კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ უნდა გავატაროთ ჩვენი ანგელოზისა და წმიდანის სახელობის დღე?

პასუხი: უნდა მივიდეთ ეკლესიაში. ვილოცოთ, ვთქვათ აღსარება, ვეზიაროთ, გავცეთ შესაწირავი ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობისა და მშვიდობისთვის. იმ წმიდანის პარაკლისი გადავიხადოთ, ვისი სახელიც გვაქვს, ვიკითხოთ ამ წმიდანის ცხოვრება და აღვასრულოთ კეთილი საქმეები.

კითხვა: ღირს თუ არა კამათის გაგრძელება, როდესაც მაინც არ ესმით შენი და მცდარ აზრს გიმტკიცებენ?

პასუხი: როდესაც კამათი დავაში გადაიზრდება და ხედავთ, რომ სიმართლის საწინააღმდეგოს გიმტკიცებენ, შეწყვიტეთ კამათი და განერიდეთ ამგვარ სიტუაციას. როგორც მდარე წყალი აფუჭებს საუკეთესო ღვინოს, ასევე ხრწნის ბოროტი საუბრები კეთილმორწმუნე და ზნეობრივ ადამიანებს.

კითხვა: ჩემი შვილების ნათლობის ჯვრები ერთმანეთში ამერია. ხომ არ ავნებს ეს ჩემს შვილებს?

პასუხი: თქვენს შვილებს ნებისმიერი ჯვარი დაიფარავს, თუ რწმენით ატარებენ. თქვენ ყურადღება იმას უნდა მიაქციოთ, რამდენად ქრისტიანულად ზრდით შვილებს, როგორ ასრულებენ ისინი იმის მცნებებს, ვის ჯვარსაც ატარებენ. იზრუნეთ იმაზე, რომ ისინი რწმენაში განმტკიცდნენ. ნათლობის ჯვრების შეცვლა კი მათ ზიანს არ მიაყენებს.

კითხვა: ვინ არიან ქერუბიმები და სერაბიმები?

პასუხი: ქერუბიმები და სერაბიმები არიან უფლის ანგელოზები, რომლებიც ყველაზე ახლოს იმყოფებიან ღმერთთან. ხოლო, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ ლოცვაში წარმოვთქვამთ: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა“, ეს ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი ყველა ზეციურ ძალაზე მაღლა დგას.

скачать dle 11.3