კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება სურნელის ძალა ორ ადამიანს შორის სასიყვარულო უხილავი ძაფების გამბმელი

სწორად შერჩეული სურნელი მხოლოდ ამძაფრებს სიყვარულის გრძნობას და ქმნის შესაფერის განწყობას – რომანტიკულს, ეროტიკულსა და ვნებიანს. ერთი სიტყვით, სუნი ამძაფრებს, აღაგზნებს და აძლიერებს ჩვენს გრძნობებს. ღამით, მშვიდად ძილის დროს კი, შესაძლოა, ისე შეიცვალოს თქვენი ბედი, რომ თავადაც გაოგნებული დარჩეთ. ამ თემებთან დაკავშირებით ბევრს გვიჩნდება კითხვები, რომელზეც პასუხს ვერსად ვპოულობთ. ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, ბატონი დავითი, უკვე წლებია, ამ საკითხებით დაინტერესდა, არაერთი კვლევა ჩაატარა და დასკვნებიც გამოიტანა.

დავითი: ბევრი ისეთი კითხვა უჩნდება ადამიანს, რაზეც ხშირად პასუხს ვერ იგებს. უფრო სწორად, პასუხი ისეთმა ადამიანმა უნდა გასცეს, რომელიც მსგავს თემებში კომპეტენტურია. ჩემ გარშემო ბევრია დაბნეული და ცხოვრებისგან გზაკვალარეული. მათ ბევრ საკითხში უჭირთ გარკვევა. ამიტომ, მინდა, ჩემი გამოცდილებისა და კვლევების საფუძველზე შექმნილი ის ფაქტები და დასკვნები გაგაცნოთ, რომელიც აუცილებლად ყველას დაეხმარება. 

– ბატონო დავით, დავიწყოთ ამა თუ იმ სურნელის ძალის შესახებ. ამბობენ, სუნს აქვს  უნიკალური თვისება – გამოიწვიოს ადამიანში სხვადასხვა ასოციაცია და გააღვიძოს მოგონებები; ასევე, არომატის ძალით, ორ ადამიანს შორის, შესაძლოა, უხილავი სასიყვარულო ძაფები გაიბას. ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ უკვე წლებია, მუშაობთ. იქნებ, ჩვენც გაგვანდოთ სუნისა და არომატის საიდუმლო?

– აუცილებლად გაგანდობთ, რადგან, დარწმუნებული ვარ, პირადი ცხოვრების მოწყობაში ჩემი რჩევები ნამდვილად წაგადგებათ. დღეს უამრავი სუნამო იყიდება, შესაბამისი რეკლამაც უკეთდება და ბევრი იმის გამოც ყიდულობს და ისხამს, რომ, უბრალოდ, მოდაშია, სიახლეა ან ნაჩუქარია. ეს არასწორი მიდგომაა და, ამით, შესაძლოა, პირად ცხოვრებაში პრობლემები შეიქმნათ. მოკლედ, სწორად შერჩეული სურნელი, მხოლოდ ამძაფრებს სიყვარულს და რომანტიკულ, ეროტიკულ და ვნებიან გარემოს ქმნის. სუნი აღაგზნებს და აძლიერებს ჩვენს გრძნობებს. მაგალითად, თუ გრძნობთ, რომ შეყვარებულის ლტოლვა თქვენდამი ისეთი აღარ არის, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში იყო, ანუ, დროთა განმავლობაში შენელდა, სასწრაფოდ იზრუნეთ სუნამოს ან შხაპის გელის შეცვლაზე. გაიხსენეთ და  გამოიყენეთ ის სურნელი, რომელსაც მასთან პაემანზე, პირველი შეხვედრების დროს იყენებდით. უკვე დამტკიცებულია და პარაფსიქოლოგთა მიერ აღიარებულია, რომ სუნს აქვს უნიკალური უნარი – ადამიანებში სხვადასხვა ასოციაცია გამოიწვიოს და გააღვიძოს მიძინებული მოგონებები. სხვათა შორის, სუნი სერიოზულ გავლენას ახდენს თავის ტვინზე, კერძოდ, ააქტიურებს რეფლექსებს და პარტნიორებიც თითქოს მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს.

– მართალია, რომ ნივთიერება აფროდიზიაკი, რომელიც ბოლო წლებში ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიაში, ამძაფრებს ადამიანში სექსუალურ აქტივობას? 

–  აფროდიზიაკი არის ნივთიერება, რომელიც აძლიერებს სექსუალურ აქტივობას. ის საკმაოდ დიდი ხნის წინათ გამოიყენებოდა პარფიუმერიაში, განსაკუთრებით კი რენესანსის ხანაში, საფრანგეთის მეფის კარზე. ვინც ისტორიით ინტერესდება, მოეხსენება, რა ხდებოდა იმ პერიოდში საფრანგეთში, მეფის სასახლეში და ამაზე არაერთი სასიყვარულო ფილმიცაა გადაღებული. ერთი სიტყვით, ფრანგი კურტიზანი ქალები ჭკუიდან შლიდნენ მამაკაცებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ სუნამოებს სულაც არ ჰქონდა ნაზი, რბილი და სასიამოვნო სურნელი. ადამიანის სხეულის ბუნებრივი სუნი საპირისპირო სქესს იზიდავს – ესეც სრული სიმართლეა და, ვინც არომათერაპია-პარაფსიქოლოგიის კუთხით მუშაობს, კარგად იცის. სექსუალური სუნი ძირითადად, ორ ჯგუფად იყოფა: ნატურალური, ანუ, სხეულის ბუნებრივი სურნელი და ხელოვნური, ანუ, ეგრეთ წოდებული ხელოვნურ-სასიგნალო. სექსუალურ პარტნიორებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას სწორედ ბუნებრივი სუნი ახდენს, მაგრამ, თუ სხეულის სურნელი ვნებას აღვიძებს, შესაფერის ინტიმურ ატმოსფეროს სწორედ ხელოვნურ-სასიგნალო სურნელი ქმნის. მარტივი ენით რომ აგიხსნათ, თუ ადამიანზე შთაბეჭდილების მოხდენა, მისი გაგიჟება, დამონება და გადარევა გსურთ, მასთან ინტიმურ შეხვედრაზე მიდით თქვენი ბუნებრივი სურნელით, ოთახში კი დაანთეთ ვარდის ან ჟასმინის სურნელის მქონე ჩხირები ან სანთლები. ეს არომატი მასზე ისე იმოქმედებს, რომ, შესაძლოა, თქვენი ალერსის გარეშე ცხოვრება ვეღარ შეძლოს. დამეთანხმეთ, საკმაოდ მარტივი „სატყუარაა“ კაცის გულის დასაპყრობად.

– გეთანხმებით. მაგრამ, მგონი, ამ დროს ადამიანის ბედისწერა უფრო მეტად აქტიურობს,  ვიდრე სურნელოვანი ჩხირების ან სანთლების არომატი. 

– ყოველთვის ვამბობ, რომ ყველა ქალი ურწმუნოა, მაგრამ, შანსს ხელიდან მაინც არ უშვებენ-მეთქი (იცინის). არ მეგულება ქალი, ამაში დამეთანხმოს, მაგრამ არც ისეთი ქალი მეგულება, რომ ეს ერთხელ მაინც არ სცადოს. ვინც გამოსცადა სურნელოვანი ჩხირებისა თუ სანთლების არომატების ძალა საძინებელში, მან ადვილად დაიპყრო სასურველი მამაკაცი და მისი ვნება და სიყვარულიც მალევე მოიპოვა. მერწმუნეთ, ასეა და, ეს მე კი არ მოვიგონე, არამედ, კვლევების საფუძველი მაძლევს ამის თქმის უფლებას. აკი გითხარით კიდეც, რომ სურნელს უძველესი დროიდან იყენებდნენ ქალები მამაკაცის გულის დასაპყრობად და ეს წარმატებით გამოსდიოდათ კიდეც. ადრე, ქორწილის პირველ ღამეს, აუცილებლად ანთებდნენ ნეფე-პატარძლის საძინებელ ოთახში ვარდისსურნელიან სანთლებს და დგამდნენ წყლიან ჭურჭელს, სადაც ვარდის ფურცლები იყო ჩაყრილი. თქვენი აზრით, ეს რაში სჭირდებოდათ? იმისთვის, რომ მათი ქორწინების პირველი ღამე უფრო ვნებიანი ყოფილიყო და მათი ცხოვრება მომავალშიც ვარდის ფურცლებით მოფენილიყო. ეს ძველი ტრადიციაა და ზოგ ქვეყანაში დღემდეა შემორჩენილი. 

– პირად საუბარში მითხარით, რომ, არ არის გამორიცხული, ადამიანის ბედი  ერთ ღამეში შეიცვალოსო. იქნებ, დააკონკრეტოთ, რას გულისხმობდით ამაში?

– ძილი არის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც ადამიანს უხილავ ენერგეტიკულ სამყაროსთან აახლოებს და აკავშირებს. ამ ყველაფერს კი რეალურ, ფიზიკურ ცხოვრებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს. ბედის შეცვლა სიზმარში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ადამიანს ფხიზელი ცნობიერების შენარჩუნება შეუძლია, რაც ყველას როდი ძალუძს. შემიძლია, რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რომელიც ამაში დაგეხმარებათ: სანამ დაძინებას გადაწყვეტთ, დადექით ონკანთან და გამდინარე წყალს დააკვირდით, შემდეგ ფანჯარასთან მიდით და ცას უყურეთ რამდენიმე წუთი. მოტრიალდით და ისევ ონკანთან დაბრუნდით, მშვიდი ძილი და ბედის უკეთესობისკენ შეცვლა შესთხოვეთ გამდინარ წყალს და უხმოდ დაწექით დასაძინებლად. დამიჯერეთ, რამდენჯერმე გააკეთეთ ასე და, თავად დარწმუნდებით, რომ თქვენს ბედში სასიკეთო ძვრები მოხდება, სასიამოვნო სიზმრებიც გარანტირებული გექნებათ და დილით კარგ განწყობაზეც გაიღვიძებთ. საერთოდ, როცა ადამიანს კეთილი ზრახვები ამოძრავებს და ბოღმა და სამაგიეროს გადახდის სურვილი არ აქვს ქვეცნობიერში ჩადებული, მას კოშმარული სიზმრები არ ესიზმრება. ასე რომ, თუ მშვიდი ძილი და ნათელი მომავალი გსურთ, აუცილებლად უნდა შეასრულოთ ის რიტუალი, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ.

скачать dle 11.3