კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გახსენება არ უნდა ნიკუშა შენგელაიას და როგორ დაშორდა ის ცოლებს

თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ვერაზე, ერთი ძალიან სიმპათიური კაცი ცხოვრობს. მისი გარეგნობა ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და, მახსოვს ქუჩაში რომ გამოჩნდებოდა, როგორ გადაუჩურჩულებდნენ ხოლმე ერთმანეთს გამვლელები. ზოგი მას ქრისტესაც კი ამსგავსებდა. ის და მისი თაობის ბიჭები: გეგა კობახიძე, ლევან აბაშიძე, ირაკლი ჩარკვიანი, ტატო კოტეტიშვილი, ირაკლი კოსტავა ერთნაირად პოპულარულები იყვნენ თავიანთი ფიზიკური მონაცემების, თვისებების, განათლების, ინტელექტის, ოჯახების წყალობით. მოკლედ, სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას შვილის – ნიკუშა შენგელაიას ცოლობაზე იმხანად თბილისში ბევრი ქალი ოცნებობდა, მაშინაც კი, როდესაც მას ორი ოჯახი დაენგრა. ალბათ ყველას აინტერესებს, როგორია ამ დიდი ოჯახის საინტერესო წარმომადგენლის ცხოვრების დღიურები. 

– მსახიობების ოჯახში გაიზარდეთ, გასაკვირია, რომ მხატვრობა არჩიეთ. არასდროს გიოცნებიათ, თქვენც მათნაირად პოპულარული ყოფილიყავით? ეკრანზე მათი სახე ხომ სულ ცოცხლობს.  

– ხატვის ნიჭი მქონდა, თან, ძალიან მიყვარდა. ამიტომაც, მშობლებმა მირჩიეს, უფრო თავისუფალი პროფესია ამერჩია. განსაკუთრებით მამაჩემს სურდა, მხატვარი გამოვსულიყავი. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ფუნჯი და საღებავი, განსხვავებით კინოსგან, რომლის გადასაღებად სოლიდური ფულია საჭირო. ამიტომ, ამ შემთხვევაში უფრო რთული გადმოსაცემია შენი სურვილი. მსახიობობა არა, მაგრამ, შეიძლება, დადგეს მომენტი და მეც მომინდეს ფილმის გადაღება – კატეგორიულ უარს არ ვამბობ კინოზე. 

– მგონია, ძალიან სიანტერესო ბავშვობა გქონდათ.                                                     

– ფეხი რვა თვისას, მთაში ამიდგამს. დედა ამბობდა, თუშური წუღები გეცვა, რომ გაიარეო. ხან ხბოზე მსვამდნენ, ხან ცხენზე, ხან – კინოაპარატზე. მგონი, მეცხვარედ მზრდიდნენ. ფილმების – „ხევსურული ბალადა” (8 წლის ვიყავი მაშინ) და „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” გადაღებებისას სოფიკო ხშირად იჯდა ცხენზე, სულ ასეთ ფილმებში  თამაშობდა და მეც შემიყვარდა ცხენები. ჩემი გართობა გადაღებებზე  ჯირითი იყო. ასევე, დედას ძალიან უყვარდა საჭესთან ჯდომა. სადმე შორს რომ მივდიოდით, ვეტყოდი – გადმოდი, მე დავჯდები საჭესთან-მეთქი, მაგრამ, არ მთანხმდებოდა.   

– ხართ ძალიან დიდი და ცნობილი ოჯახის შვილი; გყავთ კარგი ძმები სანდრო და გიორგი; მეუღლე, შვილები, უკვე შვილიშვილიც; სამეგობრო, საახლობლო წრე; გაქვთ არაჩვეულებრივი სახლი ვერაზე; ხართ კარგი მხატვარი, ძალიან სიმპათიური; უყვარხართ ყველას, განსაკუთრებით – ქალებს... არის რამე ისეთი, რაც გულით გინდოდათ და ვერ აისრულეთ?  

– სულ ვცდილობ, ჩემში ვიპოვო მადლიერების ძალა. ადამიანი მადლიერი უნდა იყო იმისა, რაც გაქვს. პირადად მე არაფერი მაქვს სათქმელი ცხოვრებაზე და არც მაქვს უფლება რამეზე დავიწუწუნო. მადლობელი ვარ უფლის, რომ ამ გარემოცვაში გავიზარდე; უბრალოდ, სამწუხაროდ, ცხოვრებაში ყველაფერი არ სრულდება, მაგრამ, არის იმედი, რომ რაღაც-რაღაცეები მაინც აგისრულდეს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ეს არის კონკრეტული გეგმა, დავეხმარო უპატრონო ბავშვებს განათლების მიღებაში. ვარ ავტორი სკულპტურისა „ხოხობი შადრევანზე”, რომელიც აბანოთუბანში დგას. მაქვს ასეთი იდეაც – საქართველოში დავაბრუნო იაზონის მიერ წაღებული ოქროს საწმისი – ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე კი, ძალიან მინდა, დიდი ქანდაკებები აღვმართო სადმე, ზღვის პირას, საიდანაც კარგად გამოჩნდება, თუნდაც ბათუმში. 

– თქვენი ბებია-ბაბუა ორივე მხრიდან, ყველასთვის საყვარელი ადამიანები არიან: ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი, ნატა ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია... ვისაუბროთ მათზეც, ვინც თქვენს ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვეს.        

– ვერიკოს სიდიადეს, ნიჭს ვხედავდი, მაგრამ, უპირველესად, ის ჩემთვის მაინც ბებია იყო. ბებია ნამდვილი ოჯახის ქალი იყო: თვითონ აგვარებდა ოჯახის საქმეებს, ბაზარშიც თვითონ დადიოდა. მახსოვს, ერთად რომ მივდიოდით, ხალხი აჩერებდა, ეხვეოდა და ჰკოცნიდა. მაშინ ისეთ ასაკში ვიყავი, მიკვირდა, ვერ ვხვდებოდი, რატომ ხდებოდა ასე. შემდეგ უკვე დედამ გადაიბარა ეს ესტაფეტა. სოფიკოსაც ასევე უყვარდა ხალხთან ურთიერთობა და ისეთივე ყოჩაღი იყო გარეთაც და სახლშიც. ოჯახში ბებიაც და დედაც უბრალოები იყვნენ, არასოდეს ყოფდნენ ადამიანებს კატეგორიებად, ყველას ერთნაირად სცემდნენ პატივს, ეხმარებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უდიდეს პიროვნებებთან ჰქონდათ ურთიერთობა. პაპაჩემი, მიხეილ ჭიაურელი, ძალიან ჩხირკედელა კაცი იყო – თავისი სახელოსნო ჰქონდა და სულ რაღაცას აკეთებდა, ვერასდროს ნახავდით უსაქმოდ. საერთოდ, მათი ცხოვრების არსი და სიამოვნება შრომა იყო. სოფიკოს ერთი დიდი ყუთი ჰქონდა, სადაც სამუშაო იარაღები ეწყო: ჩაქუჩი, „პლოსკო”... ასეთი რაღაცეები უფრო იზიდავდა, ვიდრე ძვირფასეულობა, პარფიუმერია. რაც შეეხება ბებია-ბაბუას მამის მხრიდან – ნატა ვაჩნაძესა და ნიკოლოზ შენგელაიას, მათ ვერ მოვესწარი და ეს ჩემი თანდაყოლილი გულისტკივილია. სოფიკო ღიმილით იხსენებდა: დედა „ხულიგანი” იყო. ერთხელ, როცა ბერიას მისი მეგობარი მსახიობი მოსწონებია და მას შინ სწვევია, ვერიკო საწოლის ქვეშ დამალულა და ამ ვნებიანი   შეხვედრის მომსწრე გამხდარა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ, ბერიამ ყველაფერი გაიგო და საქმე იმდენად გართულდა, რომ არა მიხეილ ჭიაურელის გავლენა, ვერიკოს ციმბირს უკან დაატოვებინებდნენო.  

– თბილისში ბევრი ცნობილი კარგი წყვილი იყო, მათ შორის – თქვენი მშობლები. რასაც ახლა გკითხავთ, ვიცი, შვილისთვის ძალიან ძნელი და მძიმე პასუხგასაცემია, ჩემი მხრიდან კი – ცოტა უტაქტო საქციელია, მაგრამ, მაინც გკითხავთ: როგორ აღიქვით მშობლების დაშორება, რას განიცდიდით?              

– თავიდან მართლაც რთული აღსაქმელი იყო. ძნელია, როცა ოჯახი ინგრევა, ეს არავისთვის არ არის ადვილი. კოტე მახარაძეს, როგორც მსახიობსა და პიროვნებას, ძალიან დიდ პატივს ვცემდი, თუმცა, ჩემთვის, როგორც ნორმალური ბავშვისთვის, მტკივნეული იყო იმ ოჯახის დანგრევა, რომელშიც ვიზრდებოდი. ჩემი მშობლების პირად ცხოვრებაში არასდროს ჩავრეულვარ და სწორად არ მიმაჩნია მათ ურთიერთობაზე საუბარი, ეს მათი ცხოვრებაა, მათი გადასაწყვეტი იყო ეს პრობლემა და გადაწყვიტეს ისე, როგორც თვითონ ჩათვალეს საჭიროდ. ცხოვრებაში არის ისეთი რაღაცეები, რისი გახსენებაც არ გინდა. ასევე, მიჭირს ჩემი დაკარგული მეგობრების წარსულ დროში გახსენება, იმდენად, რომ სასაფლაოზე სიარულსაც კი ვარიდებ თავს. 

– წლების წინ ოჯახი თქვენც დაგენგრათ – ჯერ ერთი, მერე მეორე. ესეც ხომ თქვენი ცხოვრების ის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელსაც ვერ ამოშლით...      

– ხანდახან მიღირს ჩემი შეცდომების აღიარება, თუმცა, არც ისე მნიშვნელოვანის. უბრალოდ, როცა ასაკში შედიხარ, ფიქრობ, რომ რაღაცას უკეთესად გააკეთებდი, გეძლევა საშუალება შენს შეცდომებზე ისწავლო და აღარ გაიმეორო. ნამდვილი ოჯახის შეგრძნება რასაც ჰქვია, მხოლოდ ახლა მაქვს, ეკა ჭიჭინაძესთან. ჩანს, ასაკიც მოქმედებს. თქვენ იცით, პირველად რომ დავქორწინდი, ძალიან პატარა ვიყავი და ჩემი ცოლი ია ნინიძე იყო. ჩემთვის ის პერიოდი რომანტიზმით იყო სავსე, ბოჰემურ ცხოვრებას ვეწეოდი, სამყაროს ძალიან გახსნილად აღვიქვამდი. რაღაც კონკრეტული სიტუაციის გამო არ დავშორებივართ ერთმანეთს, მოხდა ისე, რომ ოჯახი ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ. ალბათ, ჩემი დანაშაულიც არის ამაში. არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ის, რომ ძალიან მტკივნეული გასახსენებელია ჩემთვის. ახალგაზრდა როცა ხარ, ყველაფერს იოლად წყვეტ და, მერე, დრო რომ  გადის, გული გტკივა. ჩემს ცხოვრებაში სამივეს დიდი ადგილი უკავია, ისინი ჩემი შვილების დედები არიან (ეკა ჯაფარიძე და ეკა ჭიჭინაძე). არაფერს ვნანობ, ერთადერთი, შეიძლება, ის ვინანო, რომ ჩემი ამ ნაბიჯით ბავშვს ვატკინე გული. არც ერთ მათგანს არ დავშორებივარ ისე, რომ ერთმანეთის მიმართ რაიმე პრეტენზია გვქონოდა. ეკამ, ჩემმა მეუღლემ შემივსო სიცარიელე. მარტო რომ ვიყო, შეიძლება, შემიპყროს ნოსტალგიამ, მაგრამ, არ მაქვს ეს განცდა და არც იმის დრო, რომ დავჯდე და ამაზე ვიფიქრო. ოჯახი დიდ დროს, ენერგიას ითხოვს. დღეს ბედნიერი ვარ, მაგრამ, ვერაფერს ვუხერხებ იმ ტკივილს, რასაც დედის გარდაცვალება ჰქვია. დედა რომ იყო, სხვანაირი იყო ჩვენი ცხოვრება; წავიდა და თითქოს ჩემი ბავშვობაც თან წაიღო. სულ მეუბნებოდა: ყოველი დღე დააფასე. დილით რომ ადგები, უფალს მადლობა უთხარი, რომ კიდევ ერთი დღე გაჩუქა და დრო არ დაკარგოო. ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, ვარსკვლავური ავადმყოფობა არ სჭირდა. 

ჩემი წარსულიც საინტერესო იყო და ახლა მით უმეტეს, საინტერესოა. არ მიმაჩნია, რომ არშემდგარი ვიყო როგორც შემოქმედებითად, ისე პირად ცხოვრებაში, რაც საწინდარია სრულყოფილი ბედნიერებისა. ჩემთვის საინტერესოა, როდესაც რაღაცას ვსწავლობ, ახალს ვიგებ. ეკა მართლაც რომ საოცარი პასუხისმგებლობის ადამიანია შინაგანად. ძალიან კარგი მეოჯახე და დედაა, იდეალური ქალია ოჯახისთვის, უკეთესს ვერც ინატრებ. სხვათა შორის, ეკაშიც ის თვისება მომწონს, რომ პირველ ყოვლისა, სხვის პრობლემებს აგვარებს და შემდეგ – თავისას. დილით ადგება, გავარდება – რა აცვია, სად მიდის, ვერ გაიგებ. უნდა, რომ მოასწროს და გააკეთოს ის, რასაც დაჰპირდა სხვას. ამაში დიდ ენერგიას ხარჯავს და მაქსიმალურად კარგად ახერხებს. სახლშიც ყველაფერს ასწრებს, ოღონდ, იმას ჩივის, რომ სულ მამაკაცებთან უწევს ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ჩვენთან ქალებიც მოდიან ხოლმე სტუმრად, ჩემი მეგობრები და შეიძლება ითქვას, მაგრამ ამ მამაკაცებთან ურთიერთობით კაცივით დაიწყო ლაპარაკი, მამაკაცური თვისებები ჩამოუყალიბდა. რაც მთავარია, სულგრძელი ადამიანია. ნამდვილად არ იყო მისთვის პრობლემა, რომ მე მანამდე ორი ოჯახი დამენგრა. ეკასაც დაენგრა ოჯახი, მაგრამ, ჰყავს ძალიან კარგი შვილი და ამიტომაც ეს არ ყოფილა ჩვენთვის მთავარი. მთავარი იყო ის, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. რაც იყო ერთი ადამიანის წარსულში, არ ეხება მეორეს – ჩვენ არ ვეხებით ერთმანეთის წარსულს.          

скачать dle 11.3