კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

16 წლის ქერათმიანი გოგონა აინშტაინზე ჭკვიანი აღმოჩნდა

 

ბრიტანელმა ლორენ მარაბემ, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში გამორჩეული იყო, მაინც ძალიან გააოცა თავისი პედაგოგები: აღმოჩნდა, რომ მისი ინტელექტის კოეფიციენტი IQ იმდენად მაღალია, რომ ბევრ ცნობილ მეცნიერს აჯობა. ლორენს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ჯერჯერობით კი მან ერთი წლით ადრე ბრწყინვალედ ჩააბარა სკოლის გამოსაშვები გამოცდები რამდენიმე საგანში. ლორენს სურს, დაანგრიოს მითი ქერათმიანთა შეურაცხმყოფელ სტერეოტიპზე – წარჩინებით დაამთავროს სკოლა და არქიტექტურა კემბრიჯის უნივერსიტეტში შეისწავლოს.  გოგონა მარტო მეცნიერებებით არ არის გატაცებული, მას შესანიშნავი ვოკალური მონაცემები აქვს და კარგად უკრავს ფორტეპიანოზე.

შავკანიანი ტაქსისტისა და უესტ-ენდის მომღერლის შვილი საერთაშორისო გენიოსების საზოგადოება Mensa-ს სიის კიდევ ერთი წევრია, მისი IQ 161-ის ტოლია, თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ ვწერდით, ბრიტანელმა შერვინ შარაბმა, რომელსაც ჯერ 3 წელიც არ შესრულებია, 162 ქულა დააგროვა.

ახლა კი გაგაცნობთ ზოგიერთი ცნობილის IQ-ს:

ჩარლზ დიკენსი – 180, დევიდ ლივინგსტონი – 170, ჩარლზ დარვინი – 165, ალბერტ აინშტაინი – 160, სტივენ ჰოკინგი – 160, კვენტინ ტარანტინო – 160, ბილ გეითსი – 160, ზიგმუნდ ფროიდი – 156, შერონ სტოუნი – 154, ბილ კლინტონი – 145, ნაპოლეონ ბონაპარტე – 145, შაკირა – 140, ჯონ კენედი – 119.

 

скачать dle 11.3