კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მეზობელო კარისაო...

ერთი შორეული ნათესავი გვყავდა. არაჩვეულებრივი გოგონა იყო: ლამაზი, ზრდილი, განათლებული, კარგი ხასიათის, ხელმარჯვე, მაგრამ ისე მოხდა, რომ საკმაოდ გვიან გათხოვდა, თან, ბევრით უფროს კაცზე. თუმცა, შესანიშნავად შეეწყვნენ ერთმანეთს და ძალიან ბედნიერებიც იყვნენ. ყველას უხაროდა და სიამოვნებდა მათთან ურთიერთობა, მათი სახლი სულ სტუმრებით იყო სავსე. მათ ბედნიერებას ერთადერთი რამ ჩრდილავდა – შვილი არ უჩნდებოდათ, არადა, გიჟდებოდნენ ბავშვებზე. ბოლოს, როგორც იქნა, ისმინა ღმერთმა მათი ლოცვა-ვედრება და დაქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ გოგონა გაუჩნდათ. მაშინ ცოლი 42 წლის იყო, ქმარი – 53-ის. საზღვარი არ ჰქონდა მათ სიხარულს. თან ჰყვებოდნენ ბავშვს, ისე ზრდიდნენ, ცივ ნიავს არ აკარებდნენ. მაგრამ, თათული 10 წლის რომ გახდა, მოულოდნელად მამა გარდაეცვალა, 15 წლისას კი უკვე დედაც აღარ ჰყავდა და დარჩა ბავშვი მარტო. როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, არც ერთ ნათესავსა და მეგობარს არ გახსენებია, რომ უმწეოდ დარჩენილი მოზარდისთვის მიეხედა. ერთადერთი, დედის გაუთხოვარი ბიძაშვილი აკითხავდა ხოლმე პერიოდულად ან ხანდახან თავისთან მიჰყავდა თათული. ამასობაში გოგონამ სკოლა დაამთავრა და სტუდენტი გახდა. მისი ერთადერთი შემოსავალი სტიპენდია იყო, რაც, ცხადია, არაფერში ჰყოფნიდა. ამიტომ, იძულებული გახდა (დედის ბიძაშვილმაც ასე ურჩია), თავისი ბინის ერთი ოთახი მოსაზღვრე მეზობლისთვის მიეყიდა (თათული ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოში“ ცხოვრობდა, მაგრამ, კარგი ბინა ჰქონდა – სამოთახიანი და კარგად მოწყობილი). მაგრამ, გამოუცდელი ბავშვი მეზობელმა მოატყუა და მოლაპარაკებული თანხის მხოლოდ ნახევარი მისცა. ის თანხაც მალე დაიხარჯა და უსახსროდ დარჩენილ გოგოს ჭილყვავებივით შეესივნენ უსინდისო მეზობლები. ისარგებლეს ბავშვის უმწეობითა და უპატრონობით და ნელ-ნელა გამოსტყუეს (ზოგი კაპიკებში, ზოგიც – ისე, უფულოდ) ყველაფერი, რასაც კი რაიმე ღირებულება ჰქონდა – ავეჯით დაწყებული, ჭურჭლით დამთავრებული. თავს აღარ შეგაწყენთ და მოკლედ გეტყვით, რომ, საბოლოოდ, ორმა მეზობელმა (სხვათა შორის, რომელთა ოჯახებზეც თათულის დედას დიდი ამაგი ჰქონდა) ერთმანეთთან „თანამშრომლობით“ იმდენი მოახერხა, რომ ბავშვს ბინა წაართვა და ქუჩაში დატოვა (ცხადია, შესაბამის ორგანოებში და დაწესებულებებში მსუყე ქრთამებიც გადაიხადეს), თათულის კი, ვითომდა კომპენსაციის მიზნით, რაღაც ორი კაპიკი მიუგდეს.

საწყალმა გოგონამ დარჩენილი ავეჯი და ნივთები ერთ-ერთ მეზობელს დაუტოვა შესანახად, თვითონ კი, მეგობრის დედის დახმარებით, ერთი პატარა ოთახი იქირავა, დაუსწრებელზე გადაიტანა საბუთები და მუშაობა დაიწყო, რომ თავი ერჩინა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იმ მეზობელს მიაკითხა ავეჯისა და ნივთების წამოსაღებად, მაგრამ, იმან უთხრა, შენ ჩემთვის არაფერი მოგიბარებია და რას მთხოვო, მერე კი გაოგნებული გოგო უკანასკნელი სიტყვებით გალანძღა და მილიციის გამოძახებით დაემუქრა (მაშინ მილიცია იყო). ამ უსინდისო ქალს ის ორი მეზობელიც წამოეშველა, რომლებმაც თათულის ბინა წაართვეს და ბავშვი ისეთ დღეში ჩააგდეს, საცოდავმა გონება დაკარგა და გულწასული დაეცა. მერე რომელიღაცას შეშინებია და სასწრაფო დახმარება გამოუძახია, ექიმებს კი უთხრეს, ვითომ გოგონა სრულ ჭკუაზე ვერ იყო, თავის მიერვე გაყიდული ბინის სანახავად ხშირად მოდიოდა და მერე ემოციებისგან გული მისდიოდა ხოლმე. სხვათა შორის, მეზობლების „დიაგნოზის“ დაჯერება ექიმებს არ გასჭირვებიათ, რადგან, როგორც ჩანს, ამდენი სტრესისა და ნერვიულობის შემდეგ თათულის ფსიქიკა მართლაც შეერყა. მართალია, ქვებს არ ისროდა, მაგრამ, მკურნალობა (ექიმების დასკვნით) საჭირო იყო და, ამიტომ, ის ფსიქიატრიულ კლინიკაში დააწვინეს. მართალია, რამდენიმე თვეში გამოვიდა და თავის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, მაგრამ, იმის გამო, რომ ყველამ გაიგო, სადაც იწვა, ხალხში გამოჩენის რცხვენოდა და მთლად ჩაიკეტა საკუთარ თავში. ერთი ეგ იყო, რომ სამსახურს არ აცდენდა (იქ შეეცოდათ და უფროსმა ადგილი შეუნახა, სანამ ეს მკურნალობდა) და უმაღლესიც დაამთავრა. მაგრამ, რადგან მკურნალობის შემდეგ უამრავი წამალი სჭირდებოდა, მხოლოდ ხელფასი არ ჰყოფნიდა და იძულებული გახდა, ბინების დალაგება დაეწყო და დღემდე ასე ირჩენს თავს. მისი მშობლების ბინაში კი დღესაც ის მეზობლები ცხოვრობენ თავიანთი შვილებიან-შვილიშვილებიანად და არც კაცის რცხვენიათ და არც ღმერთის ეშინიათ. სხვათა შორის, იმ ერთ-ერთი მეზობლის შვილი, საკმაოდ ცნობილი ადამიანია და მთელ საქართველოს მორალს უკითხავს ტელევიზიით, სიკეთესა და სათნოებას უქადაგებს ყველას, არადა, მშვენივრად იცის, ვის და როგორ წაართვეს მისმა მშობლებმა ბინა (მერე ამბობდნენ, თვითონაც ეხმარებოდა თავის დედ-მამას ამ ძალადობის წარმატებით დასრულებაში თავისი გავლენიანი ნაცნობ-მეგობრების ჩარევითო).

ალბათ, მკითხველი იფიქრებს, სხვის ცუდზე რომ ლაპარაკობს, თვითონ სად იყო, რატომ არ დაეხმარა ობლად დარჩენილ ნათესავსო. საქმე ისაა, რომ მამაჩემი სამხედრო პირი იყო და, შესაბამისად, ხან სად გვიწევდა ცხოვრება და ხან – სად. ამ პერიოდში, დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ვცხოვრობდით საქართველოს გარეთ და, ამიტომ, ბევრი რამ არც კი ვიცოდით, რაც აქ ხდებოდა (მაშინ კომუნიკაციებიც არ იყო ისე, როგორც ახლაა). ეს ისტორია კი თავად თათულიმ მიამბო ამას წინათ – შემთხვევით შემხვდა ქუჩაში და თვითონ მიცნო. მერე სკვერში დავსხედით და დიდხანს ვისაუბრეთ. ვკითხე, სად ცხოვრობ, გამოგივლი ხოლმე-მეთქი, მაგრამ, მისამართი არ მითხრა, მობილური კი, როგორც მივხვდი, საერთოდ არ ჰქონდა. მე მაინც დავუტოვე ჩემი კოორდინატები და გულდამძიმებული დავშორდი. დაახლოებით ვიცი, რომელ უბანში ცხოვრობს და აუცილებლად მოვძებნი.

ასე რომ, ქართული ანდაზა – „მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო“ – თურმე, ყოველთვის არ მართლდება.

ნატო, 42 წლის.

скачать dle 11.3