კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: მაინტერესებს, როგორ არის მოწესრიგებული საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის  ურთიერთობა. რა უფლებამოსილებით სარგებლობს ეკლესია სახელმწიფოსთან მიმართებაში? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას. ამასთან ერთად, აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენად კანონიერია, რომ საქართველოს მოქალაქეს სასჯელთან ერთად ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა ან უღირსი საქციელისთვის აეკრძალოს ქვეყანაში ცხოვრება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია. ასევე, დაუშვებელია, საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა ბრალდებულს დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით, მოიპოვოს თავის გამამართლებელი მტკიცებულებები და აქვს თუ არა ამგვარი წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს გამოძიების  მტკიცებულებების თანაბარი ძალა?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ანდა ადვოკატის დახმარებით, მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ამასთან თუ მტკიცებულების მოპოვებისთვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, ის უფლებამოსილია, შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსამართლე ვალდებულია, ყველა ზომა მიიღოს, რათა ბრალდების მხარისთვის არ გახდეს ცნობილი დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება. 

კითხვა: მაინტერესებს, შეუძლია თუ არა გარეშე პირს, რომელსაც არავითარი ახლო ურთიერთობა არ აქვს კონკრეტულ საქმეზე ბრალდებულთან, პროკურორის ან გამომძიებლის რეკომენდაციით, მისთვის უცნობ ბრალდებულ პირს ადვოკატი აუყვანოს. 

პასუხი: გაცნობებთ, რომ ზოგადად, ადვოკატს ირჩევს და იყვანს ბრალდებული, ან ბრალდებულის ნების გათვალისწინებით, მისი ახლო ნათესავი. ასევე, ადვოკატის აყვანა შეუძლია სხვა პირსაც. რაც შეეხება გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს, მათ უფლება არ აქვთ, რეკომენდაცია გაუწიონ რომელიმე კონკრეტულ ადვოკატს. ბრალდებული, მისი ახლო ნათესავი, ან სხვა ადვოკატის ამყვანი პირი და ადვოკატი თავიანთ ურთიერთობებს აწესრიგებენ შეთანხმების საფუძველზე. 

კითხვა: მაინტერესებს, რა შემთხვევაში არ აქვს უფლება ადვოკატს, მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის განხილვაში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ადვოკატი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ: ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე ან ექსპერტი; იურიდიულ დახმარებას უწევს ან უწევდა იმ პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის ინტერესებს, რომელსაც ის წარმოადგენს; ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობს ან მონაწილეობდა ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში. 

კითხვა: მაინტერესებს, რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება  სისხლის სამართლის საქმეზე კონკრეტული მოწმის მიმართ?

პასუხი: გაცნობებთ, რომ პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ: განიხილება საქმე ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომლის საჯარო განხილვაც თავისი ბუნებით არსებით ზიანს მიაყენებს პროცესის მონაწილის პირად ცხოვრებას; პროცესის მონაწილის ვინაობისა და საქმეში მონაწილეობის გასაჯაროებით მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრება მის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას; პროცესის მონაწილე დამოკიდებულია ბრალდებულზე; პროცესის მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრება.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვისთვის რა სპეციალური ღონისძიებებია გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიებებია: საჯარო რეესტრში ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერში პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემების, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის, შეცვლა ან ამოღება; პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო დოკუმენტების გასაიდუმლოება; ფსევდონიმის მინიჭება; უსაფრთხოების ზომების მიღება; გარეგნობის შეცვლა და საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა.

скачать dle 11.3