კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი მეუღლე იყო სტალინი

იოსებ სტალინი ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. ბელადის პირველი მეუღლე, მისივე თანამემამულე კატო სვანიძე გახლდათ, მეორე კი – ნადეჟდა ალილუევა. 

სტალინისა და კატო სვანიძის დაქორწინება დიდი სიყვარულის ლოგიკური შედეგი იყო. სოსოს მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილ წერილებში მკაფიოდ ჩანდა მომავალი საბჭოთა ლიდერის დიდი სიყვარული და აღტაცება სიცოცხლისადმი. კატოც იგივეთი პასუხობდა, ის აღმერთებდა სოსოს. 

კატო სვანიძე – მკერავი გოგონა რაჭიდან გახლდათ. სტალინის პირველი ქორწინება ეკლესიური იყო. წყვილს ჯვარი ახლომდებარე ეკლესიაში, 1906 წლის 16 ივლისის ღამეს, ორ საათზე მამა კიტა თხინვალელმა დასწერა. მას სოსო ჯუღაშვილი სემინარიიდან იცნობდა. იოსებ სტალინისა და კატო სვანიძის მეჯვარე ცნობილი რევოლუციონერი, მიხა ცხაკაია იყო. ქორწილს ოჯახი და მეგობრები დაესწრნენ. ყველა მხიარულობდა, განსაკუთრებით კი – სიძე. 

ცოლ-ქმარს ძალიან უყვარდა ერთმანეთი. მალე კატო დაორსულდა. ახალგაზრდა სტალინი, დიდ დროს ვერ ატარებდა მეუღლის გვერდით. თუმცა, ცდილობდა, როგორც შეეძლო ესიამოვნებინა და გაენებივრებინა ფეხმძიმე კატო. მალე იაკობიც დაიბადა. 

ამ პერიოდში სტალინი თბილისში, სხვის სახელზე გაცემული პასპორტით ცხოვრობდა. ის გრძნობდა, უფრო სწორად, დაბეჯითებით იცოდა, რომ ჟანდარმერია უთვალთვალებდა. ამიტომ, დღისით შინ არ ჩნდებოდა. ღამე გვიან ბრუნდებოდა და გამთენიისას ისევ ტოვებდა ოჯახს. ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში საერთოდ არ ჩნდებოდა სახლში. ყოველივე ამას სტალინის ხასიათს ვერ მივაწერთ. 

დრო გადიოდა.

თბილისში ცხოვრება სულ უფრო სახიფათო ხდებოდა ჯუღაშვილისთვის, ამიტომ გადაწყვიტა, ბაქოში გადასულიყო. ბაქო თბილისთან შედარებით დიდი სამრეწველო ქალაქი იყო მუშათა დასახლებებით. თანაც, მნიშვნელოვანია, რომ ამ დასახლებებს ბაქოს ჟანდარმერია, პრაქტიკულად, ვერ აკონტროლებდა. ასე რომ, სტალინს ბაქოში შედარებით მშვიდად შეეძლო ცხოვრება. 

ცხადია, სტალინი ბაქოშიც განაგრძობდა რევოლუციურ მოღვაწეობას. კატო და სტალინი მუშათა უბანში ერთ მიწურში ცხოვრობდნენ. ვინაიდან სტალინი თავს პარტიის სახსრებით ირჩენდა, უკეთესი ბინის დაქირავება მას არ შეეძლო. კატომ, შეძლებისდაგვარად, მყუდროდ მოაწყო საცხოვრებელი. მალე, ცუდმა კვებამ, საცხოვრებელმა პირობებმა და კასპიის ზღვის ნესტიანმა ჰავამ, კატო სვანიძის ჯანმრთელობა შეარყია. ცხადია, ცნობილ ექიმებთან, ან საავადმყოფოებში სტალინს მეუღლის სამკურნალოდ სახსრები არ გააჩნდა. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ავადმყოფის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. 

1907 წელს იოსებ სტალინი ევროპაში გაემგზავრა, მეორე ინტერნაციონალურ კონგრესზე დასასწრებად. იქ მან თავისი ცოლისძმა, ალიოშა სვანიძე მოინახულა, რომელიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ ლაიფციგში სწავლობდა. 

ევროპიდან ჯუღაშვილი ცოლ-შვილთან დაბრუნდა ბაქოში. ის დილაადრიანად გადიოდა სახლიდან და გვიან ბრუნდებოდა. კატო მთელი დღე ბავშვთან იჯდა სახლში და შიშით ელოდა ქმრის დაპატიმრებას. ნერვიულობამ, უძილობამ, ბაქოს სიცხემ და არასწორმა კვებამ თავისი კვალი დაამჩნია კატო სვანიძის ჯანმრთელობას. ის ამაოდ ემუდარებოდა საყვარელ მეუღლეს, უარი ეთქვა იდეებზე და მშვიდი და ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრათ. 

თბილისში სვანიძეებმა რომ შეიტყვეს, კატო ძალიან სუსტად იყო, მშობლიურ სოფელში მიიპატიჟეს. თუმცა, მოსიყვარულე ცოლმა იუარა ბაქოდან წამოსვლა. მალე კატოს ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ უკვე თვითონ მოითხოვა საქართველოში დაბრუნება. სტალინი მიხვდა, რომ სწრაფად უნდა ემოქმედა. მან ოქტომბერში ჩამოიყვანა კატო თბილისში და ისევ ბაქოში გაბრუნდა. 13-საათიანმა მგზავრობამ კიდევ უფრო დაასუსტა კატო. როცა იოსებ სტალინი თბილისში დაბრუნდა, ცოლი მომაკვდავი დახვდა. სტალინი ცოლს უვლიდა, შეძლებისდაგვარად, არაფერს აკლებდა, მაგრამ უკვე გვიან იყო...

 სიკვდილის წინ კატომ მღვდელი მოითხოვა უკანასკნელი ზიარებისთვის. 

1907 წლის 22 ნოემბერს იოსებ სტალინს ცოლი ხელში ჩააკვდა. ქმარმა მისი უკანასკნელი სურვილი შესრულა და 22 წლის კატო სვანიძე მართლმადიდებლური წესით დაკრძალა. 

სტალინი განადგურებული იყო. მან საკუთარი ხელით დაუხუჭა თვალები საყვარელ მეუღლეს. ამის შემდეგ, თავს ძალა დაატანა, ძალ-ღონე მოიკრიბა, მაგრამ მერე, უცებ მოტყდა. ის იმდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ მეგობრებს მისთვის იარაღის დატოვება შეეშინდათ და ჩამოართვეს.

კატოს სიკვდილის შესახებ გაზეთ „წყაროში” მოათავსეს განცხადება.

კატო სვანიძის დაკრძალვის ცერემონია, სვანიძეების სახლის გვერდით, იმავე ეკლესიაში ჩატარდა, სადაც თავის დროზე სტალინმა და კატომ დაიწერეს ჯვარი. დაკრძალვის ცერემონია კუკიაზე შედგა, წმინდა ნინოს ეკლესიის სასაფლაოზე. ჩვეულებრივ, თავდაჭერილმა იოსებ სტალინმა მეუღლის დაკრძალვაზე უჩვეულო რამ ჩაიდინა, როცა კუბო საფლავში ჩაუშვეს, სტალინიც თან ჩაჰყვა და მეგობრებმა ძლივს ამოათრიეს იქიდან.

 იაკობი  8 თვის ასაკში დაობლდა.            

 მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჯუღაშვილის შესახებ აღარაფერი ისმოდა. ის ღრმა მწუხარებამ მოიცვა და თითქმის აღარსად ჩნდებოდა.  მოგვიანებით, სტალინი დედასთან წავიდა გორში. კატოს გარდაცვალების შემდეგ იოსებ სტალინის სტატიები ახალი ფსევდონიმით იბეჭდებოდა: „კ. კატო” (კობა კატო). იოსებ სტალინს ძალიან უყვარდა კატო სვანიძე და მუდამ დიდი სიყვარულით იხსენიებდა მას.

ბელადის მეორე მეუღლე გახლდათ ნადეჟდა ალილუევა. ბელადი მას ბავშვობიდან იცნობდა. როცა ისინი მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს, ნადია უკვე 16 წლის იყო. ეს კატოს სვანიძის სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ მოხდა. ნადეჟდას მამა, სერგო ალილუევი სტალინის მეგობარი გახლდათ. ნადიასა და სტალინის შეხვედრაც მაშინ მოხდა, როცა იოსები მეგობრის სახლში იმალებოდა. სოსოს, ყოველთვის ისეთი ქალიშვილები მოსწონდა, რომლებსაც დალაგებაც შეეძლოთ, სადილის მომზადებაც და მასზე ზრუნვაც, ისე როგორც კატოსა და დედამისს. ასეთი იყო ნადეჟდაც, რომელიც აღტაცებული იყო სტალინითა და მისი საქმით. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ შეუყვარდა. მალე სტალინსაც თავდავიწყებით შეუყვარდა ნადეჟდა ალილუევა, რომელიც გაცილებით უმცროსი იყო მასზე. მათ ორი შვილი შეეძინათ – ვასილი და სვეტლანა. ვასილს მამამ სტალინის გვარის ტარების უფლება მისცა, მისი ნახევარძმის, იაკობისგან განსხვავებით.

 იოსებ სტალინისა და ნადეჟდა ალილუევას ოჯახი თავიდან ბედნიერი ჩანდა. ალილუევები სტალინის ბინაში გადავიდნენ და მის აგარაკზე ცხოვრობდნენ ზუბალოვოში. ამბობენ, ეს სახლი მანამდე ბაქოს ნავთობმაგნატს ეკუთვნოდაო... 

ქორწინების შემდეგ ნადიას არასდროს უმუშავია. პირველ წლებში ბავშვების აღზრდითა და დიასახლისის როლით კმაყოფილი ჩანდა, მაგრამ შემდეგ კარიერაზე სერიოზულად დაიწყო ოცნება. ოცნების რეალიზაციისთვის სწავლაც დაიწყო ერთ-ერთ სასწავლებელში. 1932 წლის ნოემბერში საზოგადოებამ მოულოდნელად შეიტყო ახალგაზრდა ნადეჯდა ალილუევას დაღუპვის ამბავი. 

დედის დაღუპვას სვეტლანა ალილუევა შემდეგში ლავრენტი ბერიას აბრალებდა. 

სტალინის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ ნადეჟდა ალილუევას თავისი ლექტორი შეუყვარდა. ცხადია, ხმები სტალინამდეც მივიდოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ნადეჟდა სტალინმა მოაკვლევინა, ხოლო მეორე, შეუმოწმებელი ვერსიით – საკუთარი ხელით მოკლა.

 რაც შეეხება ნადეჯდა ალილუევას თვითმკვლელობის შესახებ გავრცელებული ხმებს, ეს ვერსია მაშინვე საეჭვოდ მიიჩნიეს. საზოგადოებას ეჭვები მას შემდეგ გაუძლიერდა, როცა შეიტყვეს, რომ სტალინი მეუღლის დასაფლავებას არ დაესწრო.

скачать dle 11.3