კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი სექსუალური სკანდალით გაითქვა სახელი კიმ კარდაშიანმა და რომელი ერის გენოციდის აღიარებას მოუწოდებს ის ამერიკელებს

სომხური წარმოშობის ცეცხლოვანი ლამაზმანი, ამერიკული და მსოფლიო შოუ-ბიზნესის ბოლო დროის ყველაზე სახელგანთქმული ვარსკვლავი, რომელმაც თავისი სექსუალური სხეულის ფორმებითა და სკანდალური ისტორიებით ბულვარული პრესის უმთავრესი გმირის სტატუსი მოიპოვა და რომლის პერსონაზეც ყველაზე ბევრს საუბრობენ სატელევიზიო თოქ-შოუებში – საუბარია კიმ კარდაშიანზე, სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ზეპოპულარულ გლამურულ ლამაზმანზე, რომელსაც მილიონობით მიმდევარი ჰყავს მთელი პლანეტის მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, სადაც კიმს უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა მას შემდეგ, რაც „კარდაშიანების ოჯახის” ჩვენება დაიწყო ერთ-ერთმა ქართულმა ტელეარხმა.

* კიმბერლი ნოელ (კიმ) კარდაშიანი 1980 წლის 21 ოქტომბერს კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში, ცნობილი ადვოკატის, რობერტ კარდაშიანისა და ღამის კლუბების  ხშირი კლიენტის – კრის ჯენერ-ჰოუტონის ოჯახში დაიბადა. მამა – რობერტი, ცნობილი იურისტი იყო, რომლის სახელს უკავშირდება ცნობილი მსახიობის, „შიშველი პისტოლეტისა” და სხვა ბლოკბასტერების ვარსკვლავის, ოჯეი სიმფსონის გახმაურებული საქმე (ბრალად ედებოდა მეუღლისა და მისი საყვარლის მკვლელობა). დედა – კრისი, ამჟამად კიმის მენეჯერის თანამდებობას ითავსებს. რობერტთან ის 1989 წელს განქორწინდა და მას შემდეგ ცნობილ სპორტსმენთან, მძლეოსან ბრიუს ჯენერთან ერთად ცხოვრობს, რომელიც, ფაქტობრივად, კიმის მამინაცვალია, რადგან რობერტ კარდაშიანი 2003 წელს გარდაიცვალა. სხვათა შორის, კიმს მამის მხრიდან სომხური ფესვები აქვს, დედის მხრიდან – შოტლანდიური და ჰოლანდიური. თავის წარმომავლობას ყველაზე სკანდალური სომეხი ჰოლივუდელი შემდეგნაირად ხსნის: „მე ვარ ნახევრად სომეხი (მეოთხედი თურქი სომხებისა და რუსეთში მცხოვრები სომხების ნაჯვარი) და ნახევრად ჰოლანდიელი და შოტლანდიელი”. კიმს დედმამიშვილების მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს: დები – ჰლოე და კორტნი, ძმა – რობ კარდაშიანები, ნახევარდები და ნახევარძმები: ბარტონი, ბრენდონი, ბროუდი, კეისი, კენდელი და კაილი ჯენერები. სხვათა შორის, 90-იანი წლების შუა პერიოდში კიმი მამის მიერ დაფუძნებულ მუსიკალურ სარეკლამო კომპანია „მუვი თიუნზში” მუშაობდა და სოულის ვარსკვლავის – უიტნი ჰიუსტონის პირადი სტილისტიც კი იყო. 

* პირველი ნაბიჯები პოპულარობისკენ კიმმა 2007 წელს გადადგა, როდესაც დებთან ერთად მონაწილეობა მიიღო რეალითი-შოუში „კარდაშიანების ოჯახი”, რომლის შვიდი სეზონია დღესდღეობით გასული ამერიკული ტელევიზიით და ჯერაც წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს. კიმ კარდაშიანი რეალითი შოუების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია. გასართობი ტელეარხის – „ენთერთეინმენთის” ეთერში კიმის  სხვა შოუებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგალითად, „კორტნი და კიმი ნიუ-იორკს იპყრობენ,” რომელშიც ნაჩვენებია  თუ როგორ მუშაობს კიმის მიერ გახსნილი ბუტიკი ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ უბანში რეალურ დროში. სხვათა შორის, კიმის ბუტიკების ქსელი კალიფორნიასა და ფლორიდაში ფუნქციონირებს და ძირითადად საიუველირო ნაწარმით და ქალებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა აქსესუარით ვაჭრობს. გარდა ბუტიკების ქსელისა, კიმ კარდაშიანი დებთან ერთად ფლობს ტანსაცმლის ხაზს – „ქე-დაშს”, ასევე, ისინი არიან მოდური ტანსაცმლის ბრენდის – „ბებეს” დიზაინერები. ცნობისთვის, კიმი ძირითადად ქვედა საცვლებისა და საცურაო კოსტიუმების დიზაინზე მუშაობს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ნაწარმად ითვლება ამერიკაში. გარდა ამისა, კიმ კარდაშიანი პარფიუმერიითა და კოსმეტიკით არის დაინტერესებული და 2010 წლიდან კოსმეტიკური მაღაზიათა ქსელის – „სეფორას” მაღაზიებში სუნამოები „კიმ კარდაშიანი”, „გოულდი” და რუჯის მისაღები კრემი – „კარდაშიან გლამურ თენი” იყიდება. 

* გარდა რეალითი შოუებისა, კიმი პერიოდულად სხვადასხვა ჟანრის ფილმებში მონაწილეობს, თუმცა, ამ ფილმების უმეტესობა არ განეკუთვნება ჰოლივუდის ტოპ-კლასის ფილმების კატეგორიას და მდარე ხარისხის, ეგრეთ წოდებულ „ბ” კატეგორიად ითვლება ამერიკაში. მაგრამ, კარდაშიანს აქაც აქვს გარკვეული წარმატება, რადგან, 2009 წელს ფილმისთვის „არარეალური ბლოკბასტერი” იგი „ოქროს ჟოლოზე” იყო წარდგენილი, რომელიც წლის ყველაზე წარუმატებელი მსახიობებისთვის არის განკუთვნილი. სხვათა შორის, 2010 წლიდან კიმის ფიგურა მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმშია განთავსებული და დამთვალიერებელთა უმეტესობა სწორედ კიმის „ცნობილ“ უკანალთან იღებს ფოტოებს. ცნობისთვის, კიმ კარდაშიანი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ყველაზე სექსუალური სხეული აქვს ჰოლივუდში. 

* კიმ კარდაშიანი, პერის ჰილტონთან, ნიკოლ რიჩისთან, ტარა რიდთან, ბიჟუ ფილიპსთან, ლინდსი ლოჰანთან და კიმბერლი სტიუარტთან ერთად, ჰოლივუდური წვეულებების მოყვარულად ითვლება, რომელიც არ აცდენს მსგავს ღონისძიებებს და მუდამ ყურადღების ცენტრში იმყოფება. თავისი ყოფილი დაქალის, პერის ჰილტონის მსგავსად, კიმი 2007 წელს სექსუალურ სკანდალში გაეხვია, როცა გავრცელდა ეგრეთ წოდებული საოჯახო პორნო, რომელშიც კიმი სექსით იყო დაკავებული თავის იმჟამინდელ „ბოიფრენდთან“, მომღერალ რეი ჯეისთან. ვიდეო ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა და ამ ფაქტმა დიდი როლი შეასრულა კიმის გაპოპულარებაში. სხვათა შორის, კიმ კარდაშიანის თქმით, იგი დღემდე სამარცხვინოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ეს ვიდეო საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვიდეოს გამოჩენის შემდეგ კიმით დაინტერესდნენ სხვადასხვა საგამომცემლო სახლები, რომლებიც  ჰონორარის სანაცვლოდ მას ეროტიკულ ფოტოსესიებში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. უმეტეს შემთხვევაში კიმი თანხმდება და მისი გულახდილი ფოტოების ნახვა „ფლეიბოის”, FHM-ისა და  მამაკაცებისთვის განკუთვნილი სხვა ცნობილი ჟურნალების ფურცლებზეა შესაძლებელი. 

* კიმის პირადი ცხოვრება მუდმივ ინტერესს იწვევს ამერიკელებში. 2000 წელს იგი ცოლად გაჰყვა მუსიკალურ პროდიუსერს, დეიმონ ტომასს, რომელთანაც 2004 წელს განქორწინდა. მას შემდეგ მისი „ბოიფრენდები“ იყვნენ: ზემოთ ნახსენები რეი ჯეი, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავები – რეჯი ბუში და მაილზ ოსტინი, ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ და მოდელი გაბრიელ ობრი. კიმი, ასევე, ხვდებოდა  კალათბურთელს – „ნიუ-ჯერსი ნეთსის” ვარსკვლავ კრის ჰამფრისს. კრისმა მას 2011 წლის 18 მაისს 20,5 კარატის ბრილიანტის ბეჭდის ჩუქებით ხელი სთხოვა, 2011 წლის აგვისტოში კი წყვილი დაქორწინდა, მაგრამ,  ორ თვეში – ოქტომბერში განქორწინდა. 2012 წლიდან კიმი ცნობილ რეპერ კენი უესტს ხვდება. გავრცელებული ცნობის თანახმად, წყვილი პირველ შვილს ელოდება – კიმი ფეხმძიმედ არის, ის მეოთხე თვეშია. 

* გარდა შოუ-ბიზნესისა, კიმ კარდაშიანი აქტიურად არის ჩართული ამერიკის  პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხარდამჭერია, ასევე, ბოლო დროს იგი აქტიურად მოუწოდებს ამერიკის მთავრობას, რომ აღიარონ სომხების გენოციდი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ. გარდა ამისა, კიმი თავის მილიონობით მიმდევარს „ტვიტერზე” მოუწოდებს, რომ მხარი აუბან მის ინიციატივას და, აგრეთვე, ყოველწლიურად მიიღონ მონაწილეობა გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

скачать dle 11.3