კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საერთო აქვს ქართველ ნინა დათეშიძეს „ალტერნატიულ მოდელობასთან” და „მანჩესტერ იუნაიტედთან“

„ალტერნატიული გლამური” – სამოდელო სამყაროს ამ სფეროში მოღვაწეობს წარმოშობით ქართველი მოდელი ნინა დათეშიძე, რომელიც დიდ ბრიტანეთში „ნინა დ-ს“ ფსევდონიმით არის ცნობილი, წარსულში კი ის საკუთარ თავს „ნინა ტერორს” უწოდებდა. თამამი იმიჯის მქონე მოდელი „თბილისელების” რესპონდენტია – ნინას ინგლისში დავუკავშირდით და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ.

 

– ნინა, სად დაიბადე და როგორ მოხვდი ინგლისში?

– დავიბადე მოსკოვში, მაგრამ, თბილისში ვარ გაზრდილი და მშობლებიც თბილისელები მყავს. საქართველოდან წასვლა ჩემი გადაწყვეტილება არ იყო, მამინაცვალი მყავს ინგლისელი და ამიტომ აღმოვჩნდი ბრიტანეთში.

– ცხოვრების ინგლისურ წესს როგორ შეეგუე, ხომ არ გაგიჭირდა თავიდან ენის ბარიერის დაძლევა? 

– აქაური კულტურა და ცხოვრება დიდად განსხვავდება საქართველოსგან. მაინცდამაინც დიდი დრო არ დამჭირვებია შესაგუებლად, ალბათ, იმიტომ, რომ ჩამოსვლისთანავე მომიწია უნივერსიტეტში ჩარიცხვა და იქ მალევე გავიჩინე ახალი მეგობრები, ვისი დახმარებითაც მოვახერხე ყოველგვარი სიძნელეების გადალახვა. ინგლისური კარგ დონეზე ვიცოდი, რადგან, თბილისში ამერიკულ კოლეჯში დავდიოდი; გარდა ამისა, 16 წლის ასაკში მონაწილეობა მქონდა მიღებული გაცვლით პროგრამაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვსწავლობდი ერთი წელი. ერთადერთი, თავდაპირველად გამიჭირდა ბრიტანულ აქცენტთან შეგუება, რადგან, ამერიკულ აქცენტს ვიყავი შეჩვეული.

– როგორც ვიცი, სელფორდის უნივერსიტეტში სწავლობდი ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე. დაამთავრე თუ არა სწავლა და პროფესიით მუშაობაზე თუ ფიქრობ?

– დიახ, სწავლა დავამთავრე და ჩემი პროფესია გამომადგა კიდეც.

– სამოდელო სფეროთი როდის დაინტერესდი და რა სახელით არის ცნობილი ის  „განხრა“, რომელშიც მოღვაწეობ?

– სტუდენტობის დროს შემამჩნია მოყვარულმა ფოტოგრაფმა და აქედან დაიწყო ყველაფერი. ჩემს სფეროს ჰქვია „ალტერნატიული მოდელობა”, ასევე, ვმუშაობ სხვა განხრით – „გლამური,” არის კიდევ „ალტერნატიული გლამური”.

– მოგვიყევი შენი იმიჯის შესახებ, ინტერნეტში „ემო-გოგოდ“ მოგიხსენიებენ. განსხვავებული ვარცხნილობა, თმის ფერი და პირსინგი ქართველი გოგოსთვის უცხო გარეგნობაა.

– თავიდან, როდესაც დავიწყე მოდელობა, ასეთი იმიჯი მქონდა და ამ იმიჯით მოვიპოვე პოპულარობა. რა თქმა უნდა, პირსინგები, ტატუები და არანატურალური თმის ფერი საქართველოში ნაკლებად არის მიღებული, დასავლეთისთვის კი ეს ყოველდღიური მოვლენაა და უფრო მარტივია ინდივიდუალურობის გამოვლენა. „ალტერნატივ ლაიფსტაილი” რასაც ჰქვია, აქ ძალიან პოპულარულია. ჩემს წრეში ბევრი ბიჭი და გოგოა, ვინც როგორც როკ-ვარსკვლავივი ისე გამოიყურება, და ამის მიუხედავად, ნორმალურად ცხოვრობენ – ბევრს აქვს ძალიან ორდინარული პროფესია და ჩვეულებრივი ცხოვრების სტილი.

– თამამი იმიჯის გათვალისწინებით, ხომ არ გქონია შემოთავაზება პორნოგრაფიული სტუდიებიდან, ან, ხომ არ გეგმავ, მომავალში პორნოფილმებში მოსინჯო ძალები?

– მე არ ვიცნობ არც ერთ მოდელს, რომლისთვისაც ერთხელ მაინც არ შეეთავაზებინოთ მსგავსი წინადადება. ჩემს გეგმებში პორნოფილმში მონაწილეობის მიღება არ შედის. 

– საქართველოში რომ ცხოვრობდე, თუ გარისკავდი იმავე საქმით დაკავებას?

– საქართველოში დიდი გასავალი ფეშენ-მოდელინგის გარდა არ არის, ასე რომ არც მექნებოდა მოდელობის შანსი. ასეთი გაგება, რაც ალტერნატივა და გლამურია, რაც აქ ძალიან პოპულარულია, ალბათ, საქართველოში ჯერ ვერ მკვიდრდება.

– შენი აზრით, როგორია იდეალური მამაკაცი?

– მე მიზიდავს არაორდინარული ინდივიდუალები – მომწონს ტატუები, პირსინგი და, რაც მთავარია, უნდა იყოს ჯენტლმენი და კარგად აღზრდილი, რაც ინგლისში, სამწუხაროდ, იშვიათობაა, სტერეოტიპების მიუხედავად. 

– შენ თუ გყავს საყვარელი ადამიანი?

– დიახ, მყავს, თუმცა, ამ თემაზე არ მსურს საუბარი (იცინის).

– თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული? მოგვიყევი შენი გატაცებების შესახებ. 

– ალბათ, როგორც ყველა ახალგაზრდა გოგოს, მიყვარს მეგობრებთან დროსტარება, მოგზაურობა, კინოში სიარული, კითხვა, მიყვარს პოეზია, როკ და მეტალ-კონცერტებზე დავდივარ ხშირად. სახლში მყავს საყვარელი ცხოველი – პატარა ენოტი.

– საქართველოში თუ ახერხებ ჩამოსვლას, თუ გყავს აქ მეგობრები ან ნათესავები?

– ალბათ, ოთხი წელია რაც არ ვყოფილვარ საქართველოში და მომავალში ძალიან მინდა ჩამოსვლა. მანდ მყავს რამდენიმე ახლო მეგობარი დარჩენილი, ნათესავებიც მყავს.

– ქართული კერძები თუ გენატრება?

– ძალიან მენატრება ქართული საჭმელი და სასმელი, ჩვენს სუფრას არაფერი შეედრება. „ბორჯომი“ მენატრება უზომოდ.

– ინგლისში, კერძოდ, მანჩესტერში ცხოვრობ და აუცილებლად უნდა გკითხო ფეხბურთის შესახებაც: თუ გიყვარს სპორტის ეს სახეობა და თუ ქომაგობ რომელიმე კლუბს?

– არ ვარ ფეხბურთის მოყვარული, მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ (იცინის).

– სამომავლო გეგმებზე გვითხარი ორი სიტყვით. 

– მომავალს რაც შეეხება, ამ წლისთვის დიდი გეგმები მაქვს, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი მეწყება, ჟურნალებით დაწყებული, ამერიკული სამოდელო სააგენტოებით დამთავრებული.

 

скачать dle 11.3