კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ცნობილი საავადმყოფო აჩუქა თბილისს სომეხმა მეცენატმა მიქაელ არამიანცმა და რის გამო აფენდა მის სახლთან ბალახს ქალაქის მოსახლეობა

 

თბილისის ისტორიაში უდიდესი კვალი აქვთ დატოვებული ცნობილ სომეხ მეცენატებს. მათი ფინანსებითა და სურვილით არაერთი ლამაზი შენობა აიგო, რომელთა უმეტესობამ დღემდე მოაღწია და თანამედროვე თბილისის სახედ ითვლება. მელიქ-აზარიანცის, თამამშევის, მანთაშევისა და სხვათა გვერდით ღირსეული ადგილი უკავია კიდევ ერთ სომეხ მეცენატს, მიქაელ არამიანცს – ადამიანს, რომელმაც საყვარელ ქალაქს საავადმყოფო აჩუქა და რომლის ფინანსებით სასტუმრო „თბილისი მარიოტის” ნაგებობა აშენდა.

მიქაელ არამიანცი

თბილისისადმი სიყვარულით განთქმული მიქაელ ოვსეპის ძე არამიანცი მთიან ყარაბაღში დიაბადა 1843 წელს. მიქაელი ბავშვობიდან ოცნებობდა თბილისის გიმნაზიაში სწავლაზე, თუმცა თავრიზში მოხვდა, სადაც ალექსანდრე მანთაშევს დაუმეგობრდა და მათ ერთად დაიწყეს კომერციული საქმიანობა. 1871 წელს არამიანცი პირველად ჩამოვიდა თბილისში და ვაჭრობა დაიწყო – ის ნატურალური აბრეშუმითა და მატყლით ვაჭრობდა; ასევე, თეირანში, თავრიზსა და მარსელში შაქრის ბიზნესში იყო ჩართული. იმ დროისთვის არამიანცის კაპიტალი ერთ მილიონ რუბლს შეადგენდა. 1877 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, არამიანცმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა – ვაჭრობა ჩავარდა და ის გაკოტრების პირას იდგა. 1884 წელს მისი კაპიტალი მხოლოდ 40 ათას რუბლს შეადგენდა. მან გადაწყვიტა, სანავთობო ბიზნესში ჩართულიყო, 1898 წლისათვის კი მისმა კაპიტალმა ცხრა მილიონ რუბლს გადააჭარბა, რამაც მას ქველმოქმედების საშუალება მისცა. მიქაელ არამიანცის მეუღლე იყო თბილისელი კომერსანტის ქალიშვილი – ეხისაპეტ შოლკოიანცი, რომელთანაც არამიანცს ხუთი შვილი ჰყავდა. მილიონერის ცოლის სტატუსმა ეხისაპეტზე ცუდად იმოქმედა – ქალი მუდამ გართობაზე ფიქრობდა და, ასევე, უამრავი საყვარელი ჰყავდა, რის გამოც არამიანცის ოჯახში ხშირი იყო სკანდალები. ეხისაპეტს რომანი ჰქონდა ცნობილ თბილისელ სომეხ ალფონსთან, გევორგ შალამიანთან. ამის შესახებ ინფორმირებული იყო არამიანცი და, საბოლოოდ, ის დაშორდა მეუღლეს. არამიანცს რომანი ჰქონდა თბილისელ ლამაზმანთან, ევგენია შხიანცთან, რომელსაც ოლგას (ამჟამინდელ კოსტავას) ქუჩაზე სამსართულიანი სახლი აუშენა. ევგენიასთვის არამიანცმა პარიზში შეუკვეთა ბრინჯაოს ქანდაკება – „ირმები”, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ითვლებოდა თბილისის სიმბოლოდ. სამწუხაროდ ადამიანი, რომელიც არამიანცს უზომოდ უყვარდა, თავის ერთ-ერთ საყვარელთან ერთად გაიქცა და წლების შემდეგ ავადმყოფი დაუბრუნდა მიქაელ არამიანცს, რომლის ხელზე დალია კიდეც სული. 1907 წელს არამიანცს შვილი – სოგომონი მოსტაცეს, როცა ის სკოლიდან სახლისკენ მოდიოდა და მხოლოდ ასობით ათასი რუბლის გადახდის შემდეგ დაუბრუნეს უვნებლად. ამის შემდეგ არამიანცმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო: მისი უფროსი ვაჟი, ოვანესი, 1908 წელს მძიმედ დაავადდა და, მიუხედავად იმისა, რომ მიქაელმა საუკეთესო ექიმები ჩამოუყვანა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არამიანცი დიდად პატივცემული ადამიანი იყო თბილისში. ამბობენ, რომ, როდესაც იგი ავადმყოფობდა მადლიერი თბილისელები მაჩაბლის ქუჩაზე, მის სახლთან, ბალახს აფენდნენ, რათა ფაეტონებს და დროშკებს უხმაუროდ ჩაევლოთ. როდესაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, რომელმაც არამიანცს ჩამოართვა მისი დიდძალი ქონება. სიცოცხლის ბოლო წლებში მიქაელ არამიანცი, თურმე, თავის მიერვე აშენებულ სასტუმრო „მაჯესტიკთან” („თბილისი მარიოტი”) მიდიოდა, ჯდებოდა ქუჩის პირას და თავისთვის გაიძახოდა: „რა დრო იყო”?! მიქაელ არამიანცი 1924 წელს გარდაიცვალა, იგი ხოჯივანქის სასაფლაოზე დაკრძალეს. სამწუხაროდ, სასაფლაოს აღების შემდეგ არამიანცის საფლავი დაიკარგა.

„არამიანცის საავადმყოფო”

საავადმყოფოს აშენების იდეა მიქაელ არამიანცს 1902 წელს გაუჩნდა. მან შესაბამისი წერილით მიმართა ქალაქის თავს, კნიაზ არღუტინსკის და თანხმობა მიიღო. 1904 წელს ავლაბარში, თბილისელი არქიტექტორის, ზურაბიანის პროექტით დაიწყო საავადმყოფოს მშენებლობა. პროექტი ისე იყო შედგენილი, რომ საჭიროების შემთხვევაში, შენობის ოთხ მცირე ზომის საავადმყოფოდ დაყოფა შეიძლებოდა, ეს მაშინ გახდებოდა საჭირო, თუკი ქალაქში ეპიდემია გაჩნდებოდა და ავადმყოფების იზოლირება იქნებოდა აუცილებელი. საავადმყოფოს ჰქონდა სამეურნეო კორპუსი, ცენტრალური გათბობა, საკუთარი ელექტროსადგური, უახლესი სავენტილაციო სისტემა, პროზექტურა, სამზარეულო და სამრეცხაო. საავადმყოფო აღჭურვილი იყო იმ დროისთვის უახლესი აპარატურით, მათ შორის – რენტგენის აპარატით, რომელიც არამიანცმა პირადად ჩამოიტანა ევროპიდან. „არამიანცის საავადმყოფო” იყო ერთ-ერთი პირველი საავადმყოფო მთელ ევროპაში, სადაც უფასოდ მიმდინარეობდა მკურნალობა და ოპერირება. სამედიცინო პერსონალს ხელფასს პირადად არამიანცი უხდიდა. 120 საწოლზე გათვლილ საავადმყოფოში იმ პერიოდის საუკეთესო ექიმები მუშაობდნენ. საერთო ჯამში, საავადმყოფოს მშენებლობასა და მის მოწყობაზე მიქაელ არამიანცს ერთ მილიონამდე რუბლი ჰქონდა დახარჯული. ამჟამად საავადმყოფო ქალაქის პირველი საავადმყოფოს სახელს ატარებს, თუმცა, ხალხი მას მაინც „არამიანცის საავადმყოფოს” სახელით მოიხსენიებს. ცნობისთვის, საავადმყოფო მიქაელ არამიანცმა ქალაქს აჩუქა და ამისთვის სამადლობელი წერილი მიიღო პირადად რუსეთის იმპერატორისგან, ნიკოლოზ მეორისგან.

არამიანცის სხვა პროექტები

საავადმყოფოს აშენებიდან რამდენიმე წელიწადში მიქაელ არამიანცმა თბილისს კიდევ ერთი ცნობილი შენობა აჩუქა – არქიტექტორ გაბრიელ ტერ-მიქელოვის პროექტით აშენებული სასტუმრო „მაჯესტიკი”, რომელიც ამჟამად „თბილისი მარიოტის” სახელით არის ცნობილი. ტერ-მიქელოვმა არამიანცის დაფინანსებით, პროექტის შედგენამდე ევროპაში იმოგზაურა და სასტუმროს გეგმის შედგენისას იქ ნანახი არქიტექტურული ელემენტები გამოიყენა. 1915 წელს   პარიზში   ახლად გახსნილ „მაჯესტიკს” გრან-პრი და ოქროს მედალი მიაკუთვნეს, როგორც ევროპის საუკეთესო სასტუმროს. არამიანცის საკუთრებაში იყო ამჟამინდელი თეატრალური უნივერსიტეტის შენობა, სადაც ადრე სასტუმრო „პალას ოტელი” და კინოთეატრი „არფასტო” იყო განთავსებული; ასევე, შემოსავლიანი სახლი ოლგას (კოსტავას) ქუჩის ¹23-ში, რომელიც საბჭოთა პერიოდში მფლობელს ჩამოერთვა და მის ეზოში „ვერის ბაზრის” სახელით ცნობილი ბაზარი ფუნქციონირებდა. 

 

скачать dle 11.3