კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

მხოლოდ ფაქტები

* „სახედარი სიმბოლოა შრომისმოყვარეობის, უპრეტენზიობისა და უბრალოების. მისი დახმარებით ღმერთმა ადამიანები დაიცვა მომხვეჭელობისა და ხალხის საწინააღმდეგო ქმედებებისგან“... – ასეთი პატივისცემით თავიანთ სიტყვებში ვირს უსამართლო ბრალდებისგან იცავდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები – ჯექსონი და ვან ბურენი.

* რუსული ეკლესია 17 ივლისს აღნიშნავს ღირსი ანდრეის – მხატვარ ანდრეი რუბლიოვის ხსოვნის დღეს.

* ნერვული სისტემის სიგნალები ყველა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გადაიცემა საათში 288 კილომეტრის სიჩქარით, თუმცა, წლების განმავლობაში მათი გავრცელების სიჩქარე 15 პროცენტით მცირდება.

* ფსიქიატრებმა ერთადერთხელ დასვეს დიაგნოზი „ნოსტალგიური ლუნატიზმი“. დაავადებულიც მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი იყო – ამერიკის საჰაერო ძალების პოლკოვნიკი, ასტრონავტი ნილ ამსტრონგი.

* სიტყვა „სტიპენდია“ ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „ფულადი კმაყოფა“.

* როგორც ამერიკის შეერთებული შტატების განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა, ამერიკელ მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეთა 90 პროცენტი ნახევარი წლის განმავლობაში წიგნს ხელს არ ჰკიდებს.

* 1842 წელს, მოგზაურობის დროს ალექსანდრე დიუმამ ზღვაში კუნძული შენიშნა და იკითხა – რა ჰქვიაო. მისი სახელი – „მონტე კრისტო“ – ისე მოეწონა, რომ, მაშინვე გადაწყვიტა თავისი მომავალი რომანისთვის დაერქმია.

скачать dle 11.3