კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას არ მალავს სალომე ქათამაძე, რის გამო აკრიტიკებენ მას და რას არ მოეშვება ის არასდროს

„გოლდენ ტალანტის” შემდეგ სალომე ქათამაძემ კიდევ ერთი აღიარება „ახალ ხმაში” გამარჯვებით მოიპოვა. მან პროექტის დაწყებისთანავე შეძლო როგორც ჟიურის, ასევე მაყურებლის გაოცება. რის გამო აკრიტიკებს მას ქართველი მაყურებელი და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება პროექტის შემდეგ, ამაზე თავად მომღერალი გვესაუბრება:

– სანამ „ახალი ხმა” იქნებოდა, საზოგადოების ნაწილმა გამიცნო „გოლდენ ტალანტიდან.” თუმცა, ამან ისეთი პოპულარობა ნამდვილად არ მომიტანა, როგორიც „ახალმა ხმამ“. მანამდე ვმღეროდი კლასიკური ვოკალის განხრით. როცა გადავწყვიტე, რომ საესტრადო განხრაზე გადავსულიყავი, დავიწყე კარიერის გაკეთება, თუმცა გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო, ვერ გავაგრძელე სიმღერების ჩაწერა და კლიპების გადაღება. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემით ვისწავლე სიმღერები, თავისუფალ დროს დავდიოდი კლუბებში, ვმღეროდი კარაოკეებზე. შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა მიმიწვია თავისთან გადაცემაში. სეზონის დახურვაზე მამღერა გადაცემის ბოლოს. მე ვფიქრობ ნელ-ნელა ვიზრდები ვოკალურადაც და პროფესიონალურადაც. ახლა ჩემს ცხოვრებაში წარმატების პიკია, რასაც კი შეიძლება, მიაღწიო საქართველოს მასშტაბით. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, ვიყავი ესემეს-ლიდერი და ხალხმა ძალიან შემიყვარა. თავიდან  არანაირ პროექტში მონაწილეობას არ ვაპირებდი. მინდოდა, ჯერ ალბომი გამეკეთებინა, კლიპები გადამეღო და ისე გამოვჩენილიყავი ფართო საზოგადოების წინაშე. პედაგოგებთანაც კი არ დავდიოდი, ჩემით ვსწავლობდი სიმღერებს, ვუსმენდი ყველა კარგ მომღერალს და ტექნიკურად ვსწავლობდი, როგორ მემღერა. ჩემთვის მქონდა შემუშავებული რაღაც გეგმები, მაგრამ ყველაფრის განხორციელება ვერ მოხერხდა და მოულოდნელად მოვხვდი პროექტში.

– ანუ, პროექტში მონაწილეობას არ აპირებდი და ექსპრომტად მიიღე გადაწყვეტილება?

– ჩემი ინიციატივით არ დავკავშირებივარ პროექტს. მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მომწერა და შემომთავაზა, ჩავრთულიყავი პროექტში. მეც დავფიქრდი, მაგრამ თავიდან ცოტა შემეშინდა. ვიცოდი, რომ ბევრი ნერვიულობა მომიწევდა. ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვაა. კონკურსანტი რომ ხარ, გყავს უამრავი კონკურენტი. სხვათა შორის, მაშინვე ვიცოდი, რომ დათოსთან უნდა წავსულიყავი და ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო დათოს ყველაფრისთვის.

– რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში პროექტის შემდეგ?

– ხალხი მცნობს, ყველა მაკვირდება. მაჩერებენ, მეფერებიან, ძალიან ემოციურად მხვდებიან. ძალიან მსიამოვნებს და ვფიქრობ, ეს არასდროს მომბეზრდება. ძალიან მახალისებს ხალხის სიყვარული და სითბო. 

– მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსაბეზრებელი არ არის?

– რა პრობლემაა, არ მესმის. როცა ხალხს უყვარხარ, გცნობს, კარგ სიტყვებს გეუბნებიან, ეს ჩემთვის მხოლოდ სასიამოვნოა. არანაირად არ მაკომპლექსებს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ყოველთვის ისეთი ვარ, როგორიც ვარ სინამდვილეში. შემიძლია, ჩუსტებით და პიჟამათი გავიდე და ეს სულაც არ მაკომპლექსებს. მაღაზიებში და აბსოლუტურად ყველგან ისევე თავისუფლად დავდივარ, როგორც მანამდე. არანაირად არ მზღუდავს პოპულარობა.

– ანუ, არანაირი კომპლექსი არ გაქვს და თავისუფალი ადამიანი ხარ?

– კი, თავისუფალი ადამიანი ვარ და არც მეუღლე მიკრძალავს რამეს. ისეთი არც ვარ, რომ გასაოცარი რაღაც ჩავიცვა, ან სასწაული საქციელი ჩავიდინო. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც არ რცხვენია საკუთარი ხასიათის, გემოვნების. ვფიქრობ, არ მაქვს გულისამრევი და გამომწვევი საქციელი. სხვათა შორის, ყოველთვის ვიღებ რჩევებს, შენიშვნებს და ვცდილობ, გავითვალისწინო ხოლმე.

– შენი აზრით, რატომ შეგიყვარა ასე ხალხმა და ელოდი თუ არა ასეთ წარმატებას?

– ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან თავისუფალი ვარ და სცენაზეც და ყველგან ვარ ის, რაც სინამდვილეში ვარ. ალბათ, ამან გამოიწვია ხალხის სითბო და სიყვარული. არაფერს ვმალავ, ნებისმიერ ემოციას ვდებ სცენაზე. ჩემი აზრით, ეს არის მიზეზი. რაც შეეხება, ველოდი თუ არა ასეთ წარმატებას, ალბათ, ორმოცდაათი ორმოცდაათზე. ყველაფერი ბედზეა დამოკიდებული, ყველას თავის აზრი აქვს. მე რა ვიცი, რა დროს ვინ რას იფიქრებს, მაგრამ მე მაქსიმალურად შევეცადე, ხალხის გული მომეგო – მენახვებინა თუ ვინ და როგორი პიროვნება, როგორი მომღერალი ვარ – ალბათ, გაამართლა კიდეც ჩემმა ერთგულებამ.

– ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გყავს, მეუღლე ხომ არ ეჭვიანობს?

– არა, არანაირად არ ეჭვიანობს, პირიქით ძალიან მოსწონს და უხარია ჩემი წარმატებები და სხვადასხვა რჩევებსაც მაძლევს ხოლმე. თვითონაც ხვდება, რომ ისეთი ვუყვარვარ ხალხს, როგორიც ვარ და აღარაფერს ამბობს. ძალიან შემიწყო ხელი ყველაფერში. უამრავი ადამიანი მწერს „ფეისბუქის“ საშუალებით, დღეში, ალბათ, ორმოცდაათი ესემესი მაინც მომდის. გამოხატავენ სითბოს, სიყვარულს, ძალიან თბილ სიტყვებს მწერენ. მეგობრობის მოთხოვნა მაქვს, მგონი, ორიათას შვიდასი, მაგრამ ვეღარ ვიმატებ, რადგან მივაღწიე უკვე ლიმიტს. არის უცნაური ესემესებიც – ზოგს მოვწონვარ, ზოგს არა. მაგრამ, მე არანაირი რეაქცია არ მაქვს. ყველას თავის აზრი და შეხედულება აქვს.

– უცნაური ესემესები რას ნიშნავს, ხშირად გაკრიტიკებენ?

 – ზოგისთვის მსუქანი ვარ, ზოგს მიაჩნია რომ ცუდად მაცვია. იმასაც ამბობენ, კი არ ვმღერი, ვყვირი. (იცინის). კიდევ მსმენია, რომ, ამბობენ: ეგ ახალი არაა, ძველი ხმააო. ჩემი აზრით არ ვარ ძველი ხმა. ალბათ, ასე მიაჩნიათ მათ, ვინც დამიმესიჯა და გამამარჯვებინა. თუ ერთ კონკურსზე გამოხვალ და გაგიცნობს საქართველოს ოცდაათი პროცენტი, არ ნიშნავს, რომ დაძველდი.

– ძალიან ხომ არ დაიტვირთე სიმღერით, ოჯახისთვის დრო გრჩება?

– ყველაფერს ვახერხებ. ახლახან მქონდა ჯვრისწერა და ძალიან ბედნიერი ვარ. მოკლედ, ყველაფერს ვახერხებ და ვასწრებ. გადანაწილებული მაქვს დრო და ოჯახს ნამდვილად არ მივატოვებ კარიერის გამო. ოჯახი, პირიქით, ხელს მიწყობს ყველაფერში და ყოველთვის გვერდში დამიდგებიან. ახლა ასე ვფიქრობ და ალბათ, ყოველთვის ასე იქნება. რა უნდა მოხდეს, რომ ოჯახი მივატოვო, გამორიცხულია.

– „ახალი ხმის“ მონაწილეებიდან ვის გამოარჩევდი, ვის მიმართ გქონდა განსაკუთრებული სიმპათიები?

– ძალიან მომწონს მაგდა ვასაძე და ლაშა თოფურია. ყველა კარგად მღერის, მაგრამ მე მაინც ამათ გამოვარჩევდი. ძალიან მაგარი მომღერლები არიან.

– სამომავლო გეგმებზე რას მეტყვი, ხომ არ გაქვს უკვე შემოთავაზებები, წინადადებები?

– არა, ჯერ არ მაქვს შემოთავაზებები. მე დათო და ჩემი ჯგუფი ვიწყებთ მუშაობას ალბომზე. წესით და რიგით, ყველაფერი კარგად იქნება და გამოვუშვებთ ალბომს – ალბათ ვეღირსები რაც დავიწყე იმის დამთავრებას (იცინის). აუცილებლად შევთავაზებთ საქართველოს მოსახლეობას ჩვენს სიმღერებს, სიახლეებს. არ მოვეშვები, არ მოვდუნდები და შევეცდები, საქართველოს გარეთაც ვაჩვენო მსმენელს ჩემი შესაძლებლობები. თუ მექნება შემოთავაზება, რატომაც არა, წავალ, მაგრამ საქართველოს არასდროს მივატოვებ.

– სიმღერის გარდა, სხვა რაიმე ნიჭი ხომ არ გაქვს?

– საერთოდ, ძალიან ახლოს ვარ ხელოვნებასთან. შემიძლია, რაღაცეების ხატვა. წარმოსახვის უნარი მაქვს ძალიან დიდი. შემიძლია, რაღაცეები მოვიფიქრო, სცენარი დავწერო. თეატრალური ნიჭიც მაქვს. დედაჩემი მსახიობია და ალბათ, მისგან გამომყვა. ძალიან კარგად შემიძლია შევიჭრა როლში.

– პროექტის მსვლელობისას შეიცვალე იმიჯი, საერთოდ, ხშირად იტარებ ექსპერიმენტებს გარეგნობაზე?

– ხან რა წამომივლის ხოლმე, ხან – რა (იცინის). ხან გრძელი „რიჟა“ თმები მაქვს, ხან შავი – კარე, ხან – გადაპარსულ-გადმოპარსული. ეს ვარცხნილობა, რომელიც ახლა მაქვს, მაკო კვიტაიშვილს ჰქონდა, პროექტის მონაწილეს. ძალიან მომეწონა და მეც გავიკეთე. მომწონს და კმაყოფილი ვარ. ზოგადად, იმიჯზეც ვაკეთებ ხოლმე ექსპერიმენტებს. რაშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს, იმას ვიცვამ – რაც მე მომწონს და არა იმას, რაც მოდაშია. არ მიყვარს ერთფეროვნება.

– ცვალებადი ხასიათი გაქვს?

– კი, ძალიან ცვალებადი ვარ ყველაფერში (იცინის). ზოდიაქოთი ვარ სასწორი და ძალიან დიდხანს ვფიქრობ, ვწონი – ხან იქით, ხან აქეთ (იცინის). გადაწყვეტილებების მიღების წინ დიდხანს არ ვფიქრობ, თუმცა ცოტა ფიქრი მიყვარს. აუცილებელიცაა, ცოტა დაფიქრდე და ისე გადაწყვიტო. მით უმეტეს, როცა რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებას იღებ, ცხელ გულზე ნამდვილად ვერ გააკეთებ სწორ არჩევანს.

скачать dle 11.3