კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: სრულდება თუ არა წყევლა და რა ძალა აქვს მას?

პასუხი: წყევლა ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა. ის მრისხანების ცოდვას მიეწერება და როცა ვიღაცას სწყევლის ადამიანი, ამით ბოროტი ძალის ნებას ასრულებს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ამქვეყნად, სადაც მუდმივი ჭიდილია სიკეთისა და ბოროტების, ზოგჯერ სიკეთეც მარცხდება. თუკი ჩვენს კეთილ სურვილებს უფალი შეისმენს და ახორციელებს, ბოროტს – დემონიც უსმენს და ასრულებს. ხოლო, როცა ვცოდავთ, ჩვენივე ნებით შემოდის ჩვენს ცხოვრებაში ბოროტი ძალა. წყევლისას ადამიანის ნება მის ნებას ემთხვევა. ამიტომ, ყოველი ადამიანი უნდა დაფიქრდეს, სანამ საკუთარ თავს და მოყვასს ბოროტის ზეობისთვის გაიმეტებს. აჯობებს, უფალს სთხოვოთ, რომ იმ ადამიანს, ვინც ტკივილი მოგაყენათ, გონება გაუნათოს.

კითხვა: როგორ მოვიქცეთ, თუ ტაძარში მღვდელმსახურების დროს სივიწროვის გამო, იძულებულნი ვართ, უახლოეს ხატთან ზურგით ვიდგეთ?

პასუხი: როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა, ტაძარში მიმდინარეობს წირვა-ლოცვა და ხალხმრავლობის გამო სივიწროვეა, ხატთან ზურგშექცევით დგომა ცოდვაში არ ჩაგეთვლებათ. იდექით მშვიდად და უსმინეთ მღვდელმსახურებას.

კითხვა: რამდენჯერ უნდა ვაკურთხებინოთ მოძღვარს ხატები და როდის?

პასუხი: ხატები მღვდელმსახურის მიერ ერთხელ იკურთხება: მათი შექმნისა თუ ეკლესიის გარეთ შეძენის შემდეგ. ხოლო, ხატი უნდა იკურთხოს ხელმეორედ მისი რესტავრაციის შემდეგ, თუ მისი იერსახე დაკარგულია.

კითხვა: შეიძლება თუ არა გულის გადასაყოლებელი წიგნების კითხვა, რომელთაც არანაირი სულიერი ღირებულება არ გააჩნიათ და მხოლოდ ართობენ ადამიანს? ეს ცოდვაში ხომ არ ჩაგვეთვლება?

პასუხი: მხოლოდ გულის გადასაყოლებლად მდარე შინაარსის წიგნების წაკითხვა საკუთარი თავის მოწამვლას ნიშნავს. უქმადმოსიტყვე წიგნების კითხვას მოჰყვება სულის გამოფიტვა, სიცარიელე და ადამიანის დაშორება ღმერთისგან. გირჩევთ, იკითხოთ წმიდანთა ცხოვრება, რაც ჩვენი ცხონებისთვის ყოველივე აუცილებელს მოიცავს. წმიდანთა ცხოვრება გვასწავლის, როგორ დავიცვათ უფლის მცნებები და ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს.

скачать dle 11.3