კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენმილიონიან ქონებას ფლობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რა აკავშირებს მას მეფეებთან – ივანე მრისხანესთან და რიჩარდ ლომგულთან

2013 წლის 1 თებერვალს ამერიკელმა სენატორმა, დემოკრატიული პარტიის წევრმა და ვიეტნამის  ომის ვეტერანმა, 2004 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე კანდიდატმა, 69 წლის ჯონ კერიმ, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ჰილარი კლინტონი შეცვალა და სათავეში ჩაუდგა ამერიკის საგარეო საქმეთა უწყებას. 

* ჯონ ფორბს კერი დაიბადა 1943 წლის 11 დეკემბერს, კოლორადოს შტატის ქალაქ ორორაში. დედა – როზმარი, ფორბსების გავლენიანი და მდიდარი ოჯახიდან იყო და მედდად მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროს ფიცსიმონსის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც გაიცნო კიდეც მფრინავი რიჩარდ კერი, რომელიც დაჭრის შემდგომ რეაბილიტაციის კურსს გადიოდა ჰოსპიტალში. ჯონ კერი ბებიის, მარგარეტ უინტროპის   მხრიდან, ამერიკის ოთხ პრეზიდენტს ენათესავება, მათ შორის ჯორჯ ბუშ-უმცროსს; ასევე, მისი შორეული ნათესავები არიან ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სათავადაზნაურო და სამეფო ოჯახების წევრები. ჯონის დედა პროტესტანტი იყო, ხოლო მამის მხრიდან ნათესავები – კათოლიკეები და ამის გამო ოჯახში ხშირად იქმნებოდა კონფლიქტური სიტუაციები. თავად ჯონი მდიდარი დეიდის დახმარებით ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ სკოლებში სწავლობდა, ზაფხულს კი ფორბსების სასახლეში ატარებდა საფრანგეთში. ჯონ კერის ჰყავს ორი და დიანა და მარგარეტი და ძმა კემერონი, რომელმაც დაქორწინების შემდეგ იუდაიზმი მიიღო და ამჟამად პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩევლად მუშაობს ვაჭრობის საკითხებში.

* სპეციალისტმა გენეალოგიის საკითხებში ფელიქს ჰანდეკერმა 2003 წელს ჯონ კერის გენეალოგიური ხე შეადგინა და გამოიკვლია, რომ მისი წინაპრები: ბაბუა და ბებია – ფრიც კოხი და იდა ლევე, ბუდაპეშტში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში ცხოვრობდნენ და 1900 წელს გვარი შეიცვალეს – გახდნენ ფრედერიკ კერი და იდა კერი. მათ, ასევე, შეიცვალეს სარწმუნოებაც: იუდაიზმი უარყვეს და კათოლიკობა მიიღეს. გვარი „კერი” კი, ლეგენდის თანახმად, მათ შემთხვევით შეარჩიეს: ფრიცმა და ოჯახის სხვა წევრებმა გაშალეს მსოფლიო ატლასი და თვალებახვეულებმა რუკაზე საწერი კალამი დაადეს. კალამი ირლანდიაში, კერის საგრაფოზე გაჩერდა და ასე შეირჩა გვარი „კერი”. 1905 წელს ჯონ კერის წინაპრები შეერთებულ შტატებში ემიგრირდნენ. ჯონ კერის თქმით, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მისი წინაპრები ებრაელები იყვნენ, თუმცა, იცოდა, რომ წარმოშობით უნგრეთიდან იყო. ცნობისთვის, ჯონ კერის წინაპრების ნაწილი, რომლებიც სამშობლოში დარჩნენ, სიცოცხლე ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში, არაოფიციალური ვერსიის თანახმად, სისასტიკით განთქმულ „დაჰაუსა” და „ზაკსენჰაუსში” დაასრულეს.

* გენეალოგიის საკითხების სპეციალისტებმა ბრიტანული „ბურკს პერიჯიდან” დაადგინეს, რომ ჯონ კერის წინაპრები ევროპის სამეფო ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ, კერძოდ, საუბარია კერის ნათესაურ კავშირზე რუსეთის მეფეებთან – ივანე მრისხანესთან და იაროსლავ ბრძენთან, ასევე, მთავრებთან – დოლგორუკისთან და ობოლენსკისთან. გარდა ამისა, დადგინდა, რომ სახელმწიფო მდივანს არა მარტო მოსკოვისა და კიევის მთავრებთან აქვს სისხლით ნათესაური კავშირი. მისი წინაპრები იყვნენ: ინგლისის მეფეები ჰენრიხ მეორე და რიჩარდ მესამე ლომგული, ანგლო-საქსების უკანასკნელი მეფე ჰაროლდი, ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე და საფრანგეთის მეფეები: ფრანცისკ პირველი და ლუდოვიკოები – მე-14, მე-15 და მე-16. 

* ახალგაზდობაში ჯონ კერი გატაცებული იყო ჰოკეითა და ლაკროსით – ამერიკელი ინდიელების ერთგვარი თამაშით. ლაკროსში მისი თანაგუნდელი იყო ამერიკული ფედერალური გამოძიების ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი რობერტ მიულერი. იმავე პერიოდში კერი კენედების ოჯახს დაუახლოვდა და პირადად გაიცნო ჯონ კენედი. იელის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ჯონი ფარიკაობის სექციაში იყო ჩაწერილი და ასევე მფრინავის კურსებზეც დადიოდა. გარდა ამისა, ჯონ კერი მუსიკითაც იყო გატაცებული და ჰყავდა საკუთარი როკ-ჯგუფი – „ელექტრასი,” რომელშიც ბას-გიტარაზე უკრავდა. ჯგუფმა  1961 წელს 500 ცალი ასლის ოდენობით გამოსცა ერთადერთი ალბომი და უკანასკნელი ფირფიტა „იბეის” ინტერნეტ-აუქციონზე 1 500 დოლარად გაიყიდა.

* 1966-1970 წლებში ჯონ კერი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და მონაწილეობას იღებდა ვიეტნამის ომში. ჯონ კერი საპატრულო კატერის მეთაური იყო და  საომარი მოქმედებების დროს სამჯერ დაიჭრა. მას მიღებული აქვს რამდენიმე სამხედრო ჯილდო, მათ შორის უმაღლესი ხარისხის ჯილდოები: ვერცხლის ვარსკვლავი, ბრინჯაოს ვარსკვლავი და მეწამული გული. საომარი მოქმედებების დროს ჯონ კერის პირადად ჰყავს მოკლული ვიეტნამის არმიის ჯარისკაცი, რომელმაც მანამდე იგი ფეხში დაჭრა. ვიეტნამის ომმა ჯონ კერის ხუთი მეგობრის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყო მისი თანაკლასელი და ბავშვობის მეგობარი, რობერტ პერშინგი, რომელიც 1968 წელს ბრძოლაში დაიღუპა. 

* ვიეტნამის ომიდან ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ჯონ კერი შეუერთდა ორგანიზაციას „ვიეტნამის ვეტერანები ომის წინააღმდეგ,” რომელიც 20 ათასამდე ყოფილ სამხედროს აერთიანებდა. კერი ღიად გამოდიოდა ანტისაომარი მოქმედებების წინააღმდეგ, აკრიტიკებდა სახელმწიფოს და მოითხოვდა ჯარების გამოყვანას. ის დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას და ერთ-ერთი აქციის დროს დააპატიმრეს კიდეც, თუმცა, გირაოს სახით სიმბოლური თანხის, 5 დოლარის გადახდის შემდგომ გაათავისუფლეს. 

* 1988 წელს ჯონ კერიმ, მასაჩუსეტსის შტატის სენატორის რანგში ლინში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ახლად არჩეული პრეზიდენტის – ჯორჯ-ბუშ უფროსის მიმართ გაიხუმრა: „თუკი ბუშს მოკლავენ, საიდუმლო სამსახურს უფლება აქვს, დენ კუეილი მოკლას”. დენ კუეილი ბუშის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მსახურობდა. მეორე დღეს ჯონ კერის საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია.

* ჯონ კერის სიმაღლე 193 სანტიმეტრია. ის გატაცებულია ნადირობით, ვინდსერფინგით. 2004 წელს ჟურნალ „როლინგ სთოუნზისთვის” მიცემულ ინტერვიუში კერიმ განაცხადა, რომ უსმენს „ბითლზს”, „როლინგ სთოუნზს”, ჯიმი ჰენდრიქსსა და ჯიმი ბაფეტს; არ უსმენს მძიმე მეტალს. კერი ველოსიპედის დიდი მოყვარულია და საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც კი ახერხებდა ველოსიპედით გადაადგილებას. 2003 წელს კერის პროსტატის კიბო დაუდგინეს, თუმცა დროული ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდგომ იგი სრულად განიკურნა.

* 1970 წელს ჯონ კერი ჯულია ტორნზე დაქორწინდა. მათ ეყოლათ ორი ქალიშვილი – ალექსანდრა და ვანესა. 1982 წელს ჯულია და ჯონი გაშორდნენ, 1995 წელს კი ჯონ კერი პენსილვანიის შტატის ყოფილი სენატორის, ჯონ ჰეინცის ქვრივზე, ტერეზა სიმოე-ფერეირაზე დაქორწინდა, რომელიც მასზე ხუთი წლით უფროსია. საგულისხმოა, რომ კერის პირველი ცოლი, ჯულია, აქტიურად იღებდა მონაწილეობას ექსმეუღლის საპრეზიდენტო კამპანიაში. ჯულია ტორნი 2006 წელს კიბოთი გარდაიცვალა.

* ჟურნალ „ფორბსის” ცნობით, ჯონ კერის მეუღლის, ტერეზას ქონება 750 მილიონ დოლარად არის შეფასებული. კალიფორნიული გაზეთის, „ლოს-ანჯელეს თაიმსის” ვერსიით კი კერის ქონება 3,2 მილიარდამდე დოლარს შეადგენს. ის ითვლებოდა ყველაზე მდიდარ სენატორად და, ამერიკის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, გახდებოდა სიმდიდრით მესამე პრეზიდენტი ისტორიაში. ჯონ კერის საკუთრებაშია ფორბსების ოჯახის საწარმოები, რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო. ოფიციალური დეკლარაციის თანახმად, ჯონ კერის ქონება 300-600 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

скачать dle 11.3