კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთჯერადი პენისი რეგენერაციის უნარით

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფაუნის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც მაშინვე იშორებს განაყოფიერებისთვის უკვე გამოყენებულ სასქესო ორგანოს, 24 საათში კი ახალი ეზრდება და... ასე, ყოველ ჯერზე ახალ-ახალით მოევლინება პარტნიორს. ეს არის ზღვის ლოქორა – Chromodoris reticulate, რომელიც იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროებთან ბინადრობს. ის, როგორც თითქმის ყველა შიშველლაყუჩიანი მოლუსკი, ორსქესიანად, ანუ, ჰერმაფროდიტად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს როგორც მამრის, ასევე მდედრის სასქესო ორგანო და ზოგჯერ ორივეს ერთდროულად იყენებენ: განაყოფიერების დროს ორი ლოქორა ერთმანეთს შებრუნებით, ანუ ისე უდგებიან, რომ პენისებს პარტნიორის მდედრულ სასქესო ორგანოში ათავსებენ და სპერმებს ცვლიან. აქტი რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება, შემდეგ კი ისინი პენისებს იშორებენ. აღმოჩნდა, რომ ლოქორას პენისის დიდი ნაწილი სპირალივითაა დახვეული მის ორგანიზმში და სქესობრივი აქტის შემდეგ მას მხოლოდ გარეთა ფრაგმენტი შორდება.

ზღვის ლოქორების გარდა, განაყოფიერების შემდეგ პენისებს იშორებენ: ობობა-თითისტარა, სანაპიროს ლოკოკინები და ხმელეთის ლოქორა – Ariolimax, თუმცა, მათ რეგენერაციის უნარი არ აქვთ.

 

скачать dle 11.3