კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჯეტა”, 2002 წლის გამოშვება, მართვის ავტომატური კოლოფით. ბოლო დროს ავტომობილი გამართულად აღარ მუშაობს, ხანდახან სიჩქარეში გადართვას აგვიანებს, გაზზე ფეხს რომ ვადგამ, თითქოს ძრავა წვალობს, სალონში ნამწვის სუნი დგება. სამ სახელოსნოში ვიყავი, ელექტროობა შეამოწმეს და მითხრეს, რაღაც ნაწილი არ მუშაობს, რომელიც ფილტრთან არის კავშირშიო. გამოვცვალე, მაგრამ, ისევ გაუმართავად მუშაობს. რუსთავში ვცხოვრობ, თბილისშიც მყავდა, იქ სერვისში „სვეჩები” გამოუცვალეს – ამის ბრალიაო, თუმცა, ამანაც არ უშველა. ერთი სიტყვით, ვერავინ გაიგო გაუმართაობის მიზეზი. იქნებ, მითხრათ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ზემოთ აღნიშნული პრობლემა ან ვის მივმართო?

პასუხი: საქართველოში ყველაზე დიდ სირთულეს სწორედ ასეთი წვრილმანი გაუმართაობების დიაგნოსტიკა და შეკეთება წარმოადგენს. ყველას ეზარება დაკვირვება, ერთ ავტომობილზე დიდი დროის დახარჯვა, არადა, შესაძლოა, ელემენტარული შეკეთებით გამოსწორდეს საქმე, მაგრამ, ხელოსანი ფულს ცოტას აიღებს და ამიტომ თავს არ იწუხებს. თან, ის პრობლემაცაა, რომ  ერთ პროფილაქტიკაში სხვადასხვა მიმართულების რამდენიმე კარგ ხელოსანს ვერ ნახავთ. არადა, თქვენს შემთხვევაში, კომპლექსური ფიქრი და დაკვირვებაა საჭირო. ამ გაუმართაობის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. მაინც გირჩევთ „თეგეტა მოტორსის” ცენტრალურ სერვისცენტრში მისვლას, მაგრამ, თავად არ უნდა დაგეზაროთ და, სანამ პრობლემას არ აღმოფხვრიან, ხელოსნებს არ უნდა მოეშვათ. 

კითხვა: ჩემი ავტომობილი ბენზინის ინჟექტორული სისტემით არის აღჭურვილი. მაინტერესებს, როდის უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს: დაღმართზე, ეგრეთ წოდებულ „ხალასტოიში,” ანუ ნეიტრალურში დაგორებისას, როდესაც ავტომობილი დაქოქილია, თუ მაშინ, როცა დაღმართზე ავტომობილი სიჩქარეშია, გაზის პედალზე ფეხი არ გვიდგას და მუხრუჭსაც ნაკლებად ვხმარობთ, ვინაიდან შენელებას რომელიმე სიჩქარეში ჩაგდება უზრუნველყოფს? 

პასუხი: როდესაც ავტომობილს ვანეიტრალებთ, ანუ, ეგრეთ წოდებულ „ხალასტოიში” ვრთავთ და ავტომობილის ძრავა დაქოქილია, ის, მართალია, ცოტას, მაგრამ, მაინც მოიხმარს გარკვეული რაოდენობის საწვავს. ხოლო, როდესაც ავტომობილს ვაიძულებთ, ძრავას ბრუნების ხარჯზე შენელდეს, ანუ, გაზზე ფეხი არ გვიდგას და ვმოძრაობთ, ამ დროს კომპიუტერმა იცის, რომ ჩვენ შენელება გვჭირდება, ის სრულად თიშავს საწვავის მიწოდებას და, შესაბამისად, საერთოდ არ მოიხმარს საწვავს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გრძელ დაღმართზე ვმოძრაობთ, გაცილებით ეფექტურია დაბალ სიჩქარეში გაზზე ფეხის აშვებით მოძრაობა. ეს, ჯერ ერთი, ზოგავს სამუხრუჭე ხუნდებს, აზღვევს სამუხრუჭე სისტემას გადახურებისგან, მეორეც, ზოგავს საწვავს და, რაც მთავარია, გვაზღვევს ავტოსაგზაო შემთხვევისგან, რადგან, ამ დროს ყველა სისტემა (საჭის, სამუხრუჭე და სხვა) გარანტირებულად ზუსტად მუშაობს. „ხალასტოი” სვლით მოძრაობისას არის იმის ალბათობა, რომ საჭის ჰიდრავლიკურ სისტემას ძრავას ბრუნთა რიცხვი არ ეყოს და მკვეთრი მოხვევისას საჭე გამაგრდეს; ასევე, არის იმის ალბათობაც, რომ ძრავა საერთოდ ჩაქრეს, რაც გამოიწვევს საჭისა და სამუხრუჭე პედლის გამაგრებას. ამით კი, თავადაც ხვდებით, საფრთხე როგორ იმატებს. 

კითხვა: მყავს „მერსედესი ვიტო”, 1998 წლის, რომელსაც აქვს ეგრეთ წოდებული ძაგძაგი. მითხრეს, ბალიშების ბრალიაო. გამოვცვალე ძრავას, სიჩქარეთა კოლოფისა და ეგრეთ წოდებული ტრავერსის ბალიშები. მანქანას მაინც აქვს ძრავას ძაგძაგი, მთლიანად კანკალებს. რისი ბრალი იქნება, სხვა რამე ხომ არ სჭირს?

პასუხი: კარგი იქნებოდა, უფრო დეტალურად თუ აღწერდით, რა დროს, რა ბრუნებზე იცვლება თუ არა, ან, როგორ იცვლება ავტომობილის ვიბრაცია. მაგრამ, რადგან დეტალური აღწერა არ გვაქვს და მხოლოდ ის ვიცით, რომ ბალიშები ახალი გამოცვლილია, უნდა ვივარაუდოთ, რომ თვითონ ძრავა არ მუშაობს სტაბილურად. ელემენტარულად, ეგრეთ წოდებული „პერებოიც” რომ ჰქონდეს, რაც სანთლების ან სანთლებზე ნაპერწკლის მიმწოდებელი ელექტრული სისტემის ბრალი იქნება, მაინც ასეთ ვიბრაციას მივიღებდით. „პერებოი” შეიძლება ძრავაში სხვა ბევრმა წვრილმანმა მიზეზმაც გამოიწვიოს. მაგალითისთვის, შეიძლება, რომელიმე „კლაპანი” ანუ სარქველი იყოს დამწვარი, რაც ვიბრაციას დაბალ ბრუნებზე გამოიწვევს, ხოლო, თუ ბრუნებს ოდნავ გავზრდით, ვიბრაცია დაიკარგება და მაღალ ბრუნებზე გვეგონება, რომ ყველაფერი მწყობრშია. ვიბრაცია შეიძლება, ასევე, გამოიწვიოს ძრავაზე მიმაგრებულმა მბრუნავმა დეტალებმა. მაგალითისთვის, შეიძლება, ეგრეთ წოდებული „მახავიკი”  იყოს დეფორმირებული. მბრუნავ დეტალებს შორის მწყობრიდან გამოსვლა იცის ღვედის მაბრუნებელმა „შკივმაც”. მასში, შესაძლოა, დაზიანდეს ვიბრაციის შემაკავებელი რეზინის ფენა, რაც „შკივის” ცენტრალურ და გარე ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებს. მიზეზების ჩამოთვლა, შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს. თქვენი მანქანის პრობლემის გასარკვევად გამოდგებოდა იმის ცოდნა, კონკრეტულად როგორ პირობებში დაეწყო მას ვიბრაცია.  

კითხვა: მაინტერესებს, როგორი მანქანაა „ჰონდა პილოტი”, რა მონაცემები აქვს? არის თუ არა ისეთივე გამძლე და ხარისხიანი, როგორც „ჰონდა ცეერვე”?

პასუხი: „პილოტი” საკმაოდ საინტერესო მანქანაა, მით უმეტეს, რომ 2009 წლიდან უკვე რუსეთის ბაზარზეც ოფიციალურად შემოვიდა. მაგრამ, ვინაიდან სათადარიგო დეტალების შემოტანა რუსეთიდან რთულია, ევროპასა და თურქეთში კი ეს ავტომობილები არ დადის და, შესაბამისად, ნაწილებიც არ იშოვება, მოვერიდებოდი ამ ავტომობილის შეძენას. „ჰონდას” სახელს ამოფარებულ ამ მონსტრს, რომელსაც კომპლექტაციაში რიგ შემთხვევაში რვა ლიტრამდე და ცხრაას ცხენის ძალამდე ძრავაც კი მოჰყვება, თავი დაანებეთ და ჩვენს ქვეყანაში აპრობირებული რომელიმე ავტომობილი შეიძინეთ. თუმცა, არსებობს 3,5-ლიტრიანი ძრავებით აღჭურვილი „პილოტის” მოდელი, რომელიც 100 კილომეტრზე 10 ლიტრ საწვავს მოიხმარს, თანაც, ეს ავტომობილი საკმაოდ მასიური და მიმზიდველია.  

 

скачать dle 11.3