კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 16 ივლისს, საღამოს საათებში. რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატებების მომტანი სამომავლოდ?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია: პედიატრია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმე, კომერცია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 4 მაისს. უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიმართლებს?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან კი შედარებით მისაღებია: უკრაინა, პოლონეთი, ირლანდია, კვიპროსი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ბულგარეთი, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, კუნძული მალტა.

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2005 წლის 22 ივნისს, დილის 6 საათზე. რა არის მისი კარმულ-კოსმიური მისია და რომელი პროფესიები აირჩიოს სამომავლოდ წარმატებების მისაღწევად?

პასუხი: მის კოსმიურ მისიაში შედის უცხოეთთან კონტაქტი, ამიტომ, აუცილებელია, ადრეული ასაკიდან დააწყებინოთ უცხო ენების შესწავლა. თუ იცხოვრებს სამშობლოში, აუცილებლად უნდა იმუშაოს უცხოურ ფირმაში და ჰქონდეს ურთიერთობა უცხოელებთან. თუ შანსი მიეცემა და დროებით უცხოეთში იცხოვრებს, იქ დაგროვილი ცოდნით, კაპიტალითა და გამოცდილებით, სამშობლოში დაბრუნებისას ადვილად შეძლებს წარმატების მიღწევას. ასევე, უნდა იყოს მებრძოლი, უშიშარი, შეუპოვარი, დაეყრდნოს საკუთარ ინტუიციასა და ცოდნის ბაზას. ასევე, იყოს კომუნიკაბელური და ერთგული. რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, ასეთებია: პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ბიზნესი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმე, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სასტუმროების ბიზნესი და დასასვენებელი ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 29 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე. რომელ სფეროში მელის წარმატებები?

პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ხელოვნების ფართო სპექტრი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, დეკორატიული მებაღეობა, მშენებლობა, სოციოლოგია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკა, ავიაციის ბიზნესი, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ვიდეო და მობილური სისტემები, საინჟინრო საქმე, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, ქორეოგრაფია.

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 26 მარტს. მინდა უცხოეთში წასვლა. ასტროლოგიურად რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კოსმიური მისიაა. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრალია, სერბეთი, სლოვენია, ბრაზილია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, კუნძული მალტა.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 11 მაისს. სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი შემეფერება?

პასუხი: სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის თქვენთვის მისაღებია: კირჩხიბის, ვერძის, ქალწულის ან თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი.

скачать dle 11.3