კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: ღირს თუ არა წყალდიდობაში მოხვედრილი ავტომობილის ყიდვა? ამერიკიდან მაქვს შანსი, რომ იაფად შევიძინო.

პასუხი: წყალდიდობაში მოხვედრილი ავტომობილის ყიდვა ერთგვარი ლატარიაა და მხოლოდ გამართლებაზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს ყველაფერს – როგორ ჩაიძირა, რამდენ ხანს იყო წყალში, შემდეგ რა სერვისი ჩაუტარეს და რამდენ ხანში. იმასაც კი აქვს მნიშვნელობა, ძრავა რა პოზიციაში გაჩერდა, როცა წყალში მოხვდა. გარდა ძრავასი კიდევ ბევრი სათუო საკითხია – უამრავი დეტალია ავტომობილში, რომლის გამართული მუშაობა ეჭვქვეშ დგება თუ წყალშია მოხვედრილი. მაგალითისთვის, სიჩქარეების კოლოფი, ამძრავი დეტალები, ელექტრული სენსორები, კომპიუტერები. შეიძლება წყალდიდობაში მოხვედრილი ავტომობილი ძალიან იაფად შეიძინოთ, მაგრამ მისი შეკეთება ისე, რომ გამართულად იმუშაოს, ვერასდროს მოხერხდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალონის დეტალები სრულიად რომ გამოიცვალოს, სალონიდან შმორის სუნის გაყვანა თითქმის შეუძლებელია. ასევე, სალონში ხმის იზოლაცია ისეთი მასალისგან არის დამზადებული, რომ წყალში ყოფნა აფუჭებს. თუ ამ მასალას ამოიღებთ, ავტომობილი ხმაურიანი და არაკომფორტული ხდება. ძალიან უნდა გაგიმართლოთ, რომ წყალში მთლიანად ჩაძირული არ იყოს, მხოლოდ მსუბუქად იყოს დაზიანებული. 

კითხვა: ბაზარზე გამოჩნდა „თრასთინგის” ფირმის სამუხრუჭე ხუნდები, საკმაოდ დაბალ ფასად, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია არავის აქვს, ვარგა თუ არა. რას მეტყოდით ამ ხუნდების შესახებ და მირჩევთ თუ არა მის შეძენას?

პასუხი: ეს საკმაოდ ახალი ბრენდია ევროპულ ბაზარზეც. იტალიელებს ბაზარზე თავი რომ დაემკვიდრებინათ, მათ რაიმე სვლა უნდა გაეკეთებინათ. ამისთვის შეიმუშავეს ახალი ტექნოლოგია, რომელიც ხუნდებს ძალიან კომფორტულს და პრაქტიკულს ხდის – არ წივის, ტემპერატურას კარგად უძლებს, ნაკლებად ახურებს სამუხრუჭე დისკებს იმის ხარჯზე, რომ საკუთარ თავზე იღებს ტემპერატურის ზრდას. თან, რაც ყველაზე მომხიბვლელია, სხვა ხუნდებთან შედარებით, სწორედ ამ ახალი ტექნოლოგიის ხარჯზე, უფრო იაფი ჯდება. ის კი არადა, „თრასთინგს” სხვა ბრენდებთან შედარებით საკმაოდ იაფი სპორტული ტიპის სამუხრუჭე ხუნდებიც აქვს, მათში არ გამოიყენება კერამიკული მასალა და მიუხედავად ამისა, მუშაობს იმავე კოეფიციენტით, როგორც კერამიკული. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „აუდი ა 4”, 2001 წლის, 3.0 ძრავათი, ამერიკული. მაინტერესებს, არის თუ არა შესაძლებელი, ამ მოდელის გაზზე გადაყვანა და გაზზე გადაყვანის შემთხვევაში, დააზიანებს თუ არა ეს რამეს?

პასუხი: რა თქმა უნდა, შეიძლება. დღეს ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. გაზზე გადაყვანა შეიძლება ნებისმიერი ტიპისა და კონფიგურაციის ძრავასი და ის თქვენს ავტომობილში არაფერს დააზიანებს. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ბეემვე ემ 5”, 2006 წლის მოდელი. როდესაც ადგილიდან სწრაფი სტარტის აღება რამდენჯერმე მიწევს, ეგრეთ წოდებული „ლანჩის” გამოყენებით, ორი ან მაქსიმუმ სამი სტარტის შემდეგ, სტარტის აღება არასტაბილური ხდება, ხანდახან კი საერთოდ არ იძვრის. რაღაც დროის შემდეგ, ისევ ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას. ჩვეულებრივ რეჟიმში ავტომობილის მუშაობას თითქოს არანაირი პრობლემა არ აქვს. რა შეიძლება იყოს დაზიანებული და როგორ ამუშავდება ეს სისტემა?

პასუხი: ეს პრობლემა ყველა თანამედროვე ავტომობილს აქვს, რომელიც „ქუიქ ლანჩ კონტროლის” სისტემითაა აღჭურვილი. ამაში საპრობლემო არაფერია, თუმცა  მესმის, რომ „ემ 5-სგან“ მეტს მოელით. ის სპორტული ხასიათის ავტომობილია და  „ლანჩ კონტროლის“ მექანიზმით, კარგი სტარტის აღებას მრავალჯერ უნდა ახერხეხებდეს. ეს არ ნიშნავს, რომ სისტემა დაზიანებულია, ის უბრალოდ, გაგრილებას საჭიროებს. ასეთი სტარტის დროს მოდების ქურო ძალიან ხურდება, რადგან ძრავას სიმძლავრე და ხახუნის ძალა დიდია. უბრალოდ, სწრაფი სტარტის აღების ყოველი შემდეგი მცდელობის წინ, გარკვეული მონაკვეთი ჩვეულებრივ რეჟიმში გაიარეთ იმისთვის, რომ მოდების სისტემამ გაგრილება მოახერხოს. არ გაგიკვირდეთ და მსგავსი პრობლემა ისეთ სპორტულ ავტომობილსაც კი აქვს, როგორიც „ფერარია”. 

კითხვა: მყავს „ბეემვე კომპაქტი”, 1995 წლის, 1.6-იანი ძრავათი. მინდა ჩავდო 3.0 ძრავა. მითხრეს, ეს შესაძლებელიაო. მაინტერესებს, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?

პასუხი: „ბეემვე” საკმაოდ იოლად ადაპტირდება ნებისმიერ გადაწყობაზე და მისი, თითქმის ყველა მოდელი „იტანს” მსგავსი ტიპის ცვლილებებს, მით უმეტეს, ოთხმოცდაათიანი წლების მოდელები. შესაბამისად, თქვენი ავტომობილის აღჭურვა 3.0 ძრავათი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ გაითვალისწინებთ, რომ მეორადებში შეგიძლიათ, ყველა საჭირო წვრილმანი დეტალი საკმაოდ იოლად და იაფად შეიძინოთ.

კითხვა: საიმედოა თუ არა დიაგნოსტიკური აპარატის, ეგრეთ წოდებული კომპიუტერის მიერ დასმული დიაგნოზი? ავტომობილს რაღაც გაუმართაობა სჭირს, კომპიუტერმა აჩვენა კონკრეტული დაზიანება, შევცვალე და მისი მდგომარეობა არ გამოსწორდა. რა უნდა ვქნა ამ დროს?

პასუხი: ამა თუ იმ დაზიანების შემთხვევაში, სწორი დიაგნოზის დადგენა მაინც ჭირს. კომპიუტერს შეუძლია ის პრობლემა „დაინახოს”, რომელიც უშუალოდ ელექტროსისტემებთანაა დაკავშირებული და მარტივად გასარკვევია. თუ ავტომობილმა აანთო ეგრეთ წოდებული „ჩეკი” – „ჩეკ ენჯინი”, წითელი ნათურა, რომელზეც ძრავა ხატია ან პირდაპირ წერია ინგლისურად – „ჩეკ”, მაშინ კომპიუტერი პრობლემას ადვილად აღმოაჩენს. თუ „ჩეკი” არ აანთო – სწორედ მაშინ რთულდება ავტომობილის სატკივარის გამოცნობა, რადგან კომპიუტერისთვის ყველაფერი მწყობრშია. პრობლემას კომპიუტერი ვერ აგვარებს, თუ მექანიკური დეტალებია დაზიანებული. მექანიკურ დეტალებს ის საერთოდ ვერ ხედავს. აზრიც არ აქვს კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მიყვანას, მაგალითად, იმ დროს, როცა ძრავა რაღაც ხმებს გამოსცემს, სავალი ნაწილი ახმაურდა და მით უმეტეს, არ ანთია „ჩეკი”. შესაძლოა ამ დროს ავტომობილმა საწვავის წვას მოუმატოს, მაგრამ ვერც მაშინ წაიკითხოს კომპიუტერმა პრობლემის აზრი. სენსორი, რომელიც კომპიუტერს ინფორმაციას აწვდის, მცდარ ინფორმაციას გადასცემს. თუმცა, მცდარია თუ არა, ამას კომპიუტერი, რა თქმა უნდა, ვერ არჩევს. ამიტომ გირჩევთ, რა ტიპის პრობლემაც არ უნდა გქონდეთ, კარგი ხელოსანი მოიძიოთ და მას მიმართოთ. 

скачать dle 11.3