კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

უფროსების საყვარელი ფრაზა „შეუცვლელები არ არსებობენ“... შვებულებამდე მოქმედებს.

***

აუდიოკურსით – „ინგლისური – ძილში“ შესანიშნავი შედეგი მივიღე: როგორც კი ინგლისურ ლაპარაკს გავიგონებ‚ მაშინვე ვიძინებ.

***

ყველაზე ძნელია სამსახურის შოვნა ქალისთვის: თხოულობენ‚ აუცილებლად 18 წლის, კარგი გარეგნობის გოგონას‚ 20-წლიანი სამუშაო სტაჟით‚ ორი დიპლომით და ინგლისურის ცოდნით და მოზრდილი შვილებით.

***

მიხო თბილისში ჩამოვიდა. ისე როგორ წავიდეო და მსუბუქი ყოფაქცევის ორი ქალი აიყვანა, მაგრამ‚ ბედი არ გინდა?! – პოლიციელების „აბლავაში“ მოყვა.

– შენ ვინ ხარ? – ეკითხებიან ქალს.

– მე მასაჟისტი ვარ...

– შენ? – ახლა მეორეს მიუბრუნდნენ.

– პედიკიურს ვაკეთებ...

– ამ შობელძაღლებს უყურე?! – გადაირია მიხო‚ – ისე ლაპარაკობენ‚ ბოზსა მე გამამიყვანენ‚ კაცო!!!

***

– რა გჭირს‚ მოხდა რამე?

– რა ვიცი‚ ბიჭო‚ მეტროში მაგარი ქალი დავინახე‚ ახლოს დავდექი‚ ჩემი „ჯადოსნური“ ღიმილი მოვიმარჯვე‚ მანაც გამიღიმა და.... ადგილი არ დამითმო?!.

***

– ყველაზე მეტად რას აფასებთ თქვენს ცოლში?

– მის ქმარს.

***

15 წლის გოგონა გინეკოლოგთან მივიდა:

– თქვენ ფეხმძიმედ ხართ... 3 თვის... კი მაგრამ‚ თქვენთვის ადრე არ არის მშობიარობა?

– რა თქმა უნდა‚ ადრეა... 6 თვის შემდეგ ველოდები...

***

ის ისეთი მახინჯი იყო‚ რომ აფთიაქში მისგან ფულს არ იღებდნენ, როცა პრეზერვატივებს ყიდულობდა.

***

მაიმუნები ადამიანებზე ჭკვიანები არიან: ლაპარაკი იმიტომ არ ისწავლეს‚ რომ მუშაობა არ დაეძალებინათ...

***

– დეიდა‚ აქედან საავადმყოფოში როგორ მოვხვდები?

– კიდევ ერთხელ დამიძახე დეიდა და... მიგიტანენ...

***

– თუ შეიძლება‚ აი ის ფაიფურის ვირთხა მომეცით.

– ეს ვირთხა არ არის‚ პუტინის ბიუსტია.

– აუ‚ მაშინ ორს ავიღებ....

***

ერთადერთი – პარაშუტების ბიზნესში შეიძლება კლიენტების გადაგდება ისე‚ რომ ყველა მათგანი კმაყოფილი იყოს.

***

– ალო‚ „სამართლიანობის სწრაფი და ეფექტური აღდგენის სააგენტოა“?

– დიახ.

– ჩემი საქმე სასამართლოშია გადაცემული‚ შეგიძლიათ‚ სამართლიანობის დაცვასა და აღდგენაში დამეხმაროთ?

– არა‚ ბატონო‚ ასეთ შემთხვევაში‚ თქვენ საადვოკატო ბიუროს უნდა მიმართოთ.

– აბა‚ თქვენ რას მთავაზობთ?

– ქილერის მომსახურებას...

***

– არ მინდა გამხელა‚ მაგრამ, ყველა იმ ბგერას‚ რომელსაც სექსის დროს გამოვცემდი ხოლმე‚ ახლა დივანიდან ადგომის დროს გამოვცემ...

***

– ბიჭო‚ ნახე‚ რა შორს წავიდა პროგრესი?

– რაზე ამბობ?

– ადრე‚ წვიმა რომ გამოგეწვია‚ ელიაზე უნდა ჩამოგევლო‚ ათასნაირი შელოცვა სჭირდებოდა‚ ბოლოს და ბოლოს, ბაყაყი მაინც უნდა მოგეკლა.... ახლა კი მანქანის გარეცხვაც საკმარისია...

***

– ბიჭო‚ გოგოს მივწერე – შენთან ძალიან კარგი იყო-მეთქი და ასეთი პასუხი მივიღე: „არა მარტო შენთვის“... არ ვიცი‚ როგორ გავიგო...

***

– რა ღირს მომსახურება?

– 50 ლარი.

–  თან მარტო 10 ლარი მაქვს... თუ გინდა‚ აიღე და მობილურსაც მოგცემ.

– ჯანდაბას...

მიიღო, რაც უნდოდა‚ გაუწოდა 10 ლარი და მიდის.

– მობილური?!

– უჰ‚ მავიწყდებოდა‚ ჩაიწერე: 5 99...

***

– როგორ გავუკეთოთ ადამიანს კარგი?

– ჯერ გავუკეთოთ ცუდი და შემდეგ ყველაფერი უნდა გაგრძელდეს ისე‚ როგორც მანამდე იყო....

***

– გინდა‚ ახალი ანეკდოტი სიდედრზე?

– მიდი...

– მოვიდა ჩემთან სიდედრი‚ დალია ჩაი‚ წავიდა და მეორედ აღარც მოსულა...

– ჰმ‚ და სად არის აქ მარილი?

– მარილი შაქარშია...

***

– მაგრები არიან იაპონელები... საინტერესოა‚ ტექნოლოგიებში რამდენი წლით გაგვისწრეს?

– სამუდამოდ...

***

– მამი‚  დედა სულ თავსაფარწაკრული რატომ დადის?

– იმიტომ‚ რომ სულ თავი სტკივა.

– რატომ სტკივა?

– იმიტომ‚ რომ ცოტა ფული შემომაქვს.

– რატომ შემოგაქვს ცოტა ფული?

– იმიტომ‚ რომ ფულის დიდი ნაწილი იმ ქალებთან მიდის‚ ვისაც ხშირად არ სტკივათ თავი...

***

ბრეჟნევი მოხვდა ჯოჯოხეთში.... ცეცხლის ალები... დუღს კუპრი... ხედავს, განაპირას ზის ჰიტლერი და წიგნს კითხულობს. აღშფოთდა ლეონიდ ილიას ძე:

– როგორ‚ ჩემზე მეტი ცოდვა აქვს და წიგნის კითხვით ისჯება?

– წიგნს კი არ კითხულობს‚ კარლ მარქსის შრომებს ივრითზე თარგმნის...

***

– რაზე ჩაფიქრებულხარ?

– ბიჭო‚ მოვდივარ‚ მიწისქვეშა გადასასვლელში, ახალგაზრდა ზის‚ ფანდური უჭირავს‚ მშვენივრად უკრავს და მღერის... საფულე გავხსენი‚ მინდა, ვაჩუქო რამე‚ ვხედავ‚ ორლარიანი მიგდია.... და შევჩერდი... კარგა ხანს ვიფიქრე: გავაგრძელო გზა თუ მეც გვერდით მივუჯდე?..

***

გვიანია. ფიზიკოსი კაფეში ზის‚ ყავას სვამს და წიგნს კითხულობს. მასთან ოფიციანტი მივიდა‚ წიგნის ყდას დააკვირდა და ნელ-ნელა კითხულობს: ლანდაუ‚ ლიფშიცი – „ველის თეორია“... უკაცრავად‚ ბატონო აგრონომო‚ ვიკეტებით...

скачать dle 11.3