კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ბრუნდება გურამიკო ლომიძე სამუდამოდ საქართველოში და რაში უმართლებს მას ხშირ შემთხვევაში

ჯგუფი „ქუჩის ბიჭები” საკმაო პაუზის შემდეგ გააქტიურდა და მსმენელს რამდენიმე ახალი სიმღერა შესთავაზა. ჩვენი რესპონდენტი, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გურამიკო ლომიძეა, რომელმაც ზამთრის არდადეგები საქართველოში მოიწყო და ამერიკიდან ერთთვიანი ვიზიტით იმყოფებოდა სამშობლოში. მას გამგზავრების წინ, რამდენიმე საათით ადრე შევხვდით. რატომ დაიწყო მისთვის 2013 წელი გამორჩეულად და როგორ გაატარა ერთი თვე ქართულად საქართველოში, ამას და სხვა დანარჩენს, უკვე მისი ინტერვიუდან შეიტყობთ. 

– საქართველოში საკმაოდ გრძელვადიანი ვიზიტი გამოგივიდა ამჯერად. 

– დაახლოებით, ერთი თვე გამომივიდა საქართველოში ყოფნა, მაგრამ მაინც არ მეყო. ზაფხულშიც ერთი თვით ვიყავი. მინდოდა, სამი თვე მაინც დავრჩენილიყავი, მაგრამ ჩემი ბიზნესის გამო უკან დავბრუნდი. აწი ვგეგმავ, რომ წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვიდე.

– ეს ერთი თვე, რაც საქართველოში გაატარე, საკმაოდ აქტიური იყავი. მუშაობდი სტუდიაში, წერდი ახალ სიმღერებს და ასე შემდეგ...

– კი, ძალიან კარგად გავატარე ეს ერთი თვე. სტუდიაშიც ვიმუშავე, სამი თუ ოთხი კონცერტიც მოვასწარით ამ ერთ თვეში. დასასვენებლადაც ვიყავი ბაკურიანში და ასე შემდეგ.

– ვისთან ერთად ისვენებდი ბაკურიანში?

– მე, ჩემი ნიკუშა (შვილი) და ზურა ხაჩიძე. პიკასო ისედაც იქ არის, რესტორანი აქვს ბაკურიანში. 

– დღეს ამერიკაში ბრუნდები. რა განწყობა გაქვს გამგზავრების წინ?

– ცოტა სევდა შემომაწვა, როგორც ყოველთვის, საქართველოდან წასვლა არ მინდა. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ახლობლებს ვტოვებ აქ, მერე იმიტომ, რომ 14 საათი უნდა ვიფრინო. მოკლედ, მიყვარს საქართველო, რადგან ჩემს ქვეყანაში თავს კარგად ვგრძნობ. 

– ძირფესვიანად დაბრუნებას ხომ არ გეგმავ საქართველოში?

– სულ ვერ დავბრუნდები, რადგან ამერიკაშიც აწყობილი მაქვს ცხოვრება. ამიტომ, ორ ქვეყანას შორის ვიქნები გამოკიდებული.

– ჯგუფი „ქუჩის ბიჭები” ბოლო წელია, საგრძნობლად გააქტიურდა.

– 2011 წელს ორი ვიდეო გადავიღეთ. 2012-ში ჯგუფმა ერთი სიმღერა ჩაწერა. ასევე, გავაკეთეთ სოლო სიმღერები. რაც შეეხება 2013 წელს ორი ახალი სიმღერით შევეგებეთ. 2 იანვარს „სითი კლუბში” გვქონდა კონცერტი, 4-ში – სამტრედიაში, ღია ცის ქვეშ და ძველით ახალ წელს – ისევ, „სითი კლუბში.” ასევე კონცერტი გვქონდა ბაკურიანშიც.

– „ქუჩის ბიჭების” გულშემატკივრებს გაუხარდათ თქვენი დაბრუნება.

– ჩვენ არ გავჩერდებით, ზაფხულისთვისაც სერიოზულ პროექტებს ვგეგმავთ და ვნახოთ, თუ გამოგვივა, კარგი იქნება.

– „ქუჩის ბიჭები” ისე გააქტიურდით, მგონი, ძველი დრო ბრუნდება თქვენთვის.

– კი, ასეა და საკმაოდ კმაყოფილი ვარ კონცერტებით. ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო, ყველა კმაყოფილი დარჩა და კარგად გაერთნენ. მახარებს ის ფაქტი, რომ ხალხს ჯერ კიდევ ვახსოვართ.

– რამდენიმე საათში მიემგზავრები ამერიკაში. ბოლო წუთებამდე სტუდიაში მუშაობ.

– ქართველებს როგორც გვჩვევია, ბოლო წუთებამდე ვიტოვებთ საქმეს და არც მე ვარ გამონაკლისი. გაზაფხულის ბოლოს რომ ჩამოვალ, კლიპს მერე გადავიღებთ. მანამდე, შეიძლება, ჩემი სოლო სიმღერა დასრულდეს. პაატას აქვს ასევე ახალი სოლო სიმღერა. ზურამ ახალ წელს უკვე გაუშვა თავისი ახალი სიმღერა რადიოში. ასე თუ ისე, კონცერტებზე სიმღერების ნაკლებობას არ განვიცდით.

– რამდენი წლისაა „ქუჩის ბიჭები?”

– 16 წლის. 

– გარდა იმისა, რომ წლები მოგემატათ, რა შეიცვალა თქვენში ამ დროის განმავლობაში?

– დრო მიდის, უბრალოდ, თორემ ჩვენ არ ვიცვლებით, მხოლოდ ასაკი გვემატება. მართალია, დრო ძალიან სწრაფად გადის, მაგრამ გული მაინც არ ბერდება, ვერთობი როგორც შემიძლია.

– უფროსი შვილი უკვე 10 წლის გყავს, რომელიც ძალიან გახარებული იყო შენი ჩამოსვლით.

– ნიკუშა უკვე იმხელა ბიჭია, ცოტა ხანში ძმაკაცივით მეყოლება. 

– უმცროსი რამდენი წლის არის?

– 2 წლის. ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

– როგორი მამა ხარ?

– ვფიქრობ, ძალიან კარგი მამა ვარ.

– როგორ იყოფა შენი ყურადღება მათ მიმართ? ერთი შვილი შორს გყავს, მეორე ახლოს.

– ყოველთვის ორივე მენატრება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ დროს ვერ ვატარებ შვილებთან, ვფიქრობ, ორივეს ვუყვარვარ. ყოველ შემთხვევაში, არც ერთს არაფერს ვაკლებ, რითაც შემიძლია, იმით ვეხმარები ორივეს. საკმაოდ მზრუნველი მამა ვარ და ორივე ძალიან მიყვარს. თუ რამდენად ვუთმობ მათ დროს, ეს უკვე ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარეობს. ხან იქით ვარ, ხან – აქეთ, მუშაობა, თან ბიზნესი და ასე შემდეგ. ბევრ რაღაცას ვარ გამოკიდებული, ასე რომ ვთქვათ და ამიტომ, ცოტა დრო მრჩება ბავშვებისთვის. თუმცა, ასე თუ ისე, მაინც ვახერხებ მათთან ურთიერთობას.

– როგორი იყო შენთვის 2012 წელი?

– სიმართლე გითხრა, 2012 წელი საკმაოდ წარმატებული იყო ჩემთვის. ძალიან კარგად წავიდა ჩემი საქმეები ამერიკაშიც და საქართველოშიც. ჩემმა ახალმა სიმღერამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მინდოდა, საქართველოში კლიპიც გადამეღო, მაგრამ ვერ მოვასწარი. თუმცა, ვერც ამის საჭიროებას ვხედავ ჯერჯერობით. მართალია, 2012 წელი ჩემთვის კარგი იყო, მაგრამ იმედი მაქვს. 2013 კიდევ უფრო უკეთესი იქნება. „ქუჩის ბიჭებს” ერთმანეთი დაგვებედა, თან კონცერტით. იდეები და პროექტები კარგი გვაქვს და რა ვიცი, იმედია, განვახორციელებთ.

– სამომავლოდ ხომ არ გეგმავთ, რომ „ქუჩის ბიჭების” შვილებმაც ერთად იმღერონ? ნიკუშა თუ მღერის?

– იდეაში ესეც გვაქვს. ნიკუშას ცოტა მერყევი სმენა აქვს, მაგრამ შეიძლება, დამუშავება. ვნახოთ, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ბავშვები ერთად ვამღეროთ. ყოველ შემთხვევაში, მათთვის სიმღერა აუცილებლად უნდა დაიწეროს. ჩვენი ბავშვების კვარტეტს აუცილებლად გავაკეთებთ. მათ შორის ორი გოგო და ორი ბიჭი იქნება. პიკასოსაც ბიჭი ჰყავს, ზურასა და პაატას კი – გოგონები. ჩემი ყველაზე უფროსია.

– ხშირად გიმართლებს?

– სხვათა შორის, ხშირად მიმართლებს. ალბათ, იმიტომ, რომ მიზანდასახული ვარ. მიზანს რომ დავისახავ, ყოველთვის ვიბრძვი მის მისაღწევას. მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე კრახი ჩემს ცხოვრებაში. ანუ, ყოფილა შემთხვევა, როცა, სამწუხაროდ, რამდენჯერმე მიზნისთვის ვერ მიმიღწევია. 

– იმედგაცრუებას, ხშირ შემთხვევაში, თან ახლავს ნერვიულობა და დეპრესია. შენს შემთხვევაში როგორ ხდება?

– რასაკვირველია, იმედგაცრუებას ნერვიულობა მოჰყვება, მაგრამ ეს გარეგნულად არ მეტყობა. ყველაფერი მაინც გულში ილექება. ვიცი, ეს ცუდია, მაგრამ ასეა.

– ვინც პირადად არ გიცნობს, ყველას საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ჰგონიხარ. რეალურად როგორია გურამიკო?

– ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, ფეთქებადი – ნაკლებად. თუ ძალიან არ გამაბრაზეს, თითქმის არასდროს გამოვდივარ წყობიდან. ბევრი ჩემს სიღრმეებში ვერ ჩადის, რადგან ძალიან ღრმაა. 

– ანუ, ბევრი ვერ გიგებს?

– პირიქით, ბევრი ძალიან ადვილად მიგებს, მაგრამ ბოლომდე სიღრმეში, ერთეულები თუ შედიან. 

– თავად თუ შეგიძლია სხვების ბოლომდე გაგება?

– არ ვიცი, ეს ადამიანისგან მომდინარეობს. თუ ძალიან დამაინტერესა, მაშინ ვცდილობ, ბოლომდე ჩავწვდე მის სულს. ხშირ შემთხვევაში, გამომდის. 

– 2013 წელი იმითაც დაიწყო შენთვის გამორჩეულად, რომ ახალ წელს საქართველოში შეხვდი.

– 6 წელია, ახალ წელს საქართველოში არ შევხვედრივარ. მომბეზრდა ამერიკული ახალი წელი და ჩამოვედი.

– მორიგი ვიზიტი როდის გექნება საქართველოში?

– მაისის ბოლოს აქ ვიქნები და საკმაოდ დიდი ხნით, ყველაფერს ისე ვგეგმავ, თუ არაფერი შეიცვალა, შეიძლება ერთი წლითაც კი ჩამოვიდე, ზუსტად არ ვიცი. 

скачать dle 11.3