კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საინტერესო ფაქტები

 

ცოტა რამ მეფეზე!

საფრანგეთის მეფე – ლუდოვიკო მეცამეტე შურისმაძიებელი და ფეთქებადი ბუნების იყო. ერთხელ მისი რისხვა კარის ორმა მუსიკოსმა დაიმსახურა, თუმცა რატომ გაბრაზდა, ვერავინ გაიგო. მეფეს ბევრი არ უფიქრია და მუსიკოსებს გასამრჯელო შეუმცირა. მეფის მასხარას შეეცოდა დასჯილები და მაშინვე უკარნახა მათ, როგორ დაებრუნებინათ კუთვნილი ლუიდორები.

საღამოს ამ წყვილმა მეფის წინაშე იუმორისტული სცენარით დადგმული ცეკვა შეასრულეს. ისინი ნახევრადჩაცმულები იყვნენ. ერთი – წელზემოთ, მეორე – წელსქვემოთ. მეფე გაოცდა და იკითხა, ეს რას ნიშნავსო. მაშინვე უპასუხეს: ნახევარი ხელფასით მთლიანად ჩაცმულები ვეღარ ვიქნებითო. მეფე ძალიან გაამხიარულა ამ პასუხმა, მუსიკოსებს ხელფასი გაუმთლიანა და წყენაც აპატია.

 

ძუნწი... ძუნწი... კარდინალი

საფრანგეთის მარშალი შარლ დე კრეკი რომ გარდაიცვალა (1578-1638), კარდინალმა რიშელიემ მისი სურათების კოლექციის დათვალიერება გადაწყვიტა. ძალიან მოეწონა, მაგრამ მათში ფულის გადახდა არ უნდოდა. მარშალის მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელმა ჰერცოგმა ფრანსუა დე კრეკიმ, უსიამოვნება თავიდან რომ აერიდებინა, რიშელიეს უთხრა, ამოირჩიეთ ერთი ნახატი, რომელიც ყველაზე ძალიან მოგწონთ და საჩუქრად ინებეთო. ხარბმა რიშელიემ სამი ნახატი ამოირჩია და სამივე მოითხოვა საჩუქრად. ჰერცოგი იძულებული გახდა, დაეთმო...

რიშელიეს სახელი დღესაც კი სიძუნწის სინონიმადაა მიჩნეული.

 

ყველაზე სახიფათო მტერი

დიდი კამათია მეცნიერებს შორის იმის შესახებ, ამცირებს თუ არა სიცოცხლის ხანგრძლივობას მობილური ტელეფონი. ამასობაში კი ავსტრალიელმა მეცნიერებმა საინტერესო სიახლეს ახადეს ფარდა: ჩვენი მეგობარი ტელევიზორი... დიახ, სწორედ ის ტელევიზორი, ურომლისოდაც ჩვენი ყოველდღიურობა ვეღარ წარმოგვიდგენია, სინამდვილეში მტერი ყოფილა და, თანაც, როგორი! ცისფერი ეკრანის წინ  გატარებული ყოველი საათი  ოცდაორ წამ სიცოცხლეს გვართმევს. საბოლოოდ კი, დღეში ექვსი საათის განმავლობაში ეკრანს მიჯაჭვულნი სიცოცხლეს მინიმუმ ხუთი წლით იმოკლებენ.

რვა და ათი საათი ზუსტად 12 წლით მოგიახლოებთ აღსასრულს. სხვათა შორის, ექიმებიც ადასტურებენ იმას, რომ ტელევიზორომანია არანაკლებ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მოწევა, ღორმუცელობა, ცხოვრების პასიური წესი. ერთი სიტყვით, თუ ავსტრალიელი მეცნიერები არ ცდებიან და ეს ყველაფერი მართალია, ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიურპრიზებს უნდა ველოდეთ კომპიუტერისგან, მობილურ ტელეფონებსა და ტელევიზორებზე გაცილებით დახვეწილი ტექნიკისგან. ანუ, ადამიანი თავად ითხრის სამარეს და ეწირება იმას, რითაც თითქოს ცხოვრებას იხდის საინტერესოს.  პრინციპში, ტელევიზორი რომ არა, ხომ გაისეირნებდით საღამოობით სუფთა ჰაერზე, ყოველდღე თუ არა, ხანდახან მაინც?!.

 

скачать dle 11.3