კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გაერთიანდნენ ევროპის პოლიტიკური ლიდერები სტალინის წინააღმდეგ

დღემდე დამაჯერებლად არ არის ახსნილი, თუ როგორ დააღწია თავი საბჭოთა სახელმწიფომ იმ ეკონომიკურ ნგრევას, რომელიც პირველ მსოფლიო ომსა და სამოქალაქო ომს მოჰყვა რუსეთში. ამ საკითხზე ვისაუბრებთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით. 

პირველმა მსოფლიო ომმა (1914-1918 წლები), რუსეთის ეკონომიკა ძლიერ კრიზისში ჩააგდო, ხოლო მომდევნო წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომმა (1918-1920 წლები) საერთოდ მოშალა ეკონომიკა. აშკარა იყო, რომ საბჭოთა რუსეთი (შემდეგში – საბჭოთა კავშირი) გაჩანაგებულ ეკონომიკას დამოუკიდებლად ვერ ააღორძინებდა. ეკონომიკის ნგრევა და გაჩანაგება აუცილებლად გამოიწვევდა პოლიტიკურ კრიზისს. დაიწყებოდა გამოსვლები საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ. ვლადიმირ ლენინი, მძიმე ავადმყოფობის გამო, უზარმაზარ სახელმწიფოს რეალურად მხოლოდ 1920 წლამდე მართავდა. ის ისე ჩამოსცილდა სახელმწიფო მმართველობას, რომ არაფერი გაუკეთებია ეკონომიკური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და არც სამომავლო გეგმები დაუსახავს. ასე რომ, ეკონომიკური კატასტროფის თავიდან აცილება, რაც, იმავდროულად, პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებასაც ნიშნავდა, სტალინმა შეძლო. სტალინის მიერ შემუშავებული გეგმა ემყარებოდა იმის აღიარებას, რომ რუსეთი, ეკონომიკური კატასტროფის თავიდან აცილებას დამოუკიდებლად, თავისი რეზერვებით, ვერ შეძლებდა. აუცილებელი იყო ევროპის ქვეყნებთან რუსეთის იმპერიის არსებობის პერიოდში ჩამოყალიბებული ტრადიციული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა. სტალინის გათვლა აბსოლუტურად სწორი იყო, მაგრამ, 1921 წლისთვის ეს არარეალური ჩანდა, რაც განპირობებული იყო შემდეგი მიზეზებით: ევროპის დიდი სახელმწიფოები საბჭოთა კავშირის სახით დიდ საფრთხეს ხედავდნენ და, ამიტომ, მოსალოდნელი იყო, რომ იმ ეპოქის პოლიტიკურ ლიდერებს უარი ეთქვათ საბჭოთა სახელმწიფოსთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე. ეს იყო საბჭოთა კავშირის დასუსტებისა და იქ პოლიტიკური კრიზისის გამოწვევის ეფექტური საშუალება. იყო მეორე ხელის შემშლელი ფაქტორიც: მსოფლიო რევოლუციის იდეით შეპყრობილი რუსი კომუნისტი ლიდერები ევროპის ქვეყნებს განიხილავდნენ როგორც მტრულ ძალას და, აქედან გამომდინარე, შეეცდებოდნენ ამ ქვეყნებთან პოლიტიკური და სამხედრო კონფრონტაციის გაგრძელებას. სტალინი ამ წინააღმდეგობებს არ შეუშინდა და დაიწყო თავისი გეგმის რეალიზება. როგორც აღმოჩნდა, სტალინის გათვლა სავსებით რეალურ საფუძველს ემყარებოდა. პირველმა მსოფლიო ომმა მეომარი ქვეყნების (ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია) ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მრეწველობის აღორძინებისთვის ევროპას ესაჭიროებოდა რუსეთის ნედლეული, განსაკუთრებით – ნავთობი და მანგანუმი. დიდი მოთხოვნილება იყო რუსულ ფოლადსა და ხე-ტყეზე. ომმა მთელი სასურსათო მარაგი შთანთქა. ევროპა სასურსათო კრიზისის საშიშროების წინაშე იდგა. პირველ ყოვლისა, იგრძნობოდა ხორბლის იმპორტის აუცილებლობა. ტრადიციულად, ევროპაში ხორბალი რუსეთიდან შედიოდა. ცხადია, ევროპის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები გრძნობდნენ, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება ხელს შეუწყობდა რუსეთის ეკონომიკის აღმავლობას და თავიდან ააცილებდა სტალინს პოლიტიკურ კრიზისს. ამიტომ იყო, რომ ევროპელი პოლიტიკოსები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდნენ. არ ჩქარობდა სტალინიც. მან კარგად იცოდა, რომ ევროპის ეკონომიკა რუსეთის ნედლეულის გარეშე ვერ აღორძინდებოდა, ხოლო, სულ მალე, ევროპის ქვეყნების მთავრობებს მოსახლეობის პურით გამოკვების პრობლემა შეექმნებოდათ. სტალინმა შესანიშნავად გამოიყენა ის, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ევროპა ერთიანი არ იყო – ომში გამარჯვებული ინგლისი და საფრანგეთი დაპირისპირებული იყვნენ ომში დამარცხებულ გერმანიასთან. ინგლისი დაბეჯითებით ცდილობდა ანტისაბჭოთა ფრონტის შექმნას ევროპაში, სტალინი კი ცდილობდა, – ეს არ დაეშვა. სტალინი მაქსიმალურად ცდილობდა, გამოეყენებინა ინგლის-საფრანგეთის დაძაბული ურთიერთობა გერმანიასთან. ინგლისისა და საფრანგეთის მთავრობების მერყეობა დასრულდა მას შემდეგ, რაც რეალური გახდა საფრთხე საბჭოთა კავშირ-გერმანიის დაახლოებისა. აშკარა გახდა, თუ ინგლისი და საფრანგეთი უარს იტყოდნენ საბჭოთა კავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე, მაშინ, საბჭოთა კავშირის პარტნიორი გახდებოდა გერმანია. რუსული ნავთობი, მანგანუმი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები გერმანიასაც ისევე სჭირდებოდა, როგორც ინგლის-საფრანგეთს. გერმანიის ეკონომიკის აღორძინება და მისი სამხედრო პოტენციალის გაძლიერება ინგლის-საფრანგეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, ხოლო მომავალში საბჭოთა კავშირ-გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი – სასიკვდილო საფრთხეს. ინგლისისა და საფრანგეთის მთავრობებმა გადაწყვიტეს საბჭოთა კავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება. ამ გადაწყვეტილებას ევროპისთვის ორი სავალალო შედეგი მოჰყვა: საბჭოთა კავშირმა ეკონომიკის განვითარება შეძლო, სტალინმა კი პოლიტიკური კრიზისი თავიდან აიცილა. კიდევ უფრო სავალალო იყო ის, რომ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა მაინც დაიწყო და სწრაფად განვითარდა, რამაც დიდი როლი ითამაშა გერმანიის სამხედრო პოტენციალის შექმნაში. საბოლოოდ ინგლის-საფრანგეთი აღმოჩნდა გაძლიერებული საბჭოთა კავშირისა და გაძლიერებული გერმანიის წინაშე. 

ამის მიუხედავად, ინგლისი მაინც დაჟინებით ცდილობდა ანტისაბჭოთა ფრონტის შექმნას, – მაგრამ, უშედეგოდ. ჩამოყალიბებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები პოლიტიკოსთათვის გადაულახავ ზღუდედ იქცა.

კიდევ უფრო გართულდა ანტისაბჭოთა ფრონტის შექმნა მას შემდეგ, რაც 1933 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირი ცნო და ამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა. 1934 წელს საბჭოთა კავშირი ერთა ლიგაში მიიღეს. ინგლისი და საფრანგეთი ბედს შეურიგდნენ. 

საბჭოთა კავშირ-გერმანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისთვის ხელი არ შეუშლია გერმანიაში ხელისუფლების სათავეში ნაცისტების მოსვლას. პირიქით, ეს კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდა. არავისთვის საიდუმლო არ იყო, რომ გერმანიის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში სერიოზულ როლს რუსული ნედლეული ასრულებდა. იგრძნობოდა საბჭოთა კავშირ-გერმანიის პოლიტიკური დაახლოების ტენდენციებიც. თუ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის პოლიტიკაში ორი მთავარი მოთამაშე ინგლისი და საფრანგეთი იყო, ახლა არენაზე გამოვიდა ორი ახალი მოთამაშე – საბჭოთა კავშირი და გერმანია. ამიერიდან ევროპის მომავალი ამ ოთხ სახელმწიფოზე იყო დამოკიდებული, თუმცა, ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, თუ რა პოზიციას დაიკავებდა ოთხთა ჭიდილში ამერიკის შეერთებული შტატები. ყოველივე ამას კარგად გრძნობდა იოსებ სტალინი და მას უკვე მოფიქრებული ჰქონდა ახალი ვითარების შესაბამისი სტრატეგიული გეგმა. 

скачать dle 11.3