კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

სიახლეები

მუჰამედ ალი ჯანმრთელადაა

ცნობები იმის შესახებ, რომ ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ტყუილი გამოდგა. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენის ქალიშვილმა, ლეილა ალიმ, უარყო ცნობები მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და განაცხადა, რომ ის კარგად გრძნობს თავს და ტელევიზორში ამერიკული ფეხბურთის საყვარელი გუნდის – „ბალტიმორ რეივენსის” გამარჯვებასაც უყურა. ლეილამ ამის დამადასტურებელი ფოტოებიც განათავსა თავის „ტვიტერზე”, რომლებზეც ალი „ბალტიმორის” საკლუბო მაისურშია გამოწყობილი. მუჰამედ ალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობები ბრიტანულმა ტაბლოიდებმა განათავსეს თავიანთ ვებ-გვერდებზე. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი 1984 წლიდან პარკინსონის უმძიმესი სენით არის დაავადებული.

 

კანტონა - სარეკლამო სახე

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, „მანჩესტერ იუნაიტედის” არსებობის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერად მიჩნეული ერიკ კანტონა ლუდ „კრონენბერგის” სარეკლამო სახე გახდა. ახალი სარეკლამო რგოლის სიუჟეტის თანახმად, კანტონა ქალაქ ელზასის მცხოვრებია, სადაც ადგილობრივი ფერმერები ფეხბურთის ვარსკვლავებთან არიან გათანაბრებულები: მათ ჰყავთ საუკეთესო ავტომობილები, აქვთ მოდური ვარცხნილობები და ტატუირებები, გვერდს კი მოდელები უმშვენებენ. ფერმერების მთავარი შემოსავლის წყარო ლუდის წარმოებაა. 

 

ლინდსი ვონი – ყველაზე სექსუალური მოთხილამურე

სათხილამურო სპორტის ვარსკვლავის, ოლიმპიური ჩემპიონისა და ოთხგზის მსოფლიო თასის მფლობელ ლინდსი ვონისთვის 2013 წელი არცთუ კარგად დაიწყო. მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მოთხილამურე ქალად წოდებულმა ვონმა წლის პირველივე დიდ ტურნირზე, ავსტრიულ შპადმინგში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო და მინიმუმ ექვსი თვით დაემშვიდობა სათხილამურო ტრასას. ქერათმიანი ლამაზმანი სპორტსმენი იმედს არ კარგავს, რომ მოასწრებს მომჯობინებას და სპორტული ფორმის აღდგენას 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადამდე, რომლის სტარტამდე ზუსტად ერთი წელია დარჩენილი.

 

რონალდუს პირველი ავტოგოლი

მადრიდის „რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის კარიერაში პირველი ავტოგოლი გაიტანა. რონალდუს თავურმა „გრანადასთან” მატჩში სამეფო კლუბს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა და ჟოზე მაურინიოს გაწვრთნილები უკვე შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ წელს „ბარსელონასთან” ჭიდილს აზრი არ აქვს. ავტოგოლიდან რამდენიმე დღეში რონალდუმ თავისი 28-ე დაბადების დღე აღნიშნა და თავისი თაყვანისმცემლები სადღესასწაულო ტორტთან გადაღებული ფოტოსურათით გაახარა.

 

ფეხბურთის ყველაზე სექსუალური ექსპერტი

იტალიური ტელევიზიის ვარსკვლავი, ტელეწამყვანი და მოდელი მარიკა ფრუშო მსოფლიოში ფეხბურთის ყველაზე სექსუალურ ექსპერტად ითვლება. დიდი ხანია, მარიკას სექსუალური მკერდი იტალიური ტელევიზიის ერთ-ერთ ყველაზე საფირმო ნიშნად იქცა. სხვათა შორის, იტალიის ჩემპიონატის მატჩების გარჩევის დროს მაყურებლები მარიკას უზარმაზარ მკერდს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე გოლებს ან მსაჯების მიერ ამოღებულ წითელ-ყვითელ ბარათებს. ცნობისთვის, მარიკა „ნაპოლის” ყველაზე სექსუალურ ქომაგადაც არის მიჩნეული და, ცნობილი ფაქტია, რომ ნეაპოლური კლუბისთვის ის ნამდვილი სიმბოლოა.

 

კოკაინზე დაპატიმრებული სპრინტერი

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ჰოლანდიელი სპრინტერი ბრაიან მარიანო, კარიბის ზღვაში მდებარე კიურასაოს აეროპორტში 750 გრამი კოკაინის გადატანის ფაქტზე დააკავეს და ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მალევე გაუშვეს სამშობლოში, რადგან, ამჟამად კიურასაოს ციხეებში ადგილები არ არის, მაგრამ, როგორც კი რომელიმე პატიმარი გათავისუფლდება, მარიანო ვალდებული იქნება, გაემგზავროს კიურასაოზე და იქ მოიხადოს სასჯელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. კიურასაო ჰოლანდიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი კუნძულოვანი ავტონომიური რესპუბლიკაა და იქ 140 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ციხე კი 50 პატიმარზეა გათვლილი.

 

სკანდალი „მილანში”

ერთი კვირაც არც გასულა, რაც სკანდალებით განთქმული იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი „მანჩესტერ სიტიდან” მშობლიურ „მილანში” გადაბარგდა, რომ ის ახალი სკანდალის ეპიცენტრში მოექცა. ამჯერად ბალოტელის მიმართ რასისტულ გამონათქვამებში კლუბის მფლობელის, იტალიის ექსპრემიერის, სილვიო ბერლუსკონის ძმა – პაოლო ბერლუსკონი გამოიჭირეს. უმცროსმა ბერლუსკონიმ ბალოტელის „პატარა საოჯახო ზანგი” უწოდა. ჯერჯერობით უცნობია ბალოტელის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა, რასიზმს რომ სერიოზულად ებრძვიან იტალიაში, ფაქტია. ცნობისთვის, თავის სადებიუტო მატჩში ბალოტელიმ ორი გოლი გაუტანა „უდინეზეს” და „მილანს” მოაგებინა.


რაიან ლოჰტეს „ნირვანა”

ხუთგზის ოლიმპიურმა და მსოფლიოს თორმეტგზის ჩემპიონმა, ამერიკელმა მოცურავემ, რაიან ლოჰტემ, მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში, რომელიც ლეგენდარული ჯგუფის – „ნირვანას” 1991 წლის ალბომის გარეკანის მოტივებზე შეიქმნა. კურტ კობეინის ჯგუფ „ნირვანას” მეორე სტუდიური ალბომი – „ნევერმაინდ” ჯგუფის ყველაზე წარმატებულ პროდუქტად ითვლებოდა და მისი გარეკანი დღემდე აქტუალურია. სწორედ ამის გათვალისწინებით, ლოჰტე ამ ფოტოსესიის მთავარი გმირი გახდა. ცნობისთვის, „ნირვანას” ორიგინალ გარეკანზე დოლარიან კუპიურასთან ბავშვი მიცურავდა, რომელიც ახალ ვერსიაში ლოჰტემ ჩაანაცვლა. 

скачать dle 11.3