კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

ცხენი – საქონელში

„როცა გშია…“

სოფლის მეურნეობის ჩვენებური მინისტრისგან ორიოდე კვირის წინათ შევიტყვეთ, რომ საქონლისად შეფუთულ ცხენისა და ვირის ხორცს მივირთმევდით. ბუნებრივია, ეს ყოველივე ჩვენს განვითარებადობას დავაბრალეთ (ღარიბთა ქვეყანაში ვირის ხორციც საქმეა), თუმცა, აღმოჩნდა, რომ საქმე უკეთ არც ევროკავშირელებს ჰქონიათ.

კერძოდ, ლაბორატორიული ანალიზით, საკვების მწარმოებელი უდიდესი შვეიცარიული  კომპანია „ნესტლეს“ ხორცპროდუქტებში ცხენის ხორცი აღმოჩნდა. მართალია, ვითარება არც ისე მძიმეა, როგორც ჩვენთან, რადგან, იტალიისა და ესპანეთის მარკეტებიდან ამოღებული საქონლის ხორცის ნახევარფაბრიკატებში ცხენის ხორცის შემცველობა მხოლოდ 1 პროცენტი ყოფილა, მაგრამ, ამის მიუხედავადაც, კომპანიამ პროდუქციის გაყიდვა შეაჩერა.

უფრო მეტიც, საქონლის გაყინულ ნახევარფაბრიკატებში ცხენის ხორცი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინეს: დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ირლანდიაში, ესპანეთში, იტალიასა და რუმინეთში.

იმის გათვალისწინებით, რომ  თვით ევროკავშირელებისთვისაც კი უკადრებიათ ცხენის ხორცი, ადვილი წარმოსადგენია, რა ორომტრიალი იქნება ჩვენებურ ნახევარფაბრიკატებში. თუმცა, სახელდობრ, ჩვენთან მიმართებაში, ისიცაა, როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცხენის ხორციც) შაქარია.

скачать dle 11.3