კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საქართველოს „მაკდონალდსი” მთელ ევროპაში საუკეთესოა

წლების წინ „მაკდონალდსის” პროდუქტის დაგემოვნება ჩვენთვის ძალიან უცხო და საოცნებო გარემოსთან ზიარებას ნიშნავდა. გასული საუკუნიდან, უკვე პოსტ-საბჭოთა საქართველოში, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და საოცარი სისწრაფით მოიპოვა პოპულარობა. გადის წლები და ჩვენი საყვარელი ადგილი არ კარგავს აქტუალობას, არ ეცემა მისი ხარისხი და არ ნელდება იმ სიხარულის განცდა, რომელიც ბავშვებს „მაკდონალდსთან” მიახლოებისას ეუფლებათ. გულწრფელად გეტყვით, რომ  საკვებთან ერთად მენატრება ხოლმე „მაკდონალდსის” მომსახურე პერსონალის მუდამ მოღიმარი სახეები და ფრაზა – „კვლავ გვეწვიეთ”... 

საქართველოს „მაკდონალდსის” ქსელმა ევროპის მასშტაბით მიიღო საუკეთესო შეფასება და სპეციალური პრიზი უკვე იკავებს რუსთაველის „მაკდონალდსში” საპატიო ადგილს. ჯილდო 2012 წლის საუკეთესო მაჩვენებლებისთვის მათ ამ დღეებში გადაეცათ. „მაკდონალდსი“ საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა თენგიზ კაპანაძემ, გაგვანდო ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ხდება აღნიშნული პრიზით დაჯილდოება, რასაც, რა თქმა უნდა, ბუნებრივად მოჰყვა საუბარი სხვა უამრავ „გემრიელ” თემაზე. 

თენგიზ კაპანაძე: ყოველწლიურად ხდება სხვადასხვა ქვეყანაში არსებული „მაკდონალდსის” რესტორენების მონიტორინგი, ბაზრის ანალიზი და ასე შემდეგ. ევროპის ბაზარზე, სადაც გაერთიანებულია უამრავი ქვეყანა, დაწყებული ინგლისით დამთავრებული ბელორუსით, მოხდა რესტორნების ქსელების შესწავლა ოცდათორმეტი სხვადასხვა კრიტერიუმით, როგორებიცაა: ხარისხი, ფინანსური კოეფიციენტები, საიდუმლო მომხმარებლის ანალიზი და ასე შემდეგ. სხვადასხვა  ქვეყანამ სხვადასხვა კრიტერიუმით მიიღო მაღალი შეფასება, ჩვენს შემთხვევაში კი პრიზი მივიღეთ საერთო შედეგებისთვის, რომელიც ყველა კრიტერიუმს აერთიანებს. ასე დავარქვათ  – „ვართ პირველი თანასწორებს შორის”.  

– რას ნიშნავს საიდუმლო მომხმარებელი?

– გარდა უამრავი შეფასებისა, არსებობენ საიდუმლო მომხმარებლები, რომლებიც, წარმოდგენა არ გვაქვს როდის მოდიან რესტორნებში, რას უკვეთენ, ამოწმებენ. შემდეგ ისინი წერენ ანალიზს,  რის მიხედვითაც იწერება ქულები. საიდუმლო შეფასების პროგრამა ხორციელდება „მაკდონალდსის“ მიერ არჩეული საერთაშორისო კომპანიის მიერ, რომელიც იმავე სახის მონიტორინგს ატარებს ევროპის სხვა ქვეყნებში. სხვა შეფასების სისტემაში, გარდა მომხმარებლისა და ფინანსური ბრუნვისა, ყურადღება ექცევა თანამშრომელთა დენადობას. „მაკდონალდსის” პოლიტიკაა რაც შეიძლება ნაკლები თანამშრომელი წავიდეს ჩვენგან და მაქსიმალურად მოხდეს შიდა რესურსებით დაწინაურება. ჯერ ერთი, ეს ტრენინგებზე ფუჭად დახარჯული დრო და ფინანსებია. ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი მთელ ევროპაში მივიღეთ სწორედ როგორც სტაბილურმა დამსაქმებელმა. ამავდროულად, ვართ ყველაზე „ახალგაზრდა” დამსაქმებელი – ჩვენს რესტორნებში სტუდენტები მუშაობენ, მათ ხელს უწყობს მცოცავი გრაფიკი, რომელსაც თავად არგებენ ლექციების დროს. ერთი სიტყვით, უამრავი კრიტერიუმი წარმატებით გავიარეთ და მივიღეთ „წლის საუკეთესო სისტემის“ პრიზი მთელ ევროპაში.

– რას აძლევს ეს ჯილდო „მაკდონალდსი“ საქართველოს”?

– პირველ ყოვლისა, აღიარებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენზე კარგი სისტემა დღესდღეობით არ არის.

– როგორ ფიქრობთ, რა იყო ის მთავარი, რითაც ამ შედეგს მიაღწიეთ?

– უპირველესად, ეს არის მომხმარებლის ნდობა. ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში მომხმარებელი მიხვდა მთავარს, რომ ეს არის სისტემა, რომელიც ყოველთვის გთავაზობს ხარისხს. იყო ეტაპი, როდესაც საუბრობდნენ მხოლოდ იმაზე, რომ ეს არის ძვირი; შემდეგ – რომ ეს არ არის ქართული... რაღაც პერიოდში ცნობიერებაში ჩაჯდა, რომ „მაკდონალდსს” თავისი ადგილი აქვს. თავი ქართული რესტორნის კონკურენტებად ნამდვილად არ მიგვაჩნია. მეორე – ეს არის ხარისხი.  თუ ხართ ნამყოფი სხვა ქვეყნების „მაკდონალდსში”, დამეთანხმებით, რომ ხარისხი ჩვენთან გაცილებით უკეთესია.

– რამდენიმე ქვეყანაში იმდენად არ მომეწონა „მაკდონალდსის“ საკვები, რომ, ვიფიქრე, ჩვენთან ქართულ გემოს ხომ არ არის მორგებული ან აქაური პროდუქციით ხომ არ კეთდება-მეთქი.

– არა, რადგან, მომარაგება ერთიანი სისტემიდან ხდება. თქვენ დამოკიდებულებაზე მოქმედებს გარემო, სისუფთავე, თანამშრომლები... ხარისხი სისტემატურად არის კრიტიკის ობიექტი, მაგრამ, რომ იცოდეთ, როგორ მოწმდება თითოეული პროდუქტი, მიხვდებით, რომ გარკვეული ჭორები სრულიად უსაფუძვლოდ არის აგორებული. „მაკდონალდსი” – ეს არის საერთაშორისო სტანდარტების უმაღლესი ხარისხის სისტემა. სწორედ იმ სტანდარტებით ხდება პროდუქციის მოწოდება, ტრანსპორტირება, დასაწყობება, რესტორნებში ოპერირება და ადგილზე დამზადება, როგორც ეს ხდება ამერიკაში, კანადაში, ინგლისში და სხვა ქვეყნებში. სწორედ ამ სტანდარტების გამო ვერ ვიყენებთ მოწოდებისთვის ადგილობრივ ბაზარს – „მაკდონალდსის” მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.  „მაკდონალდსს” აქვს სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, ნახო ხორცი, რომელიც ამა თუ იმ საკვებში რა ეტაპებს გადის. გაყიდულ პროდუქციას ყუთზე აქვს თავისი ნომერი, რომლის „მაკდონალდსის” სისტემაში შეყვანით ჩვენ შეგვიძლია, ვნახოთ იმ ხორცის წარმომავლობა, რომელ ფერმაში იყო – ძროხა, რა საკვებს იღებდა, რა პირობებში იყო, ხმაურში, სისუფთავეში თუ სხვა, რა ასაკში დაიკლა და ასე შემდეგ...

– საქართველოში საიდან შემოდის ხორცი?

– გერმანიიდან, ყველა სტანდარტის დაცვით. თან, „მაკდონალდსი” იყენებს ყველაზე ძვირად ღირებული 100-პროცენტიანი საქონლის ხორცის ძვირად ღირებულ მკერდის ნაწილს ყოველგვარი დანამატის გარეშე. იგივე მინდა ვთქვა სხვა პროდუქტზე, მაგალითად, ფრის შეწვაზე. კარტოფილის შეწვა ხდება საერთაშორისოდ აღიარებული წვის სტანდარტით, 100-პროცენტიანი მცენარეული, უმაღლესი ხარისხის ზეთით, რომელიც ლაკმუსის ქაღალდით მოწმდება. თევზი, რომელსაც მოვიხმართ, არის ალასკის საირა, საუკეთესო ხარისხის თევზი. მარტივად რომ გითხრათ, სანამ თქვენ ხელში მოხვდება, მაგალითად, „ბიგ მაკი” ის 98 სხვადასხვა სახის შემოწმებას გადის. 

– ხარისხზე განსაკუთრებით დედები ნერვიულობენ, რადგან, „მაკდონალდსი” ბავშვების საყვარელი ადგილია.

– ბავშვების სიყვარულის გამო ჩვენ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით ყველა საქმეს. იგივე „ჰეფიმილში” ჩვენ მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ მშობლებს, მაგალითად, ფრეში, ქათმის ნაგეთსი, ვაშლი, იოგურტი და სხვა. მთავარი მარტო ის არ არის, რას ჭამ, არამედ, როგორ ჭამ, რას რასთან მიირთმევ და რა დოზებით. მთავარია, კვების კულტურა გვქონდეს, თანაბარი რაოდენობით მიიღოთ ხორცი, ცილები, ბოსტნეული, ხილი და სხვა. რესტორნების ერთადერთი ქსელი ვართ, ვინც მომხმარებელს აძლევს ფურცელს, სადაც წერია ყველა პროდუქტის კალორიულობა და არის რჩევები, თუ როგორ შეუხამოს ერთმანეთს სხვადასხვა საკვები. ჩვენს ვებ-გვერდზე კი არის სპეციალური პროგრამა, სადაც თქვენი წონისა და სიმაღლის გათვალისწინებით გითვლით კალორიების მიღების დღიურ ნორმას. ყველაფერზე, რაც თქვენ გაწუხებთ, ჩვენ ნაფიქრი და ნამუშევარი გვაქვს. ეს არის აბსოლუტურად ტრანსპარანტული სისტემა, აქ ყველაფერი გამჭვირვალეა. ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს, შეუძლია, ისარგებლოს ღია კარის დღეებით, შევიდეს სამზარეულოში და თავად ნახოს, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ თავად შეგვითავაზებია დაბადების დღეზე მოსული მშობლებისთვის ჩამოსულიყვნენ და დაეთვალიერებინათ სამზარეულო, დარბაზიდან შეგვიყვანია ხალხი. ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო, ხომ გაგიგიათ და, თქვენც ნახეთ, გასინჯეთ და ისიამოვნეთ. 

скачать dle 11.3