კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ზეწრებში გახვეული„ ხელოვნება

11 იანვარს გალერეა „ვანდაში“ კიდევ ერთხელ შედგა ორი ნიჭიერი ხელოვანის – ლევან მინდიაშვილისა და უტა ბექაიას ტანდემი. ისინი   დიდი ხანია‚ უცხოეთში ცხოვრობენ: ლევანი – ბუენოს-აირესში, ხოლო უტა – ნიუ-იორკში. რამდენიმე წლის წინ მათ ერთმანეთის ნამუშევრები ინტერნეტში ნახეს, მოეწონათ და მას შემდეგ არაერთი წარმატებული ჩვენება და პერფორმანსი გააკეთეს. ლევანი ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება და კვლავ განაგრძობს მარტოც და უტასთან ერთადაც საინტერესო პროექტების განხორციელებას. ცოტა ხნის წინ „თბილისი ფეშენ-ვიქზე“ მათ მიერ გამართულმა პერფორმანსმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ისევე, როგორც 11 იანვარს გამართულმა ერთობლივმა პერფორმანსმა. 

ლევან მინდიაშვილი: „ერთი წლის წინ გადავწყვიტე, რომ აღარ მეხატა აღარც ადამიანის სხეული და არც ადამიანები; თან, იმ პერიოდში დავიწყე პერფორმანსების გაკეთება, ანუ, თავად დავიწყე სხეულთან მუშაობა. ამიტომ, ნაკლებად აქტიური გახდა იმის დახატვა, რისი გაკეთებაც ფიზიკურად შემეძლო. ამ დროს გაჩნდა ახალი ურბანისტული სერია“. ამ სერიის გაგრძელებას წარმოადგენდა 11 იანვარს „ვანდაში“ გამართული გამოფენა‚ სახელწოდებით – „ზეწრებში გახვეული“, რომელიც 5 წლის შემდეგ საქართველოში ლევანის მიერ განხორციელებული პირველი გამოფენა იყო. შესაბამისად‚ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მათ შორის მეც, ამ დღეს მოუთმენლად ველოდით. ზეწრებში გახვეული მხატვრის პირადი საგნები, ინტიმური დეტალები, ნამდვილი დიალოგი იყო ნამუშევრებსა და მაყურებელს შორის. როგორც ლევანს არაერთხელ უთქვამს, მას, როგორც ხელოვანს‚ ყველაზე მეტად აინტერესებს ადამიანის ქვეცნობიერში ჩამალული კონსტრუქციები, მათი გაშიშვლება, რადგან მისი ხელოვნების მთავარი თემა ადამიანის ინტიმურობა, მისი პირადი ცხოვრება და გრძნობებია. 

скачать dle 11.3