კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია შური ყოფილმა რეციდივისტმა ძალოვნებზე საკუთარი ცოლ-შვილის გამო

შურისძიება

საძინებელი ოთახის კარი მოულოდნელად გაიღო და საწოლში მონებივრე წყვილმა პისტოლეტმომარჯვებული მამაკაცი დაინახა, რომელმაც მათ იარაღი მიუშვირა და კბილებში გამოსცრა:

– კრინტი არ დაძრათ, თორემ ადგილზევე დაგხოცავთ.

წყვილი შიშისგან აკანკალდა. დაუპატიჟებელი სტუმარი კი მათ მიუახლოვდა და თავში იარაღის ტარის ჩარტყმით ორივე გათიშა, შემდეგ სარდაფში ჩაათრია, რკინის ძელზე შიშვლები მიაბა, წყლის მისხმით გამოაფხიზლა და უთხრა:

– მიცანი, შე ნაბოზარო?

ქალი ყურადღებით დააკვირდა ორმოციოდე წლის მამაკაცს, თავი გააქნია და ამოილუღლუღა:

– ვერა.

შეიარაღებული უცნობი ახლა კაცს მიუბრუნდა:

– ვერც შენ მიცანი?

– ვერა, – თქვა კაცმაც და თავი ჩაღუნა.

– ვის-ვის და თქვენ მაინც უნდა გეცნეთ, თქვე ნაბოზრებო! – კბილებში გამოსცრა შეიარაღებულმა და დაამატა, – მინდია ვარ, წიკლაური.

კაცის სიტყვებზე, ძელზე მიბმულებმა თვალები გადმოკარკლეს და შეძრწუნებულებმა შეხედეს მას, ქალმა ეჭვით გააქნია თავი:

– ეს შეუძლებელია, წიკლაური ხუთი წლის წინ სიკვდილით დასაჯეს.

– და, მაინც, ეს მე ვარ, – თქვა შეიარაღებულმა. შემდეგ გულ-მკერდი გადაიღეღა და წყვილს გულის მხარეს დახატული ქრისტეს სახე დაანახვა, – ვერც ახლა მიცანით?

– ეშმა? – შეჰკივლა ქალმა და გვერდით მიბმულ მამაკაცს უთხრა, – ვერ იცანი? ეს ხომ წიკლაურია, მეტსახელად ეშმა?

– მე ეშმა კი არა, ღვთის მახვილი ვარ და ამქვეყნად იმიტომ მოვბრუნდი, რომ თქვენნაირები გავანადგურო! – თქვა წიკლაურმა. შემდეგ სამართებელივით ალესილი ხანჯალი ამოაცურა ქამრიდან და დაამატა, – აი, ამით უნდა ამოგხადოთ სული.

– რას მერჩი, მინდია, – ამოილუღლუღა ქალმა, – მე ხომ ფაქტებზე დაყრდნობით ვმოქმედებდი და ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. ფაქტები კი პროკურატურამ შეკრიბა და პასუხიც მათ უნდა მოსთხოვო.

მის გვერდით მიბმულმა კაცმა ზიზღით შეხედა ქალს და უთხრა:

– პასუხისმგებლობის თავიდან აცილება გინდა, არა? – გადაიხარხარა შეშლილივით, – განა შენ არ იცოდი, რომ წიკლაური ამ საქმეში მართალი იყო? შენც ისევე, როგორც ჩვენ, ზემდგომების ბრძანებას ასრულებდი. განა შენ არ მითხარი განაჩენის გამოტანის წინ, წიკლაურს ტყუილად დახვრეტენო?

– მხდალო ნაძირალავ! – იკივლა ქალმა და მეწყვილეს შეაფურთხა, – ის ეშმა იყო, რეციდივისტი, საზოგადოებისთვის საშიში და ადრე თუ გვიან, მაინც საშინელებას ჩაიდენდა. თუმცა, არც მანამდე სჩადიოდა სიკეთეს.

წიკლაურმა სინანულით გააქნია თავი:

– საშინელება არასოდეს ჩამიდენია. მართალია, ქურდი და მძარცველი ვიყავი, მაგრამ პატიოსანი ადამიანი არასოდეს შემიწუხებია. მხოლოდ თქვენნაირ წურბელებს ვძარცვავდი და ვავიწროებდი, პატიოსნებს კი ვეხმარებოდი. ბოლოს მოვინათლე, ავაზაკობას თავი დავანებე და ოჯახს მოვეკიდე. სწორედ მაშინ დამღუპეთ და ახლა სამაგიერო უნდა გადაგიხადოთ. ჩემი ცოლ-შვილი განადგურდა და ამაში თქვენ ხართ დამნაშავე. ამიტომ, უნდა განადგურდეთ თქვენც!

წიკლაურმა ალესილი ხანჯალი მოიქნია და ძელზე მიბმულ მამაკაცს სასქესო ორგანო მოჰკვეთა. შემდეგ მუცელი გაუფატრა. შიგნეულობას აჭრიდა და იქვე ყრიდა. ამ სცენის შემხედვარე ქალი მთელი ხმით კიოდა, მაგრამ მიწის სიღრმეში მოთავსებული სარდაფის კედლებიდან გარეთ ხმა არ აღწევდა. ბოლოს, წიკლაურმა მამაკაცს თავი მოჰკვეთა და იქვე დააგდო. მერე ქალს მიუბრუნდა და უთხრა:

– ახლა შენი ჯერია. ჯოჯოხეთში წასასვლელად მოემზადე.

– არ მომკლა, მინდია, მაპატიე, – აკივლდა ქალი.

წიკლაურმა ზიზღით შეხედა ქალს, ჩაეცინა, სახეში შეაფურთხა და უთხრა:

– წამებით, საშინელი წამებით უნდა მოგკლა, – შემდეგ ქალსაც ისევე მოექცა, როგორც მამაკაცს.

ეს მოხდა სოხუმის ერთ-ერთი კერძო სახლის სარდაფში. მოკლულები იყვნენ – 46 წლის აზა ხულია და 48 წლის ვარდენ კერესი. ხულია მოსამართლე იყო, კერესი კი  პროკურორი. ისინი საყვარლები იყვნენ და სოხუმში ფარულად იყვნენ ჩასული. ოჯახის წევრებს უთხრეს, მივლინებაში მივდივართო.

სახლი, სადაც ეს საშინელი მკვლელობა მოხდა, აზა ხულიას ეკუთვნოდა.

„ეშმა“

წარმოშობით თბილისელი, 40 წლის მინდია წიკლაური სამჯერ იყო ნასამართლევი ძარცვა-ქურდობისთვის და 32 წლის რომ შესრულდა, ცხოვრების 15 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული. მეგობრებმა მას „ეშმა“ შეარქვეს. ამიტომ, შავ სამყაროში და მილიციაშიც ეშმას ეძახდნენ. 33 წლის რომ შესრულდა, წიკლაური მოინათლა, ბოროტმოქმედების გზას განუდგა და დაოჯახდა. ერთი წლის შემდეგ, ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ქეთევანი დაარქვა.

1970 წლის მარტში, თბილისში, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი იატაკქვეშა მილიონერი გაძარცვეს და ცოლთან ერთად მოკლეს. მილიციამ ყველა ცნობილი ბოროტმოქმედი აიყვანა და მათ შორის მინდიაც, რომელსაც იმ დროისთვის ძველი საქმიანობისთვის თავი დანებებული ჰქონდა და მძღოლ-ექსპედიტორად მუშაობდა. 

ქალაქის მილიციის სამმართველოში დაკითხეს შემდეგ, წიკლაური ჯერ სასტიკად აწამეს, მაგრამ სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს, საკანში გამოამწყვდიეს და სამი დღე არ გაჰკარებიან. მეოთხე დღეს გაძარცვულების მეზობელი დაუპირისპირეს, რომელმაც მას ხელი დაადო და თქვა, ამ საშინელების ჩამდენი მინდია იყოო. მოწმე – 75 წლის ქალი ორ კვირაში გარდაიცვალა, ხოლო მინდია მხოლოდ იმ ერთადერთი ჩვენების საფუძველზე გაასამართლეს. ამ საქმეს ვარდენ კერესი იძიებდა, დახვრეტა კი აზა ხულიამ მიუსაჯა.

მინდია ჯერ კიდევ თბილისის ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა, როცა შეიტყო, რომ მისი მეუღლე და ქალიშვილი – 6 თვის ჩვილი, დაიღუპნენ. მინდიამ გაარკვია, რომ კუთვნილი ოროთახიანი ბინა, არსებულ ქონებასთან ერთად კონფისკაციით ჩამოართვეს. მისი ცოლ-შვილი კი თავსხმა წვიმაში გარეთ გაასახლეს. მინდიას მეუღლე ბავშვთან ერთად კახეთში, მშობლებთან გაემგზავრა, გზაში მათ მეხი დაეცა და დაიღუპნენ...

წიკლაურმა რომ ეს ისტორია გაიგო, სიკვდილმისჯილთა საკანში მუხლებზე დაემხო და სამი საათის განმავლობაში სთხოვდა უფალს ცოლ-შვილის სულის ცხონებას. ბოლოს ღმერთს თავისი გადარჩენა შეავედრა და დაიფიცა, რომ თუ არ მოკვდებოდა, აუცილებლად გადაუხდიდა ყველას სამაგიეროს.

მინდია წიკლაური მოულოდნელად თბილისიდან ეტაპით წაიყვანეს და უთხრეს, რომ მოსკოვში გადაჰყავდათ. თუმცა, მატარებელი ციმბირისკენ გაემგზავრა და პატიმრები პატარა დაბა შახტინსკაიაში შუაგულ ტაიგაში ჩამოსვეს. იქ ურანს მოიპოვებდნენ და ამ რადიაციული ნივთიერების მოპოვებაზე პატიმრებს ამუშავებდნენ. ყოველგვარი დამცველი საშუალების გარეშე მომუშავე პატიმრები სამ-ოთხ თვეში იხოცებოდნენ. მინდიაც, სხვა პატიმრებთან ერთად სწორედ ამიტომ ჩაიყვანეს შახტინსკაიაში. მეორე დღეს პატიმრები სამუშაოდ უნდა გაეყვანათ, მაგრამ ღამით ტაიგაში უზარმაზარი მეტეორიტი ჩამოვარდა, აფეთქდა და ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. კოლონია, რომელშიც 120 პატიმარი და 60 ზედამხედველი იმყოფებოდა, მთლიანად მიწასთან გასწორდა. ადამიანები ცეცხლმა დაანახშირა, მხოლოდ მინდია გადაურჩა ამ უბედურებას. ის ღრმა გვირაბში ჩავარდა, რომელიც ბუნებრივად იყო გაყვანილი და ექვსსაათიანი ხოხვის შემდეგ, შემთხვევის ადგილს ორი კილომეტრით მოშორდა.

გადარჩენილი წიკლაური, ვინმე მონადირე სახტარმა შეიფარა, რომელიც განკურნა და შემდეგ თავის ქალიშვილზე დააქორწინა. ეშმამ იმ მხარეში ოთხი წელი გაატარა და ორი შვილი – ქალ-ვაჟი შეეძინა. ბოლოს მეუღლეს გამოემშვიდობა და შურის საძიებლად სამშობლოში დაბრუნდა.

ღამის მოჩვენებანი

ხუთწლიანი განშორების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში დაბრუნებული მინდია საგრძნობლად იყო შეცვლილი – 40 წლის კაცს ბევრად უფრო დიდი შეხედულება ჰქონდა. თუმცა, ფიზიკურად ის ძლიერი იყო და შურისძიების წყურვილი ძალებს უათმაგებდა. წიკლაურს არც ფული აკლდა, სიმამრმა მისცა. იარაღის შოვნა კი ძველმა კავშირებმა გაუადვილა. მინდია ავლაბარში დასახლდა და გეგმის განხორციელებას შეუდგა.

ეშმა მალევე დაადგა აზა ხულიასა და ვარდენ კერესის კვალს. მას შემდეგ კი, რაც ისინი სოხუმში მოიხელთა და საშინელი წამებით ამოხადა სული, კვლავ თბილისში დაბრუნდა. ახლა მაიორ ლიპტონ კარკასიაზე დაიწყო ნადირობა, რომელიც მას მილიციის სამმართველოში აწამებდა. კარკასიასთვის სამაგიეროს გადახდაზე მეტად, წიკლაურს მისი გამოტეხვა უნდოდა. კარგად ახსოვდა, თუ როგორ წამოსცდა მთვრალ კარკასიას ეშმას მორიგი წამებისას: „ნურც შენ წვალობ და ნურც მე მაწვალებ. თქვი, რომ ცოლ-ქმარი ჭიხურიები შენ დახოცე და გულწრფელი აღიარებისთვის არ დაგხვრეტენ. ასეა საჭირო, დაწერე, ყველაფერი შენს თავზე აიღე. ნუღარ გამოაქექინებ სხვებს ამ საქმეს. რომ არ აღიარო, დაგხვრეტენ, ასე კი გადარჩენის შანსი გაქვს“.

წიკლაურს ენიშნა, რომ კარკასიამ რაღაც იცოდა. ამ ხუთი წლის განმავლობაში ეს აზრი მოსვენებას არ აძლევდა. სოხუმში ჩადენილი მკვლელობიდან ორ კვირაში ეშმამ ლიპტონ კარკასია ჯერ დაათრო, შემდეგ ნაქირავები ბინის სარდაფში ჩაათრია და საშინლად აწამა, ბოლოს კი უთხრა:

– ალბათ, ვერ მიცანი?

– ვერა.

წიკლაურმა გულ-მკერდი გადაიღეღა და მაიორ ჯალათს სვირინგი დაანახვა.

– ღმერთო ჩემო, ეშმა! – აღმოხდა კარკასიას.

მინდიამ კიდევ ხუთიოდე წუთი აწამა ლიპტონი და ბოლოს უთხრა:

– ეჭვი მაქვს, რომ იცი, ვინ დახოცა ცოლ-ქმარი ჭიხურიები. გახსოვს, რა მითხარი, როცა მთვრალი მაწამებდი?

– მახსოვს, თქვა კარკასიამ, – ჩვენ არა მარტო ჭიხურიების, არამედ მრავალი სხვა ოჯახი გავძარცვეთ. შენი დაჭერის იდეა კი პოდპოლკოვნიკმა შეუგდო უფროსებს, რომ ჩვენგან ეჭვი აეცილებინა.

– კონკრეტულად ილაპარაკე, – წიკლაურმა მაიორს ყელზე სიგარა მიადო.

ცოცხალმკვდარმა კარკასიამ წიკლაურს უამბო, რომ პოდპოლკოვნიკ ალიოშა ქერქეტაძეს მილიციელთა ხუთკაციანი მძარცველების ბანდა ჰყავდა და სწორედ ისინი სჩადიოდნენ ამ დანაშაულს.

– ჭიხურიებთან რომ შევიჭერით, ქალმა ალიოშა იცნო, რადგან მისი გარე ბიძაშვილი იყო.  იძულებულები  გავხდით, ორივე დაგვეხოცა. სხვათა შორის, ამ საქმეებს თავად ქერქეტაძე იძიებდა. თუმცა, ამ სამი თვის წინ უშიშროებამ წაიღო და ალიოშა ძალიან იყო შეშფოთებული.

კარკასია მართალს ამბობდა. „კაგებეს“ გამომძიებლის, მაიორ მიხეილ დანელიას მიერ ჩატარებული ძიება წარმატებით მიმდინარეობდა. ის მალე დაადგა ღამის მოჩვენებების კვალს, რომლებსაც სასტიკ მძარცველებს უწოდებდა.

იმ დროს, როცა წიკლაური კარკასიას აწამებდა, დანელიას უკვე ოთხი ეჭვმიტანილი ჰყავდა დაპატიმრებული და კარკასიას ეძებდა. თუმცა, მას უკვე ცოცხალს ვეღარ მიუსწრეს და წიკლაურის ნაქირავები ბინის სარდაფში იპოვეს თავმოკვეთილი.

დააპატიმრეს მინდია წიკლაურიც, რომელიც ქერქეტაძის სახლის სადარბაზოში აიყვანეს. დაპატიმრებულმა მილიციელებმა, რომლებიც ექვსი წლის განმავლობაში დაუსჯელები თარეშობდნენ თბილისში, დანაშაული აღიარეს. ისინი გასამართლების შემდეგ დახვრიტეს.

სიკვდილი მიესაჯა წიკლაურსაც, მაგრამ ის სიკვდილმისჯილთა საკანში გარდაიცვალა.

скачать dle 11.3