კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: არის შემთხვევები, როცა ადამიანს კანი ექერცლება, რასაც ხშირად ავიტამინოზს უკავშირებენ. ანალოგიური შემთხვევები თუ შეინიშნება ძაღლებში? თუ არის, როგორ გამოიხატება?

პასუხი: დიახ, ასეთი რამ ძაღლებშიც ხდება, რაც ტანზე სხვადასხვანაირად გამოიხატება. ბალანი მეჩხერდება, ან, მტვრევადი ხდება; ზოგ შემთხვევაში იწყება ბუდობრივი ამოცვენა და ასე შემდეგ. როცა ძაღლი ვეტერინართან დაგყავთ, ის პასუხისმგებელია თქვენი ძაღლის ჯანმრთელობაზე. მან აუცილებლად უნდა შეგიდგინოთ ძაღლის მოვლის წლიური გეგმა, ანუ, რა პერიოდში რა სჭირდება ცხოველს. დაგეგმვა ინდივიდუალურად ხდება, გააჩნია, რომელი ჯიშის ძაღლი გყავთ და რა პრობლემები აქვს მას. ამიტომ, სხვადასხვა პრობლემის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, ვეტერინართან გქონდეთ კავშირი, რომელიც იზრუნებს თქვენი ცხოველის ჯანმრთელობაზე.

კითხვა: ჩემს ძაღლს ცალი თვალის ფერი შეეცვალა. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ეს შეიძლება ტრავმის ბრალი იყოს, ან მესამე ქუთუთოს ანთების ბრალი. ფერის შეცვლა გამაღიზიანებელი ფაქტორის ხარჯზე ხდება, რასაც მოჰყვება თვალის პათოლოგიები და ასე შემდეგ. როგორც კი ასეთ რამეს შენიშნავთ, აუცილებლად უნდა მიუყვანოთ ძაღლი ვეტერინარს, რომელიც გამოკვლევას ჩაუტარებს თუ რა მიზეზით მოხდა მისი თვალის ფერის შეცვლა, ამის შემდეგ კი ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა. თუ ეს ყველაფერი მექანიკურ ფონზეა გამოწვეული და გამღიზიანებელი ფაქტორი ალაგდება, ან მესამე ქუთუთოს ამოკვეთა იქნება საჭირო, თვალს ფერი ისევ დაუბრუნდება.

კითხვა: ბავშვთან ერთად ვცხოვრობ ერთოთახიან ბინაში. ამ პირობებში რომელი ძაღლის შეძენას მირჩევთ?

პასუხი: ამ შემთხვევაში უმჯობესია პატარა ტანის ძაღლი იყოლიოთ, მაგალითად, იორკშირ-ტერიერი, პეკინესი, მოპსი, ტოი-ტერიერი და სხვა. ყოველ შემთხვევაში, სპანიელსა და პუდელზე დიდი ძაღლის შეძენას არ გირჩევთ, რადგან, ნამდვილად ვეღარ დაეტევით მაგ ფართის ბინაში. 

კითხვა: რა ასაკიდან არის რეკომენდებული ძაღლის გაწვრთნა? იქნებ, ისიც მითხრათ, სად შეიძლება პროფესიონალი მწვრთნელის აყვანა და რა თანხას შეადგენს მომსახურების საფასური?

პასუხი: ძაღლი 6 თვის ასაკიდან იწვრთნება. რაც შეეხება მწვრთნელს, გააჩნია, რა ჯიშის ძაღლი გყავთ. არის ძაღლების კატეგორია, რომლებსაც სულ სხვანაირი გაწვრთნა სჭირდებათ. ასე რომ, თუ უფრო კონკრეტულად გაინტერესებთ პასუხი, დამიკავშირდით, მითხარით რა ჯიშის ძაღლი გყავთ და დაგაკვალიანებთ. რაც შეეხება ანაზღაურებას, ესეც ინდივიდუალურია. მაგალითად, ლაბრადორის, გერმანული ნაგაზისა და სხვა სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლების გაწვრთნის 6-თვიანი კურსი საკმაოდ ძვირი ღირს – დაახლოებით 1 200 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 

კითხვა: საქართველოში თუ არსებობს ძაღლების სპორტის რომელიმე სახეობა?

პასუხი: შეჯიბრებები ძაღლებს შორის ადრე ველოტრეკზე იმართებოდა, თუმცა, ამ ეტაპზე ასეთი რამ აღარ ხდება, ყოველ შემთხვევაში, დროებით შეჩერებულია.

скачать dle 11.3