კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უწუნებს ვანიკო თარხნიშვილი თავის თანაწამყვანს და როგორია შორენა ბეგაშვილისთვის მასთან მუშაობა

ვანიკო თარხნიშვილსა და შორენა ბეგაშვილს „იღბლიანი ბორბლის” ჩაწერის შემდეგ შევხვდით. ინტერვიუ ცნობილ თანაწამყვანებთან ძალიან ხალისიანად წარიმართა.

ვანიკო: ჩვენი ინტერვიუ შორენას თხოვნით ჩაიწერა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე მეზარება ინტერვიუს მიცემა, ან თავში მაქვს ავარდნილი, არა. ბევრ ჟურნალს ვეუბნები უარს, რადგან არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი. თქვენც, ალბათ, უარს გეტყოდით... სხვა ჟურნალებს ბოდიშს ვუხდი თქვენი ჟურნალის მეშვეობით.

– ფაქტობრივად, კომპლიმენტი მითხარით... გამოდის, მე, როგორც ჟურნალისტმა,  ვიცი, როგორ უნდა მოვემზადო, ვინ დავიხმარო, რომ გავაკეთო ის, რაც ჩავიფიქრე...

შორენა: მე არ ვუხდი ბოდიშს სხვა ჟურნალებს, რადგან რამდენჯერაც ინტერვიუ მივეცი, იმდენჯერ ან არასწორად დაიბეჭდა, ან ისეთი რამ მათქმევინეს, საერთოდ კავშირი რომ არ ჰქონდა ინტერვიუსთან. ამიტომ, „თბილისელები“, ამოჩემებული ჟურნალი კი არ არის – ის ჟურნალია, რომელსაც ვენდობი. 

– ორივეს გქონდათ სხვადასხვა პროექტებში მუშაობის გამოცდილება, ამ პროექტში პირველად თანამშრომლობთ; როგორ შეეგუეთ, რას უწუნებთ, რა მოგწონთ... როგორია ერთად მუშაობა?

ვანიკო: რა უნდა დავუწუნო ჩემს თანაწამყვანს?! ჯერ ერთი, შორენას რომ ვინმე რამეს დაუწუნებს, მე იმ ადამიანს ვეტყოდი პასუხს... მშვენივრად შევეწყვეთ, სამსახურია, პროფესიაა და რაც უფრო კომფორტულ ადამიანთან მუშაობ, მით უფრო კომფორტულად გრძნობ თავს. როგორც თანაწამყვანი, შორენა სულ მამხნევებს, მეხმარება. შორენას მანამდეც კარგად ვიცნობდი და არასდროს ამ პიროვნებასთან პრობლემა არ მქონია. 

– შორენა, შენთვის როგორია ვანოსთან ერთად მუშაობა?

– ორივენი იმდენად უპრეტენზიოები ვართ, რომ ძალიან მარტივია ჩვენთან მუშაობაც და ჩვენთვის, ერთმანეთთან მუშაობაც.

ვანიკო: ნამდვილად ასეა.

შორენა: რომ მოვდივარ, არასდროს ვფიქრობ, ახლა რაღაცაზე „დავიგრუზები”, დაძაბულობა მელის-მეთქი... ვიცი, რომ ძალიან კარგი სიტუაცია და გარემო მელის აქ. ეს უპირველესად, რა თქმა უნდა, ვანიკოს დამსახურებაა. იმიტომ რომ, ჩვენ ვართ თანაწამყვანები. 

– ბევრნაირ მოთამაშესთან გიწევთ მუშაობა, შესაბამისად, გიწევთ ნერვების დაძაბვა ან მოდუნება...

– ზოგი ძალიან დაძაბულია, ზოგს სულაც არ ეცინება და არ სიამოვნებს, როცა ჩვენ ვცდილობთ, მათ გამხიარულებას. მაგრამ, ჩვენი საქმეა, რომ ადამიანები გავახალისოთ. ცოტა ავალაპარაკოთ და ჩვენკენ გადმოვიყვანოთ, ასე ვთქვათ, გადაცემა რომ გამოვიდეს საინტერესო და ყურებადი.

ვანიკო: ადამიანი, რომელიც პირველად მოდის ტელევიზიაში და არა აქვს კამერასთან მუშაობის გამოცდილება, შესაბამისად, იბოჭება. როცა გამოცდილება გაქვს, ხანდახან მაშინაც კი იბოჭები, გვაქვს ამის პრეცედენტები. ზოგადად ძალიან რთულია, როცა ამდენი ხალხი გიყურებს, ამდენი კამერაა. მერე იცი, რომ მთელი საქართველო გიყურებს და თუ არ გაქვს გამოცდილება, ბუნებრივია, იძაბები. ამიტომ, მეც და შორენაც ვცდილობთ, გავამხიარულოთ ისინი და დაძაბულობა მოვუხსნათ.

– ვანიკო, შორენას თაყვანისმცემლების მოგერიება ხომ არ გიწევს ხოლმე?

– ჩემ გარდა, კიდევ ბევრი დამცველი ჰყავს შორენას, უზარმაზარი გუნდი ვართ... აქ დაცვაც არის... ვიგერიებთ ტერიტორიაზე.

შორენა: ხშირად არის ლექსები, ცოტა უხამსი.

ვანიკო: ასეთ არაკორექტულ სიტუაციაში შენიშვნასაც მივცემთ და ყბასაც მოვამტვრევთ...

– ყველა კითხვის პასუხი იცით წინასწარ, რაც „იღბლიან ბორბალში” ისმის?

– პასუხები ვიცით, რა თქმა უნდა.

შორენა: მე ყოველთვის არ ვიცი...

– ორივენი პარალელურად, სხვა პროექტებში ხართ დაკავებული: შორენა: „ქეთი და კოტეში”, ვანიკო კი მოურჯულებელი სიძეა... უახლოეს გეგმებზე ვისაუბროთ.

ვანიკო: არც არის წესი, რომ გეგმებზე ილაპარაკო – ათასი რაღაც გამოვა... ან არ გამოვა... გეგმები იყოს გეგმებად. ამჟამად შორენაც დაკავებულია სერიალში და მეც. გადაღებები უკვე მიმდინარეობს და მაყურებელიც მალე იხილავს „ჩემი ცოლის დაქალების” ახალ სეზონს.

– ახალი პერსონაჟები ხომ არ შემოდიან?

– ვნახოთ... ვნახოთ...

– შორენა, კოტესთან რა ხდება?

შორენა: იქაც ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. ძალიან ვხალისობთ გადაღებების პროცესში. ბევრჯერ ხდება ისე, რომ გაუთავებლად ვიცინით და დუბლს ვაფუჭებთ. კიდევ არის მოლაპარაკება, ისევ და ისევ ერევანთან...

– მოკლედ, სომხებს ძალიან უყვარხარ...

– ძალიან და მადლობა ღმერთს. მე სამსახური მაქვს, სანამ სომხებს ვუყვარვარ. ძალიან მსხვილ სარეკლამო კამპანიაზეა ამჟამად საუბარი.

– როგორი ურთიერთობა გაქვთ მაყურებლებთან?

ვანიკო: დადებითად არის მაყურებელი ჩვენდამი განწყობილი და ეს იგრძნობა. რეალურად, საბოლოო ჯამში, ჩვენ იმისთვის ვმუშაობთ, რომ ეს ემოცია მივიღოთ. ეს გვავსებს და გვსიამოვნებს. 

შორენა: მე, ძირითადად, როცა მხვდებიან, მეუბნებიან ხოლმე: იქნებ „იღბლიან ბორბალში” მომახვედრო – აი, ჩემი ნომერი, აი, სურათი – რაღაცეებს მაჩეჩებენ ხოლმე. ზოგს ჰგონია, რომ მე განვსაზღვრავ, ვინ მოხვდება გადაცემაში და ვინ ითამაშებს. არანაირი ნაცნობობა არაა ამისთვის საჭირო.

– თუ ყოფილა შემთხვევა, როცა დარბაზის გაჩერება გაგჭირვებიათ?

– არა. მხოლოდ ისაა, ხანდახან მოკარნახეებს ვერ ვაჩერებთ ხოლმე. 

– მერე როგორ ებრძვით ასეთ შემთხვევებს?

ვანიკო: ისჯება მოკარნახე, ან დარბაზიდან გავაძევებთ. შემდეგ ვცვლით კითხვას, თავიდან ვიწყებთ ჩაწერას, დრო იწელება, ყველა იღლება.

შორენა: ხანდახან ისე ვიღლებით გადაღებისას, რომ ვანიკოს ვეძახი – აჩიკოს... ასეთი სისულელეებიც მომდის. 

ვანიკო: მე სულ შორენას ვეძახი.

– შოუს საუკეთესო წამყვანებად ჩამოყალიბდით.

შორენა: ყველაფერს გასწავლის ცხოვრება. ბევრი რამე გამოვიარე – ფილმშიც გადამიღეს, თეატრშიც ვიყავი, მაგრამ ყველაზე კომფორტულად ტელევიზიაში ვარ. არ ვიცი, უნდა დაიბადო ამისთვის, თუ უნდა ისწავლო... მე ვისწავლე, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ.

ვანიკო: გამართლებაზეც არის. მნიშვნელობა არა აქვს, შეიძლება სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრო, მაგრამ მაინც პრაქტიკას და იმ გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვისთანაც მოხვდები. შეიძლება, ძალიან მაგარი იყო, მაგრამ არ გყავდეს გუნდი, რომელიც გამოგაჩენს ისე, როგორც ჩვენ ვჩანვართ. 

– სწორ დროს, სწორ ადგილას?

– ნამდვილად ასეა.

– მოდი, მაშინ ისიც ვთქვათ როგორ მოხვდით ამ ადგილას?

– დამირეკა გიორგი ხაბურძანიამ, ვინც ამ გუნდის ლიდერია. ადრე „ჩიპსების თაობაში” ვმუშაობდი მათთან ერთად და მაშინაც გამიმართლა. მერე იყო „ჩვენი ოფისი”, „ჩემი ცოლის დაქალები.“ ახლა კი ამ ჯგუფთან ერთად ვარ. მოკლედ, ახლაც დამირეკეს, გამსინჯეს და დამიტოვეს. 

– შორენა რას მეტყვის?

შორენა: იმდენჯერ ვიყავი სტუმრის სტატუსით „რუსთავი 2-ის“ სხვადასხვა გადაცემაში, ბოლოს და ბოლოს მუშაობაც დამაწყებინეს. 

– ერთხმად დამეთანხმეთ, რომ ორივე პოპულარულები ხართ და მოდი, პოპულარობის პლუსებსა და მინუსებზე ვისაუბროთ.

ვანიკო: კარგი ბატონო, მადლობა. მინუსები არ ვიცი, ძირითადად, სულ პლუსები აქვს პოპულარობას. მართალია, პოპულარობისთვის ბრძოლა ბევრ შრომასა და ენერგიას მოითხოვს, მნიშვნელობა არა აქვს, რა განწყობაზე ხარ, მაინც ისეთი უნდა იყო გადაცემისთვის რომ არის საჭირო. თუმცა, ამას მინუსად არ მივიჩნევ, რადგან, მთელი ცხოვრება მერე, უკვე, ასე ვთქვათ „ხოდზე” ხარ. როგორც კი პოპულარობაში მინუსს დავინახავ, იმწუთასვე „დავიკიდებ”, ასე ვთქვათ. წამყვანი ან მსახიობი თუ ამბობს, პოპულარობა არ მინდაო,  არა მგონია, გულწრფელი იყოს იმ მომენტში. ძალიან ბევრი პლუსი აქვს პოპულარობას.

შორენა: რომ არ მსიამოვნებდეს პოპულარობა, რატომ უნდა ვიტანჯებოდე. დილიდან აქ ვარ, მაცვია 12 თუ 14-სანტიმეტრიანი ქუსლები. რატომ უნდა ვიდგე?!

– მგონია, ზოგ შემთხვევაში, შორენა შეწუხებული უნდა იყოს პოპულარობით. მაგალითად, წარმომიდგენია, შუქნიშანზე რა ხდება, როცა, ის ჩერდება.

– შეწუხების მხრივ, სხვა რაღაცეები უფრო მაწუხებს, ვიდრე მამაკაცების ყურადღება შუქნიშანზე დგომისას. მისიგნალებენ, რომ მივიხედო. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ვიხედები, რადგან ზუსტად ვიცი, ან რაღაცას მანიშნებენ, ან... ხშირად არ ხარ ამის ხასიათზე, გინდა, შენთვის, მშვიდად წახვიდე დანიშნულების ადგილამდე. პოპულარობის მინუსი ის არის, რომ სულ ფორმაში უნდა იყო. ეგ მაგიჟებს – სულ მაკიაჟი უნდა გესვას, გამხდარი იყო. როგორც ძველი თაობის წარმომადგენლებს ეგონათ ბავშვობაში, რომ მასწავლებელი ტუალეტში არ დადის, ისე ჰგონიათ, რომ მეც იდეალური უნდა ვიყო, გავიღვიძებ თუ არა, ეგრევე... ეს ხშირად დამღლელია.

ვანიკო: მე ტელევიზიაშიც მაკმაყოფილებს ფორმაში ყოფნა, ისე – შორენასგან განსხვავებით, ყოველდღიურად არ მიყვარს და არც მომეთხოვება გამოწყობა. 

скачать dle 11.3