიმი გვქონდა, რადგან, ბევრი რამ უნდა მოგვესწრო მოკლე დროში. განვიხილეთ არაერთი ალტერნატივა და, საბოლოო ჯამში, მომხმარებელმა შეარჩია ის ბოთლი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ბაზარზე. ფაქტობრივად, ეს ახალი სიტყვაა ქართული ლიმონათის ისტორიაში და მომხმარებლისგანაც დადებით პასუხს ველით. ახალია ბოთლი, ეტიკეტი და ლოგო, ხოლო სითხე დარჩა იგივე. 

ნინო მიქელაძე (კომპანია „ნატახტარის“ ბრენდ-მენეჯერი): ვფიქრობ, ძალიან წარმატებული პროექტი იქნება. ჩვენ უამრავი ალტერნატივა მოვსინჯეთ, სანამ ეს პროდუქტი მივიღეთ. გავითვალისწინეთ ყველა ის დეტალი, რაც ჩვენს მომხმარებელს დააკმაყოფილებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ბოთლი ისეთი დეტალებით გამოირჩევა, რომლის ფალსიფიკაციაც შეუძლებელია – ამ მხრივ მომხმარებელი დაცული იქნება. 

скачать dle 11.3