კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

როგორ გამოკეტეს მაცივარში რაჭველი ბეჟიკო მთელი ღამით

რაჭველმა ბეჟიკო სხირტლაძემ სკოლა დაამთავრა, სამხედრო სამსახურიც მოილია, მაგრამ, უმაღლესში ვერ მოეწყო. თბილისში ბიძამისმა, რაჟიკო სხირტლაძემ, ხორცკომბინატში მოაწყო მუშად – პურის ფული გექნებაო.

ბეჟიკოს მოვალეობაში შედიოდა მაცივრიდან ხორცის გამოტანა და სამომხმარებლო მანქანებში ჩატვირთვა. 

ჯანმაგარ ბიჭს საქმე არ გასჭირვებია. ის ალალად და გულმოდგინედ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, უფროსებიც კმაყოფილებას ვერ მალავდნენ და არც თვითონ უჩიოდა ბედს, რომ არა ერთი ავბედითი შემთხვევა.

ერთ საღამოს, ბეჟიკო, ჩვეულებრივ, გულმოდგინედ და პატიოსნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ფუსფუსებდა  მაცივარში, მაგრამ, ცვლის უფროსმა ვერ შეამჩნია, კარი გარედან ჩაკეტა და სახლში წავიდა...

გვარითა და ჯიშით ნამდვილმა რაჭველმა გვიან დახედა საათს და – ჩემი სახლში წასვლის დროც ქვე მოსულა, შე კაცოო, – ჩაუბურდღუნა თავის თავს, მაგრამ, ნურას უკაცრავად – მაცივრის კარი ჩაკეტილი დახვდა. ეჯაჯგურა, ეჯაჯგურა და, რომ ვერ გააღო, დაჯდა და ჩაფიქრდა – ქვე, რაღა ვქნა ახლაო.

რაჭველი იყო და კარგა ხანს ფიქრობდა. ყინვამ შემოუჭირა. ნელ-ნელა, თუმცა, საფუძვლიანად აკანკალდა... გვიან, მაგრამ, მაინც მიხვდა, რომ დილამდე საშველი არ იქნებოდა და თავში ბრწყინვალე აზრი მოუვიდა: სტაცა ერთ გატყავებულ საქონელს ხელი და მეორე ძელზე დამაგრებულ ჩანგალზე გადაიტანა; ახლა იქიდან მოხსნა მეორე ძროხა და აქეთ გადმოიტანა, გათავისუფლებულ ჩანგალზე; მერე ისევ აქედან იქით, იქიდან – აქეთ და... გახურდა. ნახევარ საათში ოფლიც მოუვიდა და გასაგრილებლად ჩამოჯდა, თან, ცოტა დაისვენა.

რული რომ მოერია, ისევ წამოხტა და დაეძგერა საქმეს – გადააქვს და გადმოაქვს...

როგორც იქნა, გათენდა.

გარეთ გათენდა თუ არა, ამან რა იცის...

კარზე ჩხარუნის ხმა გაისმა.

ცვლის უფროსმა როინამ ამ გაყინულ საქონელში ბეჟიკო რომ დაინახა, ყველაფერს მიხვდა და შუბლში ხელი იტკიცა:

– კაცო, ბეჟიკო, აქ იყავი, კაცო, შენ, მთელი ღამე?!

– აპა, ქვე სად უნდა წავსულიყავი, ბოშო? – გაუკვირდა ამ საწყალს.

– უიმე, ცოცხალი ხარ, მერე, კაცო?

– ჯერ ქე ვარ ცოცხალი... თუ კაცი ხარ, დახურე ერთი მაგ კარი, გაოფლილი ვარ და არ შემომკრას, თუარა, ფილტვების ანთებას ევიკიდებ!

როინა უფროსმა სასწრაფოდ მიხურა კარი...

скачать dle 11.3