კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

ბრძნული აზრები

ეჟი ლეცი: არავის სჯერა საოცრების, მაგრამ, ყველა მას ელოდება.

კუმორი: მთავარი ის კი არ არის, რომ ვიღაცას გამსგავსებენ, მთავარი ისაა, ვის გამსგავსებენ.

ბუასტი: განათლება საგანძურია, შრომა კი – მისი გასაღები.

ბოგატი: ხალხის გასამართლება საჭიროა აბსოლუტურად ზნეობრივი ნორმებით ან დროის ნორმებით, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მაგრამ, არა იმ დროის ნორმებით, როცა ჩვენ ვცხოვრობთ.

ბელინსკი: ადამიანური ურთიერთობები თავისი ბუნებით ვერ იტანს გაუცხოებასა და მარტოობას, ისწრაფვის თავის მსგავსთა ნდობისა და თანაგრძნობისკენ.

ანტონ დიდი: რაც უფრო ზომიერ და თავშეკავებულ ცხოვრებას ეწევა ადამიანი, მით უფრო მშვიდია იგი, რადგან, მრავალზე არ ზრუნავს – არც მონებზე და არც პირუტყვზე, არც ქონების მოპოვებაზე თუ მოპოვებულის შენარჩუნებაზე.

რუსო: ყველაზე სულელი ადამიანია ის, ვინც ყველაზე მეტად იკეტება საკუთარ თავში და ყველა გულისხმიერი აზრი მიმართული აქვს საკუთარი თავისადმი.

გიპელი: არაერთგული მეგობრები მერცხლებს ჰგვანან, რომლებსაც მხოლოდ გაზაფხულზე ხვდები, ან მზის საათს ჰგვანან, რომლისგანაც სარგებელი მხოლოდ მაშინაა, როცა მზე ანათებს.

ლაო ძი: იმისთვის, რომ მართო სახელმწიფო, რომელსაც ათასი საბრძოლო რგოლი აქვს, უნდა იყო წინდახედული, სამართლიანი, ზომიერი მოთხოვნილებებში; გიყვარდეს ხალხი, იცოდე დრო, როდის უნდა მიიზიდო ხალხი მორჩილების შესასრულებლად.

ტოლსტოი: ახალგაზრდობაში მთელი ძალები მომავლისკენაა მიმართული და ეს მომავალი, იმედის ზეგავლენით, მრავალსახეობასა და მომხიბვლელ ფორმებს იღებს; ის ემყარება არა წარსულის გამოცდილებას, არამედ, ბედნიერების წარმოსახვით შესაძლებლობას.

მამარდაშვილი: თურმე, შეიძლება, ჩვენი საკუთარი თავის ციხე თავადვე ვიყოთ; მგონია, რომ ციხე სხვისი აშენებულია და ჩვენ მხოლოდ ჩაგვსვეს ამ ციხეში, სინამდვილეში კი ყველა ციხე ჩვენ აგვიშენებია და საკუთარი თავის მონები ვყოფილვართ. მაშასადამე, მონა შეიძლება იყოს სხვა ადამიანისა ან საკუთარი თავისა, როგორც ადამიანისა.

ლეონარდო და ვინჩი: როგორც რბილი ტანსაცმელი გაციებისგან, ასევე თავშეკავება გიცავს წყენისგან. გაიმრავლე მოთმინება და სულის სიმშვიდე და, რაც უნდა მწარე იყოს წყენა, შენ არ შეგეხება.

მელიხანი: ქალი ორ შემთხვევაში ბრაზობს მამაკაცზე: როცა მასში მხოლოდ ქალს ხედავენ და როცა მასში ქალს ვერ ხედავენ.

მადამ დე სტალი: რაც უფრო უკეთესად ვიცნობ მამაკაცებს, მით უფრო მომწონს ძაღლები.

скачать dle 11.3