კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

შეკრებილები

მკვლელი თუ მომპარავი

მოქმედი კანონმდებლობით, სასჯელის შეკრებითობის პრინციპი მოქმედებს, რის წყალობითაც, ისეც ხდება, რომ განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ჩამდენიც კი იმაზე ნაკლებ სასჯელს იღებს, ვიდრე, მაგალითად, ექვსი საბურავის მომპარავი (იმიტომ რომ ექვსი საბურავის მოპარვა, თურმე, სამი ქურდობის ფაქტია, რაკი ქურდი ორხელაა და ერთ გამოტანაზე ხელებში ორზე მეტ საბურავს ვერ დაიტევდა).

რაკი ნორმა შეუიარაღებელი თვალითაც კი მეტად მახინჯი და არაადეკვატურია, სავსებით ბუნებრივია, რომ ის უქმდება. კერძოდ, შესაბამისი ცვლილებაა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“. კანონპროექტის მიხედვით, დაბრუნდება ძველი ნორმა, რის მიხედვითაც დანაშაულის ერთობლიობისას, საბოლოო სასჯელის გამოტანის დროს, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან/და ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. ამასთან, რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ გადააჭარბებს 30 წელს.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ სასჯელთა შეკრებითობა არა მხოლოდ წრეგადასულად მკაცრი და არაადეკვატურია, არამედ, უსამართლობის განცდასაც ამკვიდრებს, იმას გარდა, რომ ზრდის გრძელვადიანი პატიმრების რიცხვს და იწვევს სასჯელაღსრულების სისტემის გადატვირთვას.

მართალია, ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ მთავრობას პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, უკვე ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ ცვლილებები კანონად იქცევა. თუმცა, სამართლიანობის გამო, უპრიანი იქნებოდა, სასჯელის შეკრებითობა მათთვის, ვინც ეს პრინციპი შექმნა, მას ემხრობოდა და მოსწონდა, ძალაში დარჩეს, ბუნებრივია, იმ შემთხვევისთვის, თუკი გისოსებს მიღმა მოუწევთ აღმოჩენა.

скачать dle 11.3