კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

„მზეთუნახავთა“ დაბრუნება

საზოგადოებასთან არურთიერთობის მავნებლობა

ისე მოხდა, რომ ჩვენს სამშობლოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ძირითად ფუნქციად ჩინოვნიკთა საზოგადოებასთან არურთიერთობა იქცა. ეს მავნე ტრადიცია პირველი ოქტომბრის შემდეგაც გრძელდება (მიუხედავად მინისტრებისა და ამ სამსახურების ხელმძღვანელების გვარ-სახელების შეცვლისა).

მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ქ-ნი ბოდოკია აცხადებს, რომ დაზღვევის საკითხზე (რასაც თითქმის მთელი საქართველო ელის, ვინაიდან, უწამლობითა და უექიმობით სიცოცხლე უმოკლდება) მხოლოდ მინისტრმა უნდა ისაუბროს (ასე გადავწყვიტეთო), მასთან შეხვედრა კი მხოლოდ ბრიფინგზე შეიძლება, სადაც, მოგეხსენებათ, ჰა და ჰა, ორი კითხვა დასვა, იმიტომ რომ, კითხვები სხვებსაც აქვთ, რაც, თავისთავად, გამორიცხავს ამომწურავი ინფორმაციის მიღებას (აქვე უნდა ითქვას, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი ის გამონაკლისია, რომელიც თვით პოსტრევოლუციურ საქართველოშიც კი გამონაკლისი იყო და სოფლის მეურნეობის სამინისტროც მოწადინებულია ინფორმაციის გასაცემად).

ამის პარალელურად, არც დანარჩენი უწყებების მინისტრები არიან ხელმისაწვდომ დისტანციაზე: მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ხელმძღვანელები ერთხმად (თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა) იმეორებენ, რომ გადაწყვიტეს, მინისტრები და მოადგილეები ჟურნალისტებს რაღაც პერიოდის განმავლობაში არ შეახვედრონ (ხოლო, თუ კარგად მოიქცევით, ბრიფინგებზე შეგახედებთო).

რაც მთავარია, ტელეფონიც გამორთული აქვთ – ხან სადილობენ, ხანაც გითიშავენ (ბუნებრივია, მოგვიანებით დარეკვის ჩვევა არ გააჩნიათ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ მათი მისია საზოგადოებისა და უწყებების ნებისმიერ ფასად დაშორებაა).

თუ გავითვალისწინებთ, რომ ხსენებულ სახელმწიფო მოხელეებს ჩვენი ჯიბიდან ვაფინანსებთ (სხვათა შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები მრავალშტატიანია და, თუ მისი ხელმძღვანელი მოუცლელია, ეს მისივე არაეფექტიანი მენეჯმენტის ბრალია, ესე იგი, საქმეს ჯეროვნად ვერ უძღვება), ისევე, როგორც მათ მინისტრებს (ზედაც, დავამატებთ, რომ არც პრემიებს იკლებენ), აშკარაა, რომ თანამდებობისთვის შეუფერებლად იქცევიან. თუმცა შეუცვლელი არავინაა.

მით უფრო, რომ „მზეთუნახავ“ მინისტრებს, თავის საზოგადოებასთან არურთიერთობის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი თანამშრომლების გარემოცვაში, ბოლო  9 წელი თვალმოუშორებლად ვუცქერდით! 

скачать dle 11.3